მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი, მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ მთავრობას" - გუბაზ სანიკიძე
"როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი, მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ მთავრობას" - გუბაზ სანიკიძე

დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არის ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი. ეს არის ფაქ­ტი, რაც არ უნდა ზღაპ­რე­ბი მოყ­ვნენ. რამშტა­ი­ნის ფორ­მატ­ში რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, ეს არის ბი­ძი­ნას სტი­ლი - ყველ­გან რომ კვერ­ცხი ჩა­დოს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა, ვინც რამშტა­ი­ნის ფორ­მატ­ში გა­მარ­თულ მი­ნის­ტე­რი­ალ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუნ­დაც მცი­რე­დით ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამას არ აკე­თებს.

"რამშტა­ინ­ში ვინც იკ­რი­ბე­ბა, ამას იმი­ტომ აკე­თებს, რომ თუნ­დაც ერთი ტყვი­ით, ერთი კონ­სერ­ვით და ერთი გე­ნე­რა­ტო­რით მი­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას. ჩვენ რაში ვეხ­მა­რე­ბით? ესე­ნი "და­სას­ტუ­კებ­ლად“ და­დი­ან იქ, რათა თქვან, რომ "ჩვენც აქა ვართ“. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას ხალ­ხი აგ­ზავ­ნის. ომში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის რითი ვეხ­მა­რე­ბით უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს?

უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ აქ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი არ დაშ­ლი­გი­ნე­ბენ. რომ წა­ე­გო უკ­რა­ი­ნას, ხომ ვი­ცით, რომ რუ­სე­ბი თბი­ლის­შიც შე­მო­ვი­დოდ­ნენ? აქ მა­რი­უ­პო­ლი არ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ბარ­დე­ბო­და და ჩაგ­ვა­ბა­რებ­და. ისი­ნი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც აღი­ა­რებ­დნენ. ზღაპ­რე­ბი მო­უყვნენ თა­ვის გო­ნე­ბა­სუსტ ამომ­რჩე­ველს, ვი­საც მათი კი­დევ სჯე­რა. კარ­გი, პირ­ვე­ლი 2 თვე გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო ბრძო­ლის ბედი და არა­მარ­ტო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ეგო­ნა, რომ კი­ე­ვი და­ე­ცე­მო­და, მაგ­რამ ახლა არის ომის მე-300 დღე. დღე­საც რუ­სულ ბა­ნაკ­ში რომ ხარ, რას ნიშ­ნავს ეს? შენ ხარ იმ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, სა­დაც - რუ­სე­თი, ბე­ლა­რუ­სი და ირა­ნი. ის ნა­რა­ტი­ვი, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უბე­რავს, რომ ზე­ლენ­სკი არის დამ­ნა­შა­ვე ამ ომში, რომ უკ­რა­ი­ნას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ უნდა გა­ე­წია და და­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ამას ლა­პა­რა­კობს რუ­სე­თის და ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­და. ბე­ლა­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაც კი არ ლა­პა­რა­კობს ამ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­უ­ღებს ბო­ლოს“.

"ესე­ნი ავად არი­ან, ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არი­ან. ესე­ნი არი­ან მა­ნი­ა­კე­ბი. რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა მა­ნი­ა­კებ­ში კონ­კურსს ატა­რებ­და და შეკ­რი­ბა ეს ხალ­ხი. გე­უბ­ნე­ბით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­სხვერ­პლებს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ის მო­უ­ღებს ბო­ლოს ამ მთავ­რო­ბას. უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლია სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნის გამო, თო­რემ რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას? ნე­ბის­მი­ერ სხვა ჩვენ მე­ზო­ბელს უფრო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თან - მა­გა­ლი­თად თურ­ქეთს, სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს. ის­ტო­რი­ულ პრო­ცე­სებს ქმნი­ან პი­როვ­ნე­ბე­ბი და ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ მო­მენტს აქვს სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, ისე არა­ფე­რი ხდე­ბა. დო­კუ­მენ­ტი გა­მო­ვი­და, სა­დაც ნათ­ლად წე­რია, თუ სა­ა­კაშ­ვილს არ გა­მო­უშ­ვებთ, რო­გორც სა­კუ­თარ ყუ­რებს ვერ ხე­დავთ, ისე ვერ იხი­ლავთ ევ­რო­პა­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სიმ­ბო­ლო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი არის სიმ­ბო­ლო რუ­სე­თის გვამ­ში შეძ­რო­მის“, - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ასა­ხუ­ლი.

"ამით ზოგი გა­ა­ხა­რეს და თქვეს - "ნა­ხეთ, რა დღე­ში გვყავს მიშა, ნორ­მა­ზე არ არის, გი­ჟია“. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რებს ინ­ტენ­სი­უ­რად უგ­ზავ­ნიდ­ნენ რუ­სებს. იქ რუ­სე­თი გა­ა­ხა­რეს, აქ თა­ვი­სი ბნე­ლე­ბი გა­ა­ხა­რეს. ზვი­ადსაც გიჟს ეძახ­დნენ, სვი­მონ მე­ფე­საც გიჟს ეძახ­დნენ, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­საც გიჟს და ტყის მე­ფეს ეძახ­დნენ და დას­ცი­ნოდ­ნენ. მა­ცხო­ვა­რი რომ გა­ლურ­სმნეს ჯვარ­ზე, ზე­მოთ და­ა­წე­რეს "იესო ნა­ზა­რე­ვე­ლი, მეფე იუ­დე­ი­სა“ და ისიც და­ცინ­ვა იყო. ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ და ჩვენს მა­ცხო­ვარს დას­ცი­ნოდ­ნენ. პა­რა­ლე­ლებს კი არ ვავ­ლებ, თუ ქრის­ტი­ა­ნი ხარ, და­ცინ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ღლი­ცი­ნებ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, რომ გი­ჟია და ვინც ამა­ზე გა­ი­ცი­ნა, ის ქრის­ტი­ა­ნი არ არის - ამა­ზე ვსა­უბ­რობ და სა­ა­კაშ­ვილს და მა­ცხო­ვარს არ ვა­და­რებ“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამულიშვილი
1

რას ლაპარაკობ ნორმაზე თუ ხარ?შენ რაღაც ბევრის უფლებას იღებ მაგ ფუღურო თავზე!სამწუხაროა დამოუკიდებლობის აქტზე შენი და შენნაირების (ჯაფარიძე,პოპოსა დაა.შ) ხელმოწერები რომაა და ამით მოგაქვთ თავები,ზუსტად შენნაირებმა დაღუპეს ეროვნული ხელისუფლებაც და ქვეყნის მომავალიც–ეს არ იცის ახლანდელმა მოზარდმა თაობამ.ისე ეროვნული ფორუმის გაცურებაზე რას იტყვით შენ,შარტავა,შავიშვილი და ა.შ–თუ ტყუილია.შენ საკუთარ თავზე იფიქრე და ჩვენ ქართველობა როგორმე გავიკვალავთ გზას

ლაშა
5

გუბაზი მართალია, როგორც ყოველთვის!!! დიდება გმირებს!!! დიდება ერს-სიკვდილი მტერს!!!🇬🇪🇺🇦✊

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი, მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ მთავრობას" - გუბაზ სანიკიძე

"როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი, მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ მთავრობას" - გუბაზ სანიკიძე

დღევანდელი ქართული სახელმწიფო არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი. ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა ზღაპრები მოყვნენ. რამშტაინის ფორმატში რომ ვმონაწილეობთ, ეს არის ბიძინას სტილი - ყველგან რომ კვერცხი ჩადოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა, ვინც რამშტაინის ფორმატში გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, თუნდაც მცირედით ეხმარება უკრაინას, საქართველოს ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს.

"რამშტაინში ვინც იკრიბება, ამას იმიტომ აკეთებს, რომ თუნდაც ერთი ტყვიით, ერთი კონსერვით და ერთი გენერატორით მიეხმაროს უკრაინას. ჩვენ რაში ვეხმარებით? ესენი "დასასტუკებლად“ დადიან იქ, რათა თქვან, რომ "ჩვენც აქა ვართ“. საქართველოდან ჰუმანიტარულ დახმარებას ხალხი აგზავნის. ომში გამარჯვებისთვის რითი ვეხმარებით უკრაინელ ხალხს?

უკრაინული არმიის დამსახურებაა, რომ აქ რუსული ტანკები არ დაშლიგინებენ. რომ წაეგო უკრაინას, ხომ ვიცით, რომ რუსები თბილისშიც შემოვიდოდნენ? აქ მარიუპოლი არ იქნებოდა, რადგან ეს ხელისუფლება ჩაბარდებოდა და ჩაგვაბარებდა. ისინი აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობასაც აღიარებდნენ. ზღაპრები მოუყვნენ თავის გონებასუსტ ამომრჩეველს, ვისაც მათი კიდევ სჯერა. კარგი, პირველი 2 თვე გაურკვეველი იყო ბრძოლის ბედი და არამარტო ამ ხელისუფლებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოს ეგონა, რომ კიევი დაეცემოდა, მაგრამ ახლა არის ომის მე-300 დღე. დღესაც რუსულ ბანაკში რომ ხარ, რას ნიშნავს ეს? შენ ხარ იმ კოალიციის წევრი, სადაც - რუსეთი, ბელარუსი და ირანი. ის ნარატივი, რასაც "ქართული ოცნება“ უბერავს, რომ ზელენსკი არის დამნაშავე ამ ომში, რომ უკრაინას წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია და დამორჩილებოდა, ამას ლაპარაკობს რუსეთის და ქართული პროპაგანდა. ბელარუსული პროპაგანდაც კი არ ლაპარაკობს ამ ყველაფერს“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას "მიხეილ სააკაშვილი მოუღებს ბოლოს“.

"ესენი ავად არიან, ფსიქიკურად დაავადებული არიან. ესენი არიან მანიაკები. როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი. გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ ხელისუფლებას. ის მოუღებს ბოლოს ამ მთავრობას. უკრაინა და საქართველო ერთმანეთზე გადაბმულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის გამო, თორემ რა ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს და უკრაინას? ნებისმიერ სხვა ჩვენ მეზობელს უფრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან - მაგალითად თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს. ისტორიულ პროცესებს ქმნიან პიროვნებები და ყველა ისტორიულ მომენტს აქვს სახელები და გვარები, ისე არაფერი ხდება. დოკუმენტი გამოვიდა, სადაც ნათლად წერია, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, როგორც საკუთარ ყურებს ვერ ხედავთ, ისე ვერ იხილავთ ევროპასო. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი არის ევროინტეგრაციის სიმბოლო, ბიძინა ივანიშვილი კი არის სიმბოლო რუსეთის გვამში შეძრომის“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მან ასევე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების შესახებ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არის ასახული.

"ამით ზოგი გაახარეს და თქვეს - "ნახეთ, რა დღეში გვყავს მიშა, ნორმაზე არ არის, გიჟია“. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის კადრებს ინტენსიურად უგზავნიდნენ რუსებს. იქ რუსეთი გაახარეს, აქ თავისი ბნელები გაახარეს. ზვიადსაც გიჟს ეძახდნენ, სვიმონ მეფესაც გიჟს ეძახდნენ, დავით აღმაშენებელსაც გიჟს და ტყის მეფეს ეძახდნენ და დასცინოდნენ. მაცხოვარი რომ გალურსმნეს ჯვარზე, ზემოთ დააწერეს "იესო ნაზარეველი, მეფე იუდეისა“ და ისიც დაცინვა იყო. ქრისტიანები ვართ და ჩვენს მაცხოვარს დასცინოდნენ. პარალელებს კი არ ვავლებ, თუ ქრისტიანი ხარ, დაცინვა არ შეიძლება. ღლიცინებდნენ, ამბობდნენ, რომ გიჟია და ვინც ამაზე გაიცინა, ის ქრისტიანი არ არის - ამაზე ვსაუბრობ და სააკაშვილს და მაცხოვარს არ ვადარებ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.