პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - გონს მოეგოს მმართველი პარტია" - გიორგი სააკაშვილი
"მიშა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - გონს მოეგოს მმართველი პარტია" - გიორგი სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ხვალ, 22 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და მას­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ ჩა­ე­რე­ვა. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა ძმას და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და გამ­ძლე­ო­ბა უსურ­ვა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ძმა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ჯო­ჯო­ხე­თი ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა მი­შას­თვის“ და აცხა­დებს, რომ პირ­ველ რიგ­ში, სურს, რომ ჯან­მრთელს ხე­დავ­დეს.

"ადა­მი­ა­ნი არის სიკ­ვდილ სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე, ან ვწი­რავთ ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე, სიკ­ვდილს ვუ­წე­სებთ, ან ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას იცო­ცხლოს, და­ნარ­ჩე­ნი მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხვალ მო­სა­მარ­თლემ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იმედს ვი­ქო­ნი­ებ, რომ ეს იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მა­ინც მჯე­რა, მინ­და მჯე­რო­დეს, რომ უნდა შევ­დგეთ ქვეყ­ნად, სა­დაც ყვე­ლა აკე­თებს სა­კუ­თარ საქ­მეს და მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ ჩა­ე­რე­ვა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ძმამ.

ხვალ ჩა­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოო პრო­ცე­სის მო­ლო­დი­ნე­ბის გარ­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმამ ისა­უბ­რა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზეც, თით­ქოს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში "იყო სპე­ცო­პე­რა­ცია“ და გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­სა­ცი­ლო მო­სას­მე­ნი“ იყო.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მო­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას და სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ზე ზრუნ­ვას გა­მო­ხა­ტავ­და.

გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი "პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია“.

"ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რი ზრუ­ნავს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. თურ­მე, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ეს არის სპე­ცო­პე­რა­ცია და და­დას­ტურ­და, რომ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი წი­ნას­წარ გა­მოგ­ზავ­ნეს. კი­თხვას დავ­სვამ: მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და ოქ­ტომ­ბერ­ში, ომი და­ი­წყო თე­ბერ­ვალ­ში, კონ­ტექ­სტში არ ჯდე­ბა არა­ნა­ი­რად. უბ­რა­ლოდ პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას არ­წმუ­ნებს, რომ თურ­მე მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­სი­ით ჩა­მო­ვი­და. ჯერ თით­ქოს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა უნ­დო­და, გუ­შინ ვი­გებთ, რომ ომში ჩარ­თვა უნ­დო­და, მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­ერ­კვი­ოს, თა­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში, შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია, რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ არ არის დრო პო­ლა­რი­ზა­ცი­ის, უნდა მოხ­დეს დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და უნდა მი­ე­ცეს მიშა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ზე ზრუ­ნავს, პრე­ზი­დენ­ტებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უნდა აფა­სებ­დნენ შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე. არ მინ­და დე­ტა­ლუ­რად ჩა­ძი­ე­ბა, რა როლი მი­უ­ძღვის და რა ქვე­ყა­ნა რა ქვე­ყა­ნას და­ამ­სგავ­სა, რომ მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი იყო, მეს­მის, რომ ზოგი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს.

"მო­ე­გოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია გონს და მის­ცეს ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი სააკაშვილს
0

იცი შენმა ძმამ რამდენი ადამიანი მიიყვანა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე?! მაგრამ შენ რათქმაუნდა არ გაინტერესებს, რადგან მისი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში

S.m
1

როგორ შეიძლება შეგრჩეს ამდენი გამწარებული ხალხის ცოდვა მართალია სამართალი ურმით დადისო დაგეწია ეგ ურემიც შენც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მიშა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - გონს მოეგოს მმართველი პარტია" - გიორგი სააკაშვილი

"მიშა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - გონს მოეგოს მმართველი პარტია" - გიორგი სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ხვალ, 22 დეკემბერს სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მასში "ქართული ოცნება“ არ ჩაერევა. ამის შესახებ გიორგი სააკაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ისაუბრა.

გიორგი სააკაშვილმა ძმას დაბადების დღე მიულოცა და გამძლეობა უსურვა.

ექსპრეზიდენტის ძმა დარწმუნებულია, რომ "ჯოჯოხეთი ძალიან მალე დასრულდება მიშასთვის“ და აცხადებს, რომ პირველ რიგში, სურს, რომ ჯანმრთელს ხედავდეს.

"ადამიანი არის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე, ან ვწირავთ ადამიანს ბოლომდე, სიკვდილს ვუწესებთ, ან ვაძლევთ უფლებას იცოცხლოს, დანარჩენი მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული. ხვალ მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იმედს ვიქონიებ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი. მაინც მჯერა, მინდა მჯეროდეს, რომ უნდა შევდგეთ ქვეყნად, სადაც ყველა აკეთებს საკუთარ საქმეს და მმართველი პარტია არ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტის ძმამ.

ხვალ ჩანიშნული სასამართლოო პროცესის მოლოდინების გარდა, ყოფილი პრეზიდენტის ძმამ ისაუბრა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების თაობაზეც, თითქოს სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში "იყო სპეცოპერაცია“ და განაცხადა, რომ "სასაცილო მოსასმენი“ იყო.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას და საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვას გამოხატავდა.

გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების განცხადებები "პროპაგანდის ნაწილია“.

"ყველა სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო ლიდერი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით. თურმე, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს არის სპეცოპერაცია და დადასტურდა, რომ მიშა სააკაშვილი წინასწარ გამოგზავნეს. კითხვას დავსვამ: მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა ოქტომბერში, ომი დაიწყო თებერვალში, კონტექსტში არ ჯდება არანაირად. უბრალოდ პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს, რომ თურმე მიშა სააკაშვილი მისიით ჩამოვიდა. ჯერ თითქოს სახელმწიფო გადატრიალება უნდოდა, გუშინ ვიგებთ, რომ ომში ჩართვა უნდოდა, მმართველი პარტია გაერკვიოს, თავის განცხადებებში, შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. უბრალოდ სირცხვილია, როგორ მდგომარეობაში იმყოფება მიშა სააკაშვილი. მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის დრო პოლარიზაციის, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია და უნდა მიეცეს მიშა სააკაშვილს თავისუფალი ცხოვრების უფლება, ვგულისხმობ, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახელმწიფო თავის მოქალაქეზე ზრუნავს, პრეზიდენტებს ყველა ქვეყანაში უნდა აფასებდნენ შესაბამის დონეზე. არ მინდა დეტალურად ჩაძიება, რა როლი მიუძღვის და რა ქვეყანა რა ქვეყანას დაამსგავსა, რომ მართლა მნიშვნელოვანი ძვრები იყო, მესმის, რომ ზოგი განაწყენებულია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი გამოსავალია მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს.

"მოეგოს მმართველი პარტია გონს და მისცეს ადამიანს სიცოცხლის უფლება“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.