ავტორი:

"მე რომ სიკვდილს ვებრძოდი, თქვენ მითხარით არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლოო" - რას წერს თამარ ბაღაშვილი იუბილარ სააკაშვილზე?

"მე რომ სიკვდილს ვებრძოდი, თქვენ მითხარით არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლოო" - რას წერს თამარ ბაღაშვილი იუბილარ სააკაშვილზე?

მიხეილ სააკაშვილი დღეს 55 წლის გახდა. ექსპრეზიდენტს იუბილეს ულოცავს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და იხსენებს, რომ როდესაც მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო, ექსპრეზიდენტი ამხნევებდა.

"გილოცავთ, ბატონო მიშა დაბადების დღეს ! აუცილებლად უნდა გაუძლოთ და გადარჩეთ! მე რომ სიკვდილს ვებრძოდი, თქვენ მითხარით არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლოო, ახლა მე გეტყვით იგივეს - არ დანებდეთ, უნდა იბრძოლოთ, უნდა გადარჩეთ და დიდხანს უნდა იცოცხლოთ!" - წერს ბაღაშვილი.