უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე.
მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტი შეხვდა ბახმუტის დამცველებს და მათ ჯილდოები გადასცა.
"ბახმუტი და მტრის მიერ დაუმარცხებელი ჩვენი ხალხი, რომლებიც თავიანთი სიმამაცით ამტკიცებენ, რომ ჩვენ გავძლებთ და არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. უკრაინა ამაყობს თქვენით, მე ვამაყობ თქვენით. მადლობას გიხდით მტრის თავდასხმის დროს გამოჩენილი გამბედაობისთვის, გამძლეობისა და სიმტკიცისთვის", - დაწერა ზელენსკიმ მოგვიანებით სოციალურ ქსელში.
ბახმუტშია არ იცი და ბუნკერში ზის
ქ.სოლედარს რომ.ტოვებენ უკრაინელები იმაზე დაწერეთ რაიმე