რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მედიაჯგუფ „Россия сегодня“-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
"გმადლობთ, რომ არ დაუშვით, სულელ კანიბალს გადაეყლაპა აფხაზეთი, გადაეყლაპა ოსეთი და ოსები 2008 წელს. გმადლობთ, რომ შეაჩერეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში სულ რამდენიმე წლის წინ და, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვუყურებთ რა ხდება დონეცკში, "შეუძლებელია არ ინერვიულო. გმადლობთ, რომ ტკივილით, სისხლით გამოგლიჯეთ ჩვენი ხალხი ამ კანიბალებს სისხლიანი პირიდან“ - აღნიშნა სიმონინმა.
მარგარიტა სიმონიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯანდაცვის, განათლების, ეროვნული კულტურის განვითარებაში დამსახურებისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის.