საზოგადოება
სამხედრო

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Golden Tulip Design Tbilisi-ს ზღაპრული საახალწლო გარემო და დაგეგმილი ღონისძიებები
Golden Tulip Design Tbilisi-ს ზღაპრული საახალწლო გარემო და დაგეგმილი ღონისძიებები

ცოტა ხნის წინ ძველ თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის დი­ზა­ინ სას­ტუმ­რო Golden Tulip Design Tbilisi გა­იხ­სნა. სას­ტუმ­რომ გახ­სნის დღი­დან მი­ი­პყრო ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და უკვე იქცა მათ­თვის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად.

Golden Tulip Design Tbilisi-ის ბოლო სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი „ტიტა რეს­ტორ­ნი­დან“ ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა ძველ თბი­ლის­ზე და მდი­ნა­რე მტკვარ­ზე. რეს­ტო­რა­ნი სტუმ­რებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და უკვე არა­ერთ მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლა.

Golden Tulip Design Tbilisi-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად. უფრო დე­ტა­ლუ­რად, სა­ა­ხალ­წლოდ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ სას­ტუმ­როს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი სოფო აზა­რი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

სოფო, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი დატ­ვირ­თუ­ლია სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტო­რის­თვის, თქვენც სას­ტუმ­როს პირ­ვე­ლი ახა­ლის წლის­თვის ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ემ­ზა­დეთ

- ნამ­დვი­ლად ასეა. ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­თვის ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია და მომ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ ადრე და­ვი­წყეთ. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით რო­გო­რი სა­დღე­სას­წა­უ­ლი დე­კო­რი მო­უხ­დე­ბო­და ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სას­ტუმ­როს. დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ უნი­ჭი­ე­რეს დე­კო­რა­ტორს - ვანო ჭე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. შე­დეგს თა­ვა­დაც ხე­დავთ, სას­ტუმ­რო­ში შე­მოს­ვლი­სას, თავი ზღა­პარ­ში გე­გო­ნე­ბათ ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რი გა­რე­მო და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ტრი­ა­ლებს. ფო­ტო­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ყვე­ლას სურს ჩვენ­თან მოხ­ვედ­რა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს.

Golden Tulip Design Tbilisi ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ენერ­გი­უ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, ახა­ლი წლის­თვის რას სთა­ვა­ზობთ თქვენს სტუმ­რებს?

- ახალ წელს არ და­ვარ­ღვევთ ტრა­დი­ცი­ას და კვლავ ყვე­ლა­ზე ენერ­გი­ულ წვე­უ­ლე­ბას გავ­მარ­თავთ, სა­დაც ნიკა ჩი­ქო­ვა­ნი და­უკ­რავს. ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ულა­მა­ზე­სი ხე­დის და გრან­დი­ო­ზუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კის ფონ­ზე, ერ­თად შევ­ხვდეთ 2023 წელს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ახა­ლი წლის­თვის ჩვენ­მა შეფ მზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე ჩი­ქო­ბა­ვამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნიუ მო­ამ­ზა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო დღე­ებს, თუ სთა­ვა­ზობთ თქვენს სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას?

- ჩვენ­თან ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რი გა­რე­მოა, რა თქმა უნდა სა­ა­ხალ­წლო დღე­ებს ხმა­უ­რის გა­რე­შე ვერ ჩა­ვა­ტა­რებ­დით. ჩვენს სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ბე­დო­ბა, შო­ბის სა­ღა­მო და ძვე­ლით ახა­ლი წე­ლიც Golden Tulip Design Tbilisi-ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე აღ­ნიშ­ნონ.

დე­კემ­ბე­რი-იან­ვრის თვე­ში ყვე­ლა კომ­პა­ნია ემ­ზა­დე­ბა წლის შე­ჯა­მე­ბის თუ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამ მხრივ თქვე­ნი სივ­რცე ნამ­დვი­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია, შე­ი­ნიშ­ნე­ბა ამ მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბა?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ცი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის მხრივ, Golden Tulip Design Tbilisi-ში ნამ­დვი­ლი ბუ­მია. უკვე ვუ­მას­პინ­ძლეთ რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბურ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბას და დე­კემ­ბრის თვე­ში სულ რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­რი­ღი გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი, მთე­ლი კა­ლენ­და­რი გა­წე­რი­ლია. უკვე ვა­მუ­შა­ვებთ იან­ვრის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­თხოვ­ნებს.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ჩვე­ნი გუნ­დი სა­ა­ხალ­წლო წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ემ­ზა­და. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ვუ­წყოთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - რა ვითარებაა ადგილზე
ავტორი:

Golden Tulip Design Tbilisi-ს ზღაპრული საახალწლო გარემო და დაგეგმილი ღონისძიებები

Golden Tulip Design Tbilisi-ს ზღაპრული საახალწლო გარემო და დაგეგმილი ღონისძიებები

ცოტა ხნის წინ ძველ თბილისში საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა. სასტუმრომ გახსნის დღიდან მიიპყრო ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების ყურადღება და უკვე იქცა მათთვის საყვარელ ადგილად.

Golden Tulip Design Tbilisi-ის ბოლო სართულზე განთავსებული „ტიტა რესტორნიდან“ ულამაზესი პანორამული ხედი იშლება ძველ თბილისზე და მდინარე მტკვარზე. რესტორანი სტუმრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე არაერთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა.

Golden Tulip Design Tbilisi-ში განსაკუთრებულად ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. უფრო დეტალურად, საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი სოფო აზარიაშვილი გვესაუბრა.

სოფო, წინასაახალწლო პერიოდი დატვირთულია სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის, თქვენც სასტუმროს პირველი ახალის წლისთვის ალბათ განსაკუთრებით მოემზადეთ

- ნამდვილად ასეა. ჩვენი სასტუმროსთვის ეს პირველი ახალი წელია და მომზადება საკმაოდ ადრე დავიწყეთ. დიდხანს ვფიქრობდით როგორი სადღესასწაული დეკორი მოუხდებოდა ჩვენს თანამედროვე დიზაინის სასტუმროს. დახმარება ვთხოვეთ უნიჭიერეს დეკორატორს - ვანო ჭელიძეს, რომელმაც იდეალური გადაწყვეტა შემოგვთავაზა. შედეგს თავადაც ხედავთ, სასტუმროში შემოსვლისას, თავი ზღაპარში გეგონებათ ისეთი ჯადოსნური გარემო და სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს. ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ყველას სურს ჩვენთან მოხვედრა, რაც ძალიან გვახარებს.

Golden Tulip Design Tbilisi ქალაქში ყველაზე ენერგიული და გამორჩეული წვეულებებითაა ცნობილი, ახალი წლისთვის რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

- ახალ წელს არ დავარღვევთ ტრადიციას და კვლავ ყველაზე ენერგიულ წვეულებას გავმართავთ, სადაც ნიკა ჩიქოვანი დაუკრავს. ჩვენი ქალაქის ულამაზესი ხედის და გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე, ერთად შევხვდეთ 2023 წელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალი წლისთვის ჩვენმა შეფ მზარეულმა კონსტანტინე ჩიქობავამ განსხვავებული სადღესასწაულო მენიუ მოამზადა.

რაც შეეხება საახალწლო დღეებს, თუ სთავაზობთ თქვენს სტუმრებს სპეციალურ პროგრამას?

- ჩვენთან ისეთი ჯადოსნური გარემოა, რა თქმა უნდა საახალწლო დღეებს ხმაურის გარეშე ვერ ჩავატარებდით. ჩვენს სტუმრებს საშუალება ექნებათ ბედობა, შობის საღამო და ძველით ახალი წელიც Golden Tulip Design Tbilisi-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე აღნიშნონ.

დეკემბერი-იანვრის თვეში ყველა კომპანია ემზადება წლის შეჯამების თუ კორპორაციული საღამოების ჩასატარებლად, ამ მხრივ თქვენი სივრცე ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია, შეინიშნება ამ მხრივ აქტიურობა?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საახალწლო კორპორაციული წვეულებების მხრივ, Golden Tulip Design Tbilisi-ში ნამდვილი ბუმია. უკვე ვუმასპინძლეთ რამდენიმე მასშტაბურ წინასაახალწლო ღონისძიებას და დეკემბრის თვეში სულ რამდენიმე თავისუფალი თარიღი გვაქვს დარჩენილი, მთელი კალენდარი გაწერილია. უკვე ვამუშავებთ იანვრის ღონისძიებების მოთხოვნებს.

მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი გუნდი საახალწლო წვეულებებისთვის განსაკუთრებით მოემზადა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს განსხვავებული და დასამახსოვრებელი ღონისძიებები მოვუწყოთ.

R