რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და პროპაგანდისტი დიმიტრი როგოზინი აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაიჭრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"როსკომოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს რუსი სამხედრო მოხალისეების გუნდს დონბასის რეგიონში, საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დონეცკში, სასტუმრო, სადაც ის იმყოფებოდა, დაბომბეს", - ვკითხულობთ რუსულ გამოცემებში.
გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ზურგში დავიჭერი, ვიცოცხლებ. ნამსხვრევი სანტიმეტრით ასცდა ხერხემალს", - განუცხადა როგოზინმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას.
უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ როგოზინი დაბადების დღეს დონეცკის ოლქში მდებარე სასტუმრო "შეშ-ბეშის" რესტორანში აღნიშნავდა, რა დროსაც მოხდა დაბომბვა. რესტორანში მოლხენისას ასევე დაიჭრა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი ვიტალი ხოცენკო, მისი დაცვის წევრი კი გარდაიცვალა.
ჟურნალისტო, როგიზინი 'ვაგნერის' მფლობელია. კოსმოსური სააგენტო რა მოსატანია?
არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის ასე პირდაპირ გამოტანა. ქართული ოცნების მოგვერიდოს ცოტა,ბიძინას მოგვერიდოს ცოტა. რედაქცია მიდი ჰე დაბლოკე.