ნინო-ნონა შარანგია ლოტოს წლებია რაც თამაშობს, მოგების დღესაც მან 4 ლარად ლოტო 6/42 -ის 2 ბილეთი შეიძინა, რიცხვებიც ავტომატურად შემოხაზა, სწორედ ამ კომბინაციიდან 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი დაემთხვა ლოტო 6/42-ის 13 დეკემბრის გათამაშების დროს გამოვლენილ რიცხვებს - რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალბატონმა ნონამ 4 ლარად 60 021 მოიგო.
წინასაახალწლოდ მოგებულ 60021 ლარს ქალბატონი ნონა მის ერთადერთ ახლად დაქორწინებულ ვაჟს აჩუქებს, ამ თანხას ახალი შექმნილი ოჯახი ახალი ბინის შესაძენად გამოიყენებს.
ქალბატონი ნონა შარანგია 57 წლისაა, ის ახალშობილთა პედიატრია და თბილისში ერთ-ერთ სამშობიაროში მუშაობს. შარანგიების ოჯახი სოხუმიდან დევნილია, ცრემლების გარეშე მშობლიურ კუთხეს ვერ იხსენებენ და ოჯახიც მთავარ რელიქვიად იმ საოჯახო ალბომს მიიჩნევს, რომელიც მათ სოხუმიდან 7 წლის შემდეგ გამოუგზავნეს. შარანგიებს ახალი რელიქვიაც დაემატათ - მოგების ვაუჩერი, რომელიც მათ ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენლებმა გადასცეს.
საუკეთესო მოგონებათა ალბომში კი ნონა შარანგიასთვის 13 დეკემბერი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, დღე, როდესაც გვიან ღამით ერთად შეკრებილმა ოჯახმა ლოტოს შეძენილი ბილეთების გადამოწმება გადაწყვიტა: ,,მივხვდით, რომ რაღაც თანხა მოვიგეთ, მაგრამ გაცილებით ნაკლები გვეგონა, შემდეგ კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, იქ გვითხრეს, რომ 60 0021 ლარი მოვიგეთ, ისე გავოგნდით ყველანი, რომ ხმას ვეღარ ვიღებდით, ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას, თანაც წინასაახალწლოდ“ - გვიყვება ნონა შარანგია.
ქალბატონ ნონას ლოტო 6/42-ში მოგებული თანხა უკვე გადაეცა, ლოტო 6/42-ის კეჯპოტი კი უკვე მილიონ ლარზე მეტია, გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 20:45 საათზე, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge, კომპანიის სერვის-ცენტრებსა და ლატარიის ჯიხურებში.
NS