მსოფლიო ჩემპიონი ლეო მესი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას ჩემპიონატის თასთან ერთად ეძინა.
"დილა მშვიდობისა" - წერს მესი.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები უკვე სამშობლოში დაბრუნდა. ბუენოს-აირესში ფეხბურთელებს ათასობით გულშემატკივარი დახვდა. არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, დრამატულ მატჩში საფრანგეთი დაამარცხა.
ამ ფოტოებს ათვალიერებს ეხლა რონალდო და გულზე სკდება ალბათ 😬😅 მესსი უძლიერესია.🇦🇷🇦🇷🇦🇷⚽⚽⚽
ასე, როცა ოცნება გიხდება. ბედნიერი. დაიმსახურე