მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ..." - ნინო მუმლაძე პირადზე, ბავშვობასა და ტრაგედიაზე, რომელმაც მამა წაართვა
"ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ..." - ნინო მუმლაძე პირადზე, ბავშვობასა და ტრაგედიაზე, რომელმაც მამა წაართვა

ცხოვ­რე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი და მათ შო­რის არის რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი შეგ­რძნე­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი. ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნა მალე გვა­ვი­წყდე­ბა, ზოგი სა­მუ­და­მოდ ილე­ქე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ობ­მა ნინო მუმ­ლა­ძემ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, რაც ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის.

- რა არის თქვე­ნი ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- ალ­ბათ „რა“ კი არა, „ვინ“ (იღი­მის). მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ცოტა ხა­ნია, რაც ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს და ვის­თა­ნაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რა უნდა იყოს, როცა ადა­მი­ა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?!

- რო­გორც და რამ­დე­ნა­დაც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით, ისე გან­ვავ­რცოთ ეს თემა...

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს. თან, ცნო­ბი­ლი არ არის, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი რომც და­ვა­სა­ხე­ლო, ალ­ბათ მკი­თხვე­ლის­თვის არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა პი­რა­დია და ამის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტი­კა არ მომ­წონს, უბ­რა­ლოდ, თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე ვარ, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს.

- კარ­გი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კარგ ამ­ბებ­თან ერ­თად, ცუ­დიც ბევ­რი მოხ­და...

- დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი მეტი იყო და ბოლო წლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი, ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. ის "კო­ვიდ­მა" შე­ი­წი­რა. მარ­თა­ლია, 93 წლის იყო და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვირუ­სის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასაკ­ში გახ­ლდათ და შე­იძ­ლე­ბო­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო დიდ­ხანს ვერ ეცო­ცხლა, ეს ჩემ­თვის მა­ინც მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბე­ბია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ის ჩემი გამ­ზრდე­ლი იყო. მის სა­ხელს ვა­ტა­რებ. კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იქი­დან ერთ-ერ­თმა დამ­კრძა­ლავ­მა ბი­უ­რომ შე­ფუ­თუ­ლი გა­მო­ას­ვე­ნა და ისე დავ­კრძა­ლეთ, გარ­დაც­ვლი­ლი არ მი­ნა­ხავს. ეს კი­დეც ცალ­კე ტკი­ვი­ლია. იმ დროს ოჯახ­ში "კო­ვი­დი" ყვე­ლას გვქონ­და, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით და ცუ­დად ვი­ყა­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვას ვე­რა­ვინ და­ეს­წრე­ბო­და. ბე­ბია 4-მა ქალ­მა დავ­კრძა­ლეთ. გული მწყდე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვი ვერ მი­ვა­გეთ. თბი­ლის­ში მას პა­ტივს სცემ­დნენ და მისი მად­ლი­ე­რი ბევ­რია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის, გრი­გოლ ქსოვ­რე­ლის ცოლი იყო და თა­ვი­სი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი­თა და წყა­ლო­ბით, ბევ­რის­თვის გა­უწ­ვდია დახ­მა­რე­ბის ხელი. სულ მე­გო­ნა, რომ მისი დაკ­რძალ­ვა ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბა­დაც ვე­რა­ვინ მო­ვი­და. წლის­თა­ვი სექ­ტემ­ბერ­ში შეს­რულ­და და მომ­ხდა­რი დღემ­დე ისევ ისე მტკი­ვა, რო­გორც თა­ვი­დან.

- ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა რო­დის გქონ­დათ?

- 1994 წელს, როცა დე­და­ჩე­მის მამა და ნი­ნას მე­უღ­ლე, ბა­ბუ­ა­ჩე­მი გრი­გოლ (გრი­შა) ქსოვ­რე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ 10 წლის ვი­ყა­ვი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და, არა­ფე­რი სჭირ­და, ჯან­მრთე­ლი იყო. რო­გორც შემ­დეგ მივ­ხვდით, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და 3 დღე­ში „და­ი­ლია". ის გახ­ლდათ ან­სამ­ბლ „სო­ი­ნა­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის, შემ­დეგ მის­მა კო­ლე­გებ­მა ან­სამ­ბლს „ქსოვ­რე­ლე­ბი“ და­არ­ქვეს. ბა­ბუა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... ამ ამ­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში კი მა­მა­ჩე­მის ტრა­გე­დია მოხ­და - 34 წლის კაცს ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს შოკი იყო და ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

- უკაც­რა­ვად, რომ ასე­თი მძი­მე ფაქ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბამ მო­გი­წი­ათ. და­დე­ბი­თი, ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით შე­ვე­ცა­დოთ გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი...

- ლა­პა­რა­კი 9 თვი­დან და­ვი­წყე, 2 წლი­სამ უკვე წერა-კი­თხვა ვი­ცო­დი და შინ დიდ დროს უთ­მობ­დნენ ჩემს გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ვი­ნა­ი­დან დამ­ტო­ვე­ბე­ლიც მყავ­და, სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იყო და 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ირ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლის რამ­დე­ნი­მე წრე­ზე ერ­თდრო­უ­ლად შე­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო: სამ­სა­ხი­ო­ბო, მუ­სი­კა­ლუ­რი, ხატ­ვა და ბა­ლე­ტი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩემი სურ­ვი­ლით მოხ­და, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სულ ბა­ლე­რი­ნებს ვხა­ტავ­დი და დე­და­ჩემს ოპე­რა­ში რომ დავ­ყავ­დი, წარ­მოდ­გე­ნებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვა­დევ­ნე­ბი თვალს. მა­ინც მი­მი­ღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ლე­ტის წრე­ზე 6 წლი­დან აჰ­ყავ­დათ, მე კი 4-ის ვი­ყა­ვი და სხვა ბავ­შვე­ბის ფონ­ზე, და­ბა­ლი და მრგვა­ლი ვჩან­დი, თან ცოტა პუტ­კუ­ჩაც გახ­ლდით. ეს იმ დროს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და პირ­ვე­ლი მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც იყო. ალ­ბათ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი. მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­და, რად­გან, რაც სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. ბა­ლეტსვე უკავ­შირ­დე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი სცე­ნუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც, როცა ზღა­პარ­ში „სიმ­ღე­რა ტყე­ში“ ოქ­როს წი­წი­ლა ვი­თა­მა­შე. რა თქმა უნდა, დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ პრე­მი­ე­რის დღე, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, ეი­ფო­რია და ემო­ცი­ე­ბი ჩემ­თვის კარ­გი მო­გო­ნე­ბაა...

- კი­დევ რა იყო ასე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი?

- 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა და გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბით შე­მო­სუ­ლი თან­ხა იმ პე­რი­ოდ­ში დან­გრე­უ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის აღ­დგე­ნის­თვის გროვ­დე­ბო­და. მას­ში ყვე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ შო­რის, რა თქმა უნდა, „სო­ი­ნა­რიც“. ბა­ბუ­ა­ჩე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­წყდა, რომ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე იდგა და დუ­დუ­კე­ბის ფონ­ზე ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­და, უც­ბად სცე­ნა­ზე გა­მო­ვე­დი მეც, 5 წლის წრი­პა და ანა კა­ლან­და­ძის „სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზო“ დუ­დუ­კე­ბის თან­ხლე­ბით წა­ვი­კი­თხე. სად სა­ბავ­შვო სტუ­დია და სად ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზი, მაგ­რამ მახ­სოვს ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, როცა სცე­ნი­დან დარ­ბაზ­ში მსხდომ ზღვა ხალ­ხს გა­დავ­ხე­დე. ამ­ხე­ლა მა­სის წი­ნა­შე წარ­დგო­მი­სას არ დავ­ბნე­ულ­ვარ და არ შემ­ში­ნე­ბია. ვი­ღაც პა­წა­წუ­ნა გო­გო­ნამ ლექ­სი რომ წა­ი­კი­თხა, ამან აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია და დიდი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბიც მოჰ­ყვა.

- ვინ არის 3 პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­ზეც იტყვით: „ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა"?

- პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვა­სა­ხე­ლებ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემს პე­და­გოგ მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძეს. იმ პე­რი­ოდ­ში კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი, ვის­თან მქონ­და საქ­მე. ის არის უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი, უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი და მისი ცოდ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბას, წლებ­თან ერ­თად, ნელ-ნელა მე­ტად ვა­ფა­სებ და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ გა­მი­აზ­რე­ბია. მან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, არა მხო­ლოდ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­შიც. მე­ო­რე, ვი­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, ეს კოტე ფურ­ცე­ლა­ძეა - ჩემი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­ატ­რა­ლურ­ში. მან და­მა­ჯე­რა და და­მარ­წმუ­ნა, რომ ცეკ­ვა შე­მიძ­ლია. მან­ვე და­მა­საქ­მა „ცეკ­ვის თე­ატ­რში“. ჯგუ­ფი და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა და კოტე ფურ­ცე­ლა­ძემ შექ­მნეს და პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი ოპე­რა­ში გა­ა­კე­თეს, სა­დაც ნატო მე­ტო­ნი­ძე გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე მღე­რო­და, ჩვენ კი ვცეკ­ვავ­დით. ამის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში, ვმოგ­ზა­უ­რობ­დით კი­დეც. ვი­ყა­ვი და­საქ­მე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი... მე­სა­მე - ეს არის მურ­მან ჯი­ნო­რია, რო­მელ­მაც ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. სა­ერ­თოდ, პე­და­გო­გებ­ში გა­მი­მარ­თლა, ყვე­ლა­სი მად­ლი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ამ სა­მე­უ­ლის - გან­სა­კუთ­რე­ბით. მათ გარ­და, და­ვა­სა­ხე­ლებ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად და­მა­ყე­ნა კა­მე­რის წინ და მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლა. ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა თუ პო­პუ­ლა­რო­ბა, ამ კა­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბაა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

აბა ჰეეეე
5

უიმეეეეე ზალიან კარგი გოგო ხარ ღმერთმა ბედნიერად გამყოფოს მარა...არ იყო აუცილებელი ისეთი ფოტო დაგედო რაც არ უნდა დაგედო მოკლეთ რაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ..." - ნინო მუმლაძე პირადზე, ბავშვობასა და ტრაგედიაზე, რომელმაც მამა წაართვა

"ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ..." - ნინო მუმლაძე პირადზე, ბავშვობასა და ტრაგედიაზე, რომელმაც მამა წაართვა

ცხოვრება შთაბეჭდილებებითაა დატვირთული და მათ შორის არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეგრძნებები, ემოციები და განცდები. ზოგიერთი მოვლენა მალე გვავიწყდება, ზოგი სამუდამოდ ილექება ჩვენს მეხსიერებაში. ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობმა ნინო მუმლაძემ მისთვის მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენა, რაც ალბათ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

- რა არის თქვენი ბოლო პერიოდის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება?

- ალბათ „რა“ კი არა, „ვინ“ (იღიმის). მართალია, ძალიან ცოტა ხანია, რაც ეს ურთიერთობა დაწყებულია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც დიდ სიხარულს მანიჭებს და ვისთანაც ბედნიერი ვარ. ამაზე დიდი შთაბეჭდილება რა უნდა იყოს, როცა ადამიანი შეყვარებული ხარ?!

- როგორც და რამდენადაც საჭიროდ ჩათვლით, ისე განვავრცოთ ეს თემა...

- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს. თან, ცნობილი არ არის, მისი სახელი და გვარი რომც დავასახელო, ალბათ მკითხველისთვის არაფრის მომცემი იქნება. პირადი ცხოვრება პირადია და ამის შესახებ კონკრეტიკა არ მომწონს, უბრალოდ, თუ შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი არსებობს.

- კარგი. ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კარგ ამბებთან ერთად, ცუდიც ბევრი მოხდა...

- დიახ, ჩემს ცხოვრებაში ცუდი მეტი იყო და ბოლო წლებიდან ყველაზე ნეგატიური, ბებიაჩემის გარდაცვალებაა. ის "კოვიდმა" შეიწირა. მართალია, 93 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვირუსის გამო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში გახლდათ და შეიძლებოდა, მისი ჯანმრთელობის გამო დიდხანს ვერ ეცოცხლა, ეს ჩემთვის მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ბებია ძალიან მიყვარდა. ის ჩემი გამზრდელი იყო. მის სახელს ვატარებ. კლინიკაში გარდაიცვალა, იქიდან ერთ-ერთმა დამკრძალავმა ბიურომ შეფუთული გამოასვენა და ისე დავკრძალეთ, გარდაცვლილი არ მინახავს. ეს კიდეც ცალკე ტკივილია. იმ დროს ოჯახში "კოვიდი" ყველას გვქონდა, მაღალი სიცხეებით და ცუდად ვიყავით, შესაბამისად, პანაშვიდსა და დაკრძალვას ვერავინ დაესწრებოდა. ბებია 4-მა ქალმა დავკრძალეთ. გული მწყდება, რომ შესაბამისი პატივი ვერ მივაგეთ. თბილისში მას პატივს სცემდნენ და მისი მადლიერი ბევრია. ის დამსახურებული არტისტის, გრიგოლ ქსოვრელის ცოლი იყო და თავისი მეუღლის სახელითა და წყალობით, ბევრისთვის გაუწვდია დახმარების ხელი. სულ მეგონა, რომ მისი დაკრძალვა ძალიან ხალხმრავალი იქნებოდა, მაგრამ პატივის მისაგებადაც ვერავინ მოვიდა. წლისთავი სექტემბერში შესრულდა და მომხდარი დღემდე ისევ ისე მტკივა, როგორც თავიდან.

- ახლობელი ადამიანის გარდაცვალებასთან პირველი შეხება როდის გქონდათ?

- 1994 წელს, როცა დედაჩემის მამა და ნინას მეუღლე, ბაბუაჩემი გრიგოლ (გრიშა) ქსოვრელი გარდაიცვალა. მაშინ 10 წლის ვიყავი. ეს აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა, არაფერი სჭირდა, ჯანმრთელი იყო. როგორც შემდეგ მივხვდით, ფარული სისხლდენა დაეწყო და 3 დღეში „დაილია". ის გახლდათ ანსამბლ „სოინარის“ დამფუძნებელი და მისი გარდაცვალების, შემდეგ მისმა კოლეგებმა ანსამბლს „ქსოვრელები“ დაარქვეს. ბაბუა ძალიან მიყვარდა... ამ ამბიდან 2 წელიწადში კი მამაჩემის ტრაგედია მოხდა - 34 წლის კაცს ქუჩაში მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს შოკი იყო და ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

- უკაცრავად, რომ ასეთი მძიმე ფაქტების გახსენებამ მოგიწიათ. დადებითი, ნათელი მოგონებების გახსენებით შევეცადოთ გავანეიტრალოთ ბავშვობის მოგონებები...

- ლაპარაკი 9 თვიდან დავიწყე, 2 წლისამ უკვე წერა-კითხვა ვიცოდი და შინ დიდ დროს უთმობდნენ ჩემს განათლება-განვითარებას. ვინაიდან დამტოვებელიც მყავდა, საბავშვო ბაღში სიარულის აუცილებლობა არ იყო და 4 წლის რომ გავხდი, საირმეზე არსებული სახელოვნებო სკოლის რამდენიმე წრეზე ერთდროულად შემიყვანეს. ეს იყო: სამსახიობო, მუსიკალური, ხატვა და ბალეტი. ეს უკანასკნელი ჩემი სურვილით მოხდა, რადგან ძალიან მიყვარდა, სულ ბალერინებს ვხატავდი და დედაჩემს ოპერაში რომ დავყავდი, წარმოდგენებს აღფრთოვანებული ვადევნები თვალს. მაინც მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბალეტის წრეზე 6 წლიდან აჰყავდათ, მე კი 4-ის ვიყავი და სხვა ბავშვების ფონზე, დაბალი და მრგვალი ვჩანდი, თან ცოტა პუტკუჩაც გახლდით. ეს იმ დროს ყველაზე დიდი ბედნიერება და პირველი მძაფრი შთაბეჭდილებაც იყო. ალბათ ძალიან სასაცილო ვიყავი, მაგრამ პლასტიკური. მონაცემებიც მქონდა, რადგან, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვახერხებდი. ბალეტსვე უკავშირდება ჩემი პირველი სცენური შთაბეჭდილებაც, როცა ზღაპარში „სიმღერა ტყეში“ ოქროს წიწილა ვითამაშე. რა თქმა უნდა, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ პრემიერის დღე, აპლოდისმენტები, ეიფორია და ემოციები ჩემთვის კარგი მოგონებაა...

- კიდევ რა იყო ასეთივე შთამბეჭდავი?

- 5 წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა და გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხა იმ პერიოდში დანგრეული რუსთაველის გამზირის აღდგენისთვის გროვდებოდა. მასში ყველა დამსახურებული არტისტი მონაწილეობდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, „სოინარიც“. ბაბუაჩემის ინიციატივით გადაწყდა, რომ კონცერტში მონაწილეობა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე გურამ საღარაძე იდგა და დუდუკების ფონზე ლექსებს კითხულობდა, უცბად სცენაზე გამოვედი მეც, 5 წლის წრიპა და ანა კალანდაძის „საქართველოო ლამაზო“ დუდუკების თანხლებით წავიკითხე. სად საბავშვო სტუდია და სად ფილარმონიის დარბაზი, მაგრამ მახსოვს ის შთაბეჭდილება, როცა სცენიდან დარბაზში მსხდომ ზღვა ხალხს გადავხედე. ამხელა მასის წინაშე წარდგომისას არ დავბნეულვარ და არ შემშინებია. ვიღაც პაწაწუნა გოგონამ ლექსი რომ წაიკითხა, ამან აჟიოტაჟი გამოიწვია და დიდი აპლოდისმენტებიც მოჰყვა.

- ვინ არის 3 პიროვნება, რომლებზეც იტყვით: „ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"?

- პირველ ადგილზე დავასახელებ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემს პედაგოგ მედეა კუჭუხიძეს. იმ პერიოდში კიდევ ვერ ვხვდებოდი, ვისთან მქონდა საქმე. ის არის უგანათლებულესი, უნიკალური ადამიანი და მისი ცოდნის ფასეულობას, წლებთან ერთად, ნელ-ნელა მეტად ვაფასებ და ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამიაზრებია. მან ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ ჩემს პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც. მეორე, ვისაც დავასახელებ, ეს კოტე ფურცელაძეა - ჩემი ქორეოგრაფიის მასწავლებელი თეატრალურში. მან დამაჯერა და დამარწმუნა, რომ ცეკვა შემიძლია. მანვე დამასაქმა „ცეკვის თეატრში“. ჯგუფი დავით დოიაშვილმა და კოტე ფურცელაძემ შექმნეს და პირველი პროექტი ოპერაში გააკეთეს, სადაც ნატო მეტონიძე გია ყანჩელის მუსიკაზე მღეროდა, ჩვენ კი ვცეკვავდით. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე კიდევ რამდენიმე პროექტში, ვმოგზაურობდით კიდეც. ვიყავი დასაქმებული, რეალიზებული, თავდაჯერებული... მესამე - ეს არის მურმან ჯინორია, რომელმაც ჩემს პროფესიაში ბევრი რამ მასწავლა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. საერთოდ, პედაგოგებში გამიმართლა, ყველასი მადლიერი ვარ, მაგრამ ამ სამეულის - განსაკუთრებით. მათ გარდა, დავასახელებ გიორგი ლიფონავას, რომელმაც პირველად დამაყენა კამერის წინ და მუშაობა მასწავლა. ჩემი კარიერული წარმატება თუ პოპულარობა, ამ კაცის დამსახურებაა...წაიკითხეთ სრულად