მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს
 როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს

ბუ­ნე­ბა­ში უამ­რა­ვი პა­რა­ზი­ტი ბი­ნად­რობს. ისი­ნი სხვა­დას­ხვა გზით ხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში და მრა­ვალ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვე­ვენ. ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა იო­ლად იკურ­ნე­ბა, ზოგს კი ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

რო­მე­ლი პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია გავ­რცე­ლე­ბე­ლი დღეს და რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ მათ, ამა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ი­სა და ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის კლი­ნი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, პრო­ფე­სო­რი ოთარ ზე­ნა­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ხანს საკ­მა­ოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ენ­ტე­რო­ბი­ო­ზი. მისი გა­მომ­წვე­ვია ენ­ტე­რო­ბი­უ­სი, მცი­რე ზო­მის პა­რა­ზი­ტი, რომ­ლის დე­დალ-მა­მა­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი ბრმა ნაწ­ლავ­ში ბი­ნად­რო­ბენ. გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­დეგ მა­მა­ლი უმალ­ვე კვდე­ბა, ხოლო დე­და­ლი გა­ივ­ლის მსხვილ ნაწ­ლავს, უკა­ნა ტან­ში გა­მოძ­ვრე­ბა და ნა­ო­ჭებ­ში, ანუ­სის ირ­გვლივ, ყრის კვერ­ცხებს. ერთი პა­რა­ზი­ტი ხუ­თი­დან ათი ათა­სამ­დე კვერ­ცხს დებს. თუ ეს კვერ­ცხი ადა­მი­ა­ნის პირ­ში მოხ­ვდა, და­ა­ვად­დე­ბა.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს პირ­ში პა­რა­ზი­ტის კვერ­ცხი?

- და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ხელ­ზე კი მტვრი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს და პირ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს. კვერ­ცხე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­თა­მა­შო­ებ­ზე, თეთ­რე­ულ­ზე, ხა­ლი­ჩა­ზე, აბა­ზა­ნა­ში, ტუ­ა­ლეტ­ში.

ენ­ტე­რო­ბი­უ­სი უმე­ტე­სად ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში იდებს ბი­ნას. რო­დე­საც პა­რა­ზი­ტი უკა­ნა ტან­ში გა­მოძ­ვრე­ბა, იწ­ვევს ძლი­ერ ქა­ვილს, რაც ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია. თუ ბავ­შვმა ძილ­ში უკა­ნა ტანი მო­ი­ქა­ვა, კვერ­ცხე­ბი ფრჩხი­ლებ­ში ჩარ­ჩე­ბა და თუ ხელი პირ­თან მი­ი­ტა­ნა, და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ენ­ტე­რო­ბი­ო­ზის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი სწო­რედ ქა­ვი­ლი და მო­უს­ვე­ნა­რი ძი­ლია.

ვა­ჟე­ბის­თვის ეს პა­რა­ზი­ტი ისე სა­ში­ში არ არის, რო­გორც გო­გო­ნე­ბის­თვის - ნაწ­ლა­ვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ის სველ ად­გილს ეძებს და შე­საძ­ლოა, სა­შო­ში შეძ­ვრეს. შე­დე­გად, გო­გო­ნას უჩ­ნდე­ბა გა­მო­ნა­დე­ნი, აწუ­ხებს ქა­ვი­ლი, ზოგ­ჯერ კი საქ­მე იქამ­დეც მი­დის, რომ ბავ­შვე­ბი უნებ­ლი­ეთ ონა­ნიზმს ეჩ­ვე­ვი­ან.

- რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ ენ­ტე­რო­ბი­ოზს?

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თვალ­საზ­რი­სი, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვებს ნივ­რი­ა­ნი ოყნა უნდა გა­ვუ­კე­თოთ, მაგ­რამ ეს საქ­მეს არ შვე­ლის. ოყნა ნაწ­ლა­ვე­ბის ქვე­და ნა­წილს გა­მო­რე­ცხავს, პა­რა­ზი­ტი კი ბრმა ნაწ­ლავ­ში ცხოვ­რობს, სა­დამ­დეც ეს სი­თხე ვერ აღ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­სია თბი­ლი წყლის ოყნა, გზად მო­მა­ვა­ლი პა­რა­ზი­ტე­ბი რომ ჩა­მო­ი­რე­ცხოს. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ბოლო ხანს ენ­ტე­რო­ბი­ო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბევ­რი კარ­გი წა­მა­ლი გა­მო­ვი­და.

მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვაც, რაც უკა­ნა ტა­ნის სი­სუფ­თა­ვეს გუ­ლის­ხმობს. მშო­ბელ­მა ბავ­შვი დღე­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა და­ბა­ნოს, კვერ­ცხე­ბი რომ მო­ა­შო­როს, დღე­ში ორ­ჯერ უნდა გა­მო­უც­ვა­ლოს საც­ვა­ლი და ცხე­ლი უთო­თი გა­ა­უ­თო­ოს მისი თეთ­რე­უ­ლი. სკო­ლა­ში კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს თბი­ლი წყა­ლი და სა­პო­ნი, რომ ტუ­ა­ლე­ტით სარ­გებ­ლო­ბის შემ­დეგ ბავ­შვებ­მა ხე­ლე­ბი კარ­გად და­ი­ბა­ნონ და და­ა­ვა­დე­ბა ერ­თმა­ნეთს არ გა­დას­დონ.

თუ მკურ­ნა­ლო­ბამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და არ მოხ­და რე­ინ­ვა­ზია, ანუ პა­რა­ზი­ტი ხე­ლახ­ლა არ მოხ­ვდა ორ­გა­ნიზ­მში, ადა­მი­ა­ნი სა­ბო­ლო­ოდ იკურ­ნე­ბა.

- რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბა გხვდე­ბათ მოზ­რდი­ლებ­ში?

- მე­ო­რე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხში­რად მოზ­რდი­ლებ­ში გვხვდე­ბა, ფა­სი­ო­ლო­ზია. ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვია, ფას­ცი­ო­ლა, იგი­ვე ღვიძ­ლის ორ­პი­რა, საკ­მა­ოდ დიდი პა­რა­ზი­ტი. ბი­ნად­რობს ღვიძ­ლში, სა­ნაღ­ვლე გზებ­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტში. ამ პა­რა­ზი­ტით ავად­დე­ბა წვრილ­ფე­ხა და მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვი. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ორ­პი­რა შე­იძ­ლე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლი­დან ან ასე­თი წყლით მორ­წყუ­ლი ბოსტნე­უ­ლი­დან მოხ­ვდეს.

ფას­ცი­ლო­ზის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია სის­ხლში ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა. ეს უჯრე­დე­ბი ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ანს 4-6% უნდა ჰქონ­დეს, ჩვენ­თან კი მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ეო­ზი­ნო­ფი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40-60%-მდე აქვთ.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი კვერ­ცხი­დან გა­მო­ი­ჩე­კე­ბა მატ­ლი, რო­მე­ლიც ნაწ­ლა­ვი­დან გა­მო­დის და ღვიძ­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. სწო­რედ ამ დროს უვი­თარ­დე­ბა ადა­მი­ანს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია და ეო­ზი­ნო­ფი­ლია.

ღვიძ­ლში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ფა­სი­ო­ლა ერთ სან­ტი­მეტ­რამ­დე იზ­რდე­ბა. ასე რომ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ნაღ­ვლე გზებ­ში გა­ი­ჭე­დოს და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ტკი­ვი­ლი ისე­თი აუ­ტა­ნე­ლია, რომ კენ­ჭის გავ­ლა ჰგო­ნი­ათ და ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავთ. არის შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ას უკე­თე­ბენ და ნაღ­ვლის ბუშტს კვე­თენ. მეც მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა - მო­ვიდ­ნენ და მი­თხრეს, ჩვენს ამ­ხა­ნაგს კენ­ჭის გავ­ლა ჰქონ­და, წა­ვიყ­ვა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ამო­აჭ­რეს ნაღ­ვლის ბუშ­ტი და რო­დე­საც ის გაჭ­რეს, კენ­ჭე­ბის ნაც­ვლად იქ პა­რა­ზი­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნე­სო. იმ ადა­მი­ა­ნის­თვის პა­რა­ზი­ტებ­ზე გა­მოკ­ვლე­ვა რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, ნაღ­ვლის ბუშტს აღარ ამოკ­ვეთ­დნენ.

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი, რომ ფას­ცი­ო­ლო­ზით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი?

- ყვე­ლა ჩვენ­გან­მა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა გა­ი­კე­თოს სის­ხლის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ნიშ­ნებს: თუ ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ვე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ეს უკვე სა­გან­გე­ბოა.

ცნო­ბი­სათ­ვის

ენ­ტე­რო­ბი­ო­ზის გა­მომ­წვევს, ენ­ტე­რო­ბი­უსს სხვაგ­ვა­რად მახ­ვი­ლას უწო­დე­ბენ. და­ა­ვა­დე­ბის სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით 15 დღეა. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ენ­ტე­რო­ბი­ო­ზის უსიმპტო­მო და გა­მო­ხა­ტულ ფორ­მებს. ზო­გი­ერთ ავად­მყოფს აწუ­ხებს მუც­ლის ტკი­ვი­ლი, უმა­დო­ბა. ხში­რია გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა და ფა­ღა­რა­თი. დარ­ღვე­უ­ლია ნაწ­ლა­ვუ­რი ფლო­რა.

შე­საძ­ლოა, თავი იჩი­ნოს სი­სუს­ტემ, დაღ­ლი­ლო­ბამ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბამ, მო­უს­ვე­ნარ­მა ძილ­მა, ძილ­ში კბი­ლე­ბის კრა­ჭუნ­მა. მახ­ვი­ლა შე­საძ­ლოა შეძ­ვრეს ჭი­ა­ნაწ­ლავ­ში და მისი ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბავ­შვებ­ში ენ­ტე­რო­ბი­ო­ზი იწ­ვევს იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ზრდა­სა და წო­ნა­ში ჩა­მორ­ჩე­ნას.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რიჩარდი
2

მოგესალმებით რომელი პრეპარატია უფრო ეფექტური მის საწინააღმდეგოდ გთხოვთ რომ მოგვწეროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს

 როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს

ბუნებაში უამრავი პარაზიტი ბინადრობს. ისინი სხვადასხვა გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და მრავალ დაავადებას იწვევენ. ზოგიერთი დაავადება იოლად იკურნება, ზოგს კი ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებელი დღეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ, ამაზე სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, პროფესორი ოთარ ზენაიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანს საკმაოდ არის გავრცელებული ენტერობიოზი. მისი გამომწვევია ენტერობიუსი, მცირე ზომის პარაზიტი, რომლის დედალ-მამალი ინდივიდები ბრმა ნაწლავში ბინადრობენ. განაყოფიერების შემდეგ მამალი უმალვე კვდება, ხოლო დედალი გაივლის მსხვილ ნაწლავს, უკანა ტანში გამოძვრება და ნაოჭებში, ანუსის ირგვლივ, ყრის კვერცხებს. ერთი პარაზიტი ხუთიდან ათი ათასამდე კვერცხს დებს. თუ ეს კვერცხი ადამიანის პირში მოხვდა, დაავადდება.

- როგორ შეიძლება მოხვდეს პირში პარაზიტის კვერცხი?

- დაბინძურებული ხელების საშუალებით. ხელზე კი მტვრიდანაც შეიძლება მოხვდეს და პირში გადაინაცვლოს. კვერცხები შეიძლება იყოს სათამაშოებზე, თეთრეულზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, ტუალეტში.

ენტერობიუსი უმეტესად ბავშვის ორგანიზმში იდებს ბინას. როდესაც პარაზიტი უკანა ტანში გამოძვრება, იწვევს ძლიერ ქავილს, რაც ძალიან შემაწუხებელია. თუ ბავშვმა ძილში უკანა ტანი მოიქავა, კვერცხები ფრჩხილებში ჩარჩება და თუ ხელი პირთან მიიტანა, დაინფიცირდება. ენტერობიოზის პირველი სიმპტომები სწორედ ქავილი და მოუსვენარი ძილია.

ვაჟებისთვის ეს პარაზიტი ისე საშიში არ არის, როგორც გოგონებისთვის - ნაწლავიდან გამოსვლის შემდეგ ის სველ ადგილს ეძებს და შესაძლოა, საშოში შეძვრეს. შედეგად, გოგონას უჩნდება გამონადენი, აწუხებს ქავილი, ზოგჯერ კი საქმე იქამდეც მიდის, რომ ბავშვები უნებლიეთ ონანიზმს ეჩვევიან.

- როგორ მკურნალობენ ენტერობიოზს?

- გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვებს ნივრიანი ოყნა უნდა გავუკეთოთ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ოყნა ნაწლავების ქვედა ნაწილს გამორეცხავს, პარაზიტი კი ბრმა ნაწლავში ცხოვრობს, სადამდეც ეს სითხე ვერ აღწევს. ამ შემთხვევაში უკეთესია თბილი წყლის ოყნა, გზად მომავალი პარაზიტები რომ ჩამოირეცხოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა. ბოლო ხანს ენტერობიოზის საწინააღმდეგო ბევრი კარგი წამალი გამოვიდა.

მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვაც, რაც უკანა ტანის სისუფთავეს გულისხმობს. მშობელმა ბავშვი დღეში ორჯერ მაინც უნდა დაბანოს, კვერცხები რომ მოაშოროს, დღეში ორჯერ უნდა გამოუცვალოს საცვალი და ცხელი უთოთი გააუთოოს მისი თეთრეული. სკოლაში კი აუცილებლად უნდა იყოს თბილი წყალი და საპონი, რომ ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ბავშვებმა ხელები კარგად დაიბანონ და დაავადება ერთმანეთს არ გადასდონ.

თუ მკურნალობამ კარგად ჩაიარა და არ მოხდა რეინვაზია, ანუ პარაზიტი ხელახლა არ მოხვდა ორგანიზმში, ადამიანი საბოლოოდ იკურნება.

- რომელი  დაავადება გხვდებათ მოზრდილებში?

- მეორე დაავადება, რომელიც ხშირად მოზრდილებში  გვხვდება, ფასიოლოზია. ამ დაავადების გამომწვევია, ფასციოლა, იგივე ღვიძლის ორპირა, საკმაოდ დიდი პარაზიტი. ბინადრობს ღვიძლში, სანაღვლე გზებსა და ნაღვლის ბუშტში. ამ პარაზიტით ავადდება წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ორპირა შეიძლება დაბინძურებული წყლიდან ან ასეთი წყლით მორწყული ბოსტნეულიდან მოხვდეს.

ფასცილოზის პირველი ნიშანია სისხლში ეოზინოფილების მომატება. ეს უჯრედები ნორმალურ პირობებში ადამიანს 4-6% უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი მოდიან პაციენტები, რომლებსაც ეოზინოფილების რაოდენობა 40-60%-მდე აქვთ.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი კვერცხიდან გამოიჩეკება მატლი, რომელიც ნაწლავიდან გამოდის და ღვიძლისკენ მიემართება. სწორედ ამ დროს უვითარდება ადამიანს ტემპერატურული რეაქცია და ეოზინოფილია.

ღვიძლში ჩასახლებული ფასიოლა ერთ სანტიმეტრამდე იზრდება. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, სანაღვლე გზებში გაიჭედოს და საშინელი ტკივილი გამოიწვიოს.

ტკივილი ისეთი აუტანელია, რომ კენჭის გავლა ჰგონიათ და ადამიანი საავადმყოფოში მიჰყავთ. არის შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს ოპერაციას უკეთებენ და ნაღვლის ბუშტს კვეთენ. მეც მქონდა ასეთი შემთხვევა - მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენს ამხანაგს კენჭის გავლა ჰქონდა, წავიყვანეთ საავადმყოფოში, ამოაჭრეს ნაღვლის ბუშტი და როდესაც ის გაჭრეს, კენჭების ნაცვლად იქ პარაზიტები აღმოაჩინესო. იმ ადამიანისთვის პარაზიტებზე გამოკვლევა რომ ჩაეტარებინათ, ნაღვლის ბუშტს აღარ ამოკვეთდნენ.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ფასციოლოზით არის დაავადებული?

- ყველა ჩვენგანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ყველა ცვლილებაზე მიგვანიშნებს. რაც შეეხება ნიშნებს: თუ ადამიანი გაცივებული არ არის, მაგრამ ტემპერატურის მატება აღენიშნება, ეს უკვე საგანგებოა.

ცნობისათვის

ენტერობიოზის გამომწვევს, ენტერობიუსს სხვაგვარად მახვილას უწოდებენ. დაავადების საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 15 დღეა. განასხვავებენ ენტერობიოზის უსიმპტომო და გამოხატულ ფორმებს. ზოგიერთ ავადმყოფს აწუხებს მუცლის ტკივილი, უმადობა. ხშირია გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი. დარღვეულია ნაწლავური ფლორა.

შესაძლოა, თავი იჩინოს სისუსტემ, დაღლილობამ, გაღიზიანებადობამ, მოუსვენარმა ძილმა, ძილში კბილების კრაჭუნმა. მახვილა შესაძლოა შეძვრეს ჭიანაწლავში და მისი ანთება გამოიწვიოს. ბავშვებში ენტერობიოზი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ზრდასა და წონაში ჩამორჩენას.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)