საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ! ძალიან მეტკინა, რაც ვნახე" - რას წერს პეტრე კოლხი?
"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ! ძალიან მეტკინა, რაც ვნახე" - რას წერს პეტრე კოლხი?

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კოლ­ხი (კვა­რა­ცხე­ლია) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კად­რე­ბი მის­თვის მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო.

"ვნა­ხე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფოტო. ვნა­ხე და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა. ისე, რაც ხდე­ბა, ყვე­ლა მოვ­ლე­ნას თა­ვის ახ­სნა აქვს… არა­ფე­რი თა­ვი­სით, შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი გამ­წარ­და, ბევ­რი გახ­და უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი… ადა­მი­ა­ნებს კლავ­დნენ და ასა­ხიჩ­რებ­დნენ… ჩვენ ამას ვგმობ­დით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მას­ზე და ასე სამ­წუ­ხა­როდ დას­რულ­და მისი ეპო­პე­აც, მაგ­რამ რაც მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ვი­წუ­ნეთ, რა ბო­რო­ტე­ბას, ძა­ლა­დო­ბას და აგ­რე­სი­ას გა­ვე­მიჯ­ნეთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად ჩვენ­ში აღ­მოჩ­ნდა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში უა­რე­სი ვყო­ფილ­ვართ და ბევ­რს მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ძალა-უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, თო­რემ ახლა უკვე მარ­თლა მჯე­რა, რომ უა­რესს ჩა­ი­დენ­და…გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რე­ბა, ვი­საც ფო­ტო­ე­ბი ხა­ტე­ბის ფონ­ზე აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, ვინც უცხი­მო მარ­ხვას იცავს და მე­ტა­ნი­ე­ბით მუხ­ლებს იტყა­ვებს… სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და და­უნ­დობ­ლე­ბი, ასე­თი ფა­რი­სევ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ…რო­დის მერე გახ­და შუ­რის­ძი­ე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სათ­ნო­ე­ბა?!რო­დის მერე აკურ­თხეს "სა­მარ­ხვო კერ­ძე­ბად” ცი­ნიზ­მი და სარ­კაზ­მი?!

აი, სწო­რედ ამი­ტომ ღმერ­თს არ ეს­მის ასე­თი ლოც­ვე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბოდ­ვე­ბი… ჯვარ­ცმუ­ლი ქრის­ტე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მათ­ზე წუხ­და, ვი­საც სხვი­სი ჯვარ­ცმა შე­ეძ­ლო… მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხორ­ცი არ არის სა­მარ­ხვო და შო­ბის მარ­ხვა­ში ნუ შე­ჭამთ!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა...

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:D
0

მამაო ერთი ლექსად გვითხარი ეგ ამბავი განუბაჟებელზე რა! ბელას ტორტი, ასი ხინკალი და ნახევარი ლიტრს არაყი ერთად თავადი სინთეზია, ჰა?

Ჯიმა
7

Ამინ, მამაო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ! ძალიან მეტკინა, რაც ვნახე" - რას წერს პეტრე კოლხი?

"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ! ძალიან მეტკინა, რაც ვნახე" - რას წერს პეტრე კოლხი?

დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს თაობაზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ექსპრეზიდენტის კადრები მისთვის მძიმე სანახავი იყო.

"ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ… ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან მიმართებაში დავიწუნეთ, რა ბოროტებას, ძალადობას და აგრესიას გავემიჯნეთ, სინამდვილეში გაორმაგებულად ჩვენში აღმოჩნდა.

სინამდვილეში უარესი ვყოფილვართ და ბევრს მისგან განსხვავებით ძალა-უფლება არ გააჩნია, თორემ ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ უარესს ჩაიდენდა…განსაკუთრებით შემზარავია იმ ადამიანების ყურება, ვისაც ფოტოები ხატების ფონზე აქვს გადაღებული, ვინც უცხიმო მარხვას იცავს და მეტანიებით მუხლებს იტყავებს… სინამდვილეში ყველაზე სასტიკი და დაუნდობლები, ასეთი ფარისევლები აღმოჩნდნენ…როდის მერე გახდა შურისძიება ქრისტიანული სათნოება?!როდის მერე აკურთხეს "სამარხვო კერძებად” ცინიზმი და სარკაზმი?!

აი, სწორედ ამიტომ ღმერთს არ ესმის ასეთი ლოცვები, სინამდვილეში ბოდვები… ჯვარცმული ქრისტე საკუთარ თავზე მეტად მათზე წუხდა, ვისაც სხვისი ჯვარცმა შეეძლო… მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!" - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა...

ნახეთ ასევე: