Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა
"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

ცოტა ხნის წინ ძი­უ­დო­ის­ტი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს და ას­პა­რე­ზობს. კო­ბას უმ­ცრო­სი და გვან­ცაც ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მე­ლიც ამ სპორ­ტით ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა მხო­ლოდ 15 წლის ასაკ­ში შეძ­ლო ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით გვან­ცა მჭედ­ლიშ­ვი­ლი გა­რეგ­ნუ­ლად სუ­ლაც არ ჰგავს ძი­უ­დო­ისტს, თუმ­ცა უკვე წარ­მა­ტე­ბე­ბი და დიდი გეგ­მე­ბი აქვს ამ სპორ­ტში... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, ან­გლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.

"ინ­გლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გი­ას ვე­უფ­ლე­ბი. ესეც ძი­უ­დოს გამო ავირ­ჩიე, ვი­ფიქ­რე, ენის კარ­გად შეს­წავ­ლა და ცოდ­ნა ამ საქ­მე­შიც გა­მო­მად­გე­ბო­და... 10 წლის ვი­ყა­ვი, როცა ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, ძი­უ­დო­ზე მინ­და სი­ა­რუ­ლი-მეთ­ქი. გვერ­დში არ და­მიდ­გნენ, არ უნ­დო­დათ, ძი­უ­დო­ზე რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მხო­ლოდ მა­მა­ჩე­მი იყო ჩემ გვერ­დით, რამ­დენ­ჯერ­მე ძი­უ­დოს გაკ­ვე­თილ­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით, მი­მიყ­ვა­ნა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი კობა იყო, მერე დედა. მა­შინ ჩოგ­ბურ­თიც მომ­წონ­და, კობა მე­უბ­ნე­ბო­და, ოღონდ ძი­უ­დო­ზე არ შეხ­ვი­დე და ჩოგ­ბურთზე შე­გიყ­ვან­თო. ჩემ­ზე 6 წლით უფ­რო­სია".

- და იარე ჩოგ­ბურთზე?

- რამ­დე­ნი­მე წელი, მაგ­რამ ძი­უ­დოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ინც არ გა­მიქ­რა. კობა კი მა­ინც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. თუ გვან­ცა და­ი­წყებს ძი­უ­დო­ში ვარ­ჯიშს, მე გა­მო­ვა­ლო. მოკ­ლედ, დიდი დაბ­რკო­ლე­ბა მქონ­და. დე­დას და კო­ბას რამ­დე­ნი­მე წელი ვეხ­ვე­წე­ბო­დი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე და და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში.

- ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნე, ხომ? ასე რა­ტომ მი­გი­ზი­და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბამ?

- ჩემ­თვის ჩემი ძმა იყო სა­მა­გა­ლი­თო. ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, დავ­დი­ო­დი მის ტურ­ნი­რებ­ზე, მა­ნამ­დე ბავ­შვო­ბა­ში ერ­თად ვჭი­და­ობ­დით და მომ­წონ­და. ასე ნელ-ნელა შე­მიყ­ვარ­და ძი­უ­დო.

- მოკ­ლედ, დღეს ძი­უ­დო­ის­ტი ხარ...

- კი და ახლა ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი ძმის, რად­გან მა­გა­ლითს სულ მის­გან ვი­ღებ. ახლა აქ რომ არ არის, მაკ­ლია. ბევრ რა­ღა­ცას მას­წავ­ლი­და, მის­გან ბევ­რი რამე შე­ვი­ძი­ნე. მისი აქ არ­ყოფ­ნით ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხომ ვამ­ბობ, მაკ­ლია. სა­ერ­თოდ მთელ ოჯახს გვე­ნატ­რე­ბა... მყავს დაც, ის სა­მო­დე­ლო სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, გვერ­დით ძა­ლი­ან მედ­გა და მიდ­გას... მუდ­მი­ვად კარგ რჩე­ვებს მაძ­ლევს. ყვე­ლა სა­კი­თხში მეხ­მა­რე­ბა.

ძმას­თან ერ­თად

- კობა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია...

- თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი იყო, ხომ ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ ვარ­ჯი­შობ­და. ნი­ჭი­ე­რია, ყვე­ლა­ფერს მალე და მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი ჭი­და­ო­ბის სტი­ლი და მინ­და, მეც მის­ნა­ი­რი ვიყო. რა­ღაც ქარ­თუ­ლი სტი­ლი აქვს, ჭი­და­ო­ბის სტილს ვგუ­ლის­ხმობ. ზე­მო­დან ჩავ­ლე­ბა გვაქვს ქარ­თვე­ლებს, "გა­დავ­ლე­ბუ­ლი“ - ასე ვე­ძა­ხით (კი­მო­ნო­ში ჩავ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ) და კი­დევ არის სხვა­დას­ხვა ილე­თი.

- ძი­უ­დო საბ­რძო­ლო სპორ­ტია, ხში­რად და­ცე­მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... კომ­ფორ­ტუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ­თვის?

- ძი­უ­დო, რო­გორც სპორ­ტი, დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს, შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუ გუ­ლით გინ­და, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით უნდა გა­და­დო. რთუ­ლი კი არის, მაგ­რამ მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ და ვი­ცით სწო­რი და­ცე­მა რო­გორ უნდა და ა.შ. ამ სპორ­ტმა ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა. სხვა სა­კი­თხებ­შიც უფრო სხვა­ნა­ი­რი გავ­ხდი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. ყვე­ლა­ფერ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა მინ­და.

- სა­ბერ­ძნეთ­ში ცოტა ხნის წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე იყა­ვი და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვე...

- კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი იყო... სულ 4 შეხ­ვედ­რა მო­მი­წია, ბევ­რი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ წრი­უ­ლი ვი­ჭი­და­ვეთ, ყვე­ლას შევ­ხვდი და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- მამა მა­ტა­რებ­და ძი­უ­დოს გაკ­ვე­თი­ლებ­ზეო. მამა სპორ­ტსმე­ნია?

- ისიც ძი­უ­დო­ის­ტია, მა­ნაც გვი­ან და­ი­წყო - სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში ას­პა­რე­ზობს ხოლ­მე. პრი­ზი­ო­რიც არის...

- დრო კი­დევ რის­თვის გრჩე­ბა?

- ვარ­ჯი­ში­დან რომ მოვ­დი­ვარ, ვცდი­ლობ, ვი­მე­ცა­დი­ნო. ინ­გლი­სურ­ში მყავს პა­ტა­რა მოს­წავ­ლე­ე­ბი. მათ­თან ვმუ­შა­ობ. მა­ინ­ტე­რე­სებს გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი, ამით ვინ­ტე­რეს­დე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ღა­ცებს ვა­წყობ ხოლ­მე, ასე­ვე მი­ზი­დავს მზა­რე­უ­ლო­ბა...

ოჯახ­თან ერ­თად

- ისე, შენი გა­რეგ­ნო­ბის ფონ­ზე ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ძი­უ­დო­ის­ტი ხარ. ბევ­რი ალ­ბათ ვერც იჯე­რებს...

- კი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა ამას... 57 კი­ლოგ­რა­მი ვარ და სი­მაღ­ლე 170 სმ-ია. ვას­პა­რე­ზობ 57 კი­ლო­ში. რო­გორც გო­გოს, გაპ­რან­ჭვა და ფორ­მა­ში ყოფ­ნაც მიყ­ვარს. ძი­უ­დოს ეს ჩემ­თვის არ წა­ურ­თმე­ვია.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

წარმატებები, ძალიან კარგია რომ ვარჯიშობ, ყოველთვის ის უნდა გააკეთო რაც გინდა ადამიანს. 

ლელა
4

კარგი და სასიამოვნო გოგონაა,წარმატებებს ვუსურვებ და-ძმას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

ცოტა ხნის წინ ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი იყო ჩვენი რესპონდენტი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ასპარეზობს. კობას უმცროსი და გვანცაც ძიუდოისტია, რომელიც ამ სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ 15 წლის ასაკში შეძლო ვარჯიშის დაწყება.

ერთი შეხედვით გვანცა მჭედლიშვილი გარეგნულად სულაც არ ჰგავს ძიუდოისტს, თუმცა უკვე წარმატებები და დიდი გეგმები აქვს ამ სპორტში... სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ანგლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

"ინგლისური ენის ფილოლოგიას ვეუფლები. ესეც ძიუდოს გამო ავირჩიე, ვიფიქრე, ენის კარგად შესწავლა და ცოდნა ამ საქმეშიც გამომადგებოდა... 10 წლის ვიყავი, როცა ოჯახის წევრებს ვუთხარი, ძიუდოზე მინდა სიარული-მეთქი. გვერდში არ დამიდგნენ, არ უნდოდათ, ძიუდოზე რომ შევსულიყავი. მხოლოდ მამაჩემი იყო ჩემ გვერდით, რამდენჯერმე ძიუდოს გაკვეთილზე ერთად ვიყავით, მიმიყვანა.

განსაკუთრებული წინააღმდეგი კობა იყო, მერე დედა. მაშინ ჩოგბურთიც მომწონდა, კობა მეუბნებოდა, ოღონდ ძიუდოზე არ შეხვიდე და ჩოგბურთზე შეგიყვანთო. ჩემზე 6 წლით უფროსია".

- და იარე ჩოგბურთზე?

- რამდენიმე წელი, მაგრამ ძიუდოს მიმართ ინტერესი მაინც არ გამიქრა. კობა კი მაინც წინააღმდეგი იყო. თუ გვანცა დაიწყებს ძიუდოში ვარჯიშს, მე გამოვალო. მოკლედ, დიდი დაბრკოლება მქონდა. დედას და კობას რამდენიმე წელი ვეხვეწებოდი. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და დავიწყე ვარჯიში.

- ოცნება აიხდინე, ხომ? ასე რატომ მიგიზიდა სპორტის ამ სახეობამ?

- ჩემთვის ჩემი ძმა იყო სამაგალითო. ვგულშემატკივრობდი, დავდიოდი მის ტურნირებზე, მანამდე ბავშვობაში ერთად ვჭიდაობდით და მომწონდა. ასე ნელ-ნელა შემიყვარდა ძიუდო.

- მოკლედ, დღეს ძიუდოისტი ხარ...

- კი და ახლა ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით ჩემი ძმის, რადგან მაგალითს სულ მისგან ვიღებ. ახლა აქ რომ არ არის, მაკლია. ბევრ რაღაცას მასწავლიდა, მისგან ბევრი რამე შევიძინე. მისი აქ არყოფნით ეს ყველაფერი, ხომ ვამბობ, მაკლია. საერთოდ მთელ ოჯახს გვენატრება... მყავს დაც, ის სამოდელო სფეროს მიმართულებით წავიდა, გვერდით ძალიან მედგა და მიდგას... მუდმივად კარგ რჩევებს მაძლევს. ყველა საკითხში მეხმარება.

ძმასთან ერთად

- კობა წარმატებული სპორტსმენია...

- თავიდანვე ძალიან მშრომელი იყო, ხომ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა. ნიჭიერია, ყველაფერს მალე და მარტივად ითვისებს. ძალიან მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და მინდა, მეც მისნაირი ვიყო. რაღაც ქართული სტილი აქვს, ჭიდაობის სტილს ვგულისხმობ. ზემოდან ჩავლება გვაქვს ქართველებს, "გადავლებული“ - ასე ვეძახით (კიმონოში ჩავლებას ვგულისხმობ) და კიდევ არის სხვადასხვა ილეთი.

- ძიუდო საბრძოლო სპორტია, ხშირად დაცემასთანაა დაკავშირებული... კომფორტულია ეს ყველაფერი შენთვის?

- ძიუდო, როგორც სპორტი, დიდ შრომას მოითხოვს, შრომატევადი საქმეა. ძალიან რთულია. თუ გულით გინდა, წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი გვერდით უნდა გადადო. რთული კი არის, მაგრამ მიჩვეულები ვართ და ვიცით სწორი დაცემა როგორ უნდა და ა.შ. ამ სპორტმა ბევრი რამ შემძინა. სხვა საკითხებშიც უფრო სხვანაირი გავხდი, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული. ყველაფერში მაქსიმალური შედეგის მიღწევა მინდა.

- საბერძნეთში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტურნირზე იყავი და პირველი ადგილი დაიკავე...

- კი, საერთაშორისო ტურნირი იყო... სულ 4 შეხვედრა მომიწია, ბევრი არ ვიყავით, მაგრამ წრიული ვიჭიდავეთ, ყველას შევხვდი და პირველი ადგილი დავიკავე.

- მამა მატარებდა ძიუდოს გაკვეთილებზეო. მამა სპორტსმენია?

- ისიც ძიუდოისტია, მანაც გვიან დაიწყო - საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს ხოლმე. პრიზიორიც არის...

- დრო კიდევ რისთვის გრჩება?

- ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ვცდილობ, ვიმეცადინო. ინგლისურში მყავს პატარა მოსწავლეები. მათთან ვმუშაობ. მაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, ამით ვინტერესდები, ინტერნეტში რაღაცებს ვაწყობ ხოლმე, ასევე მიზიდავს მზარეულობა...

ოჯახთან ერთად

- ისე, შენი გარეგნობის ფონზე ძნელად წარმოსადგენია, რომ ძიუდოისტი ხარ. ბევრი ალბათ ვერც იჯერებს...

- კი, ბევრი მეუბნება ამას... 57 კილოგრამი ვარ და სიმაღლე 170 სმ-ია. ვასპარეზობ 57 კილოში. როგორც გოგოს, გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნაც მიყვარს. ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია.

ნახეთ ასევე: