საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება
"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ჯერ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს მი­უშ­ვი­რა, შემ­დეგ თავ­ზე მი­ი­დო და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბი­სას დროს ბრალ­დე­ბუ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში 2022 წლის 18 დე­კემ­ბერს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში ამა­ვე დღეს მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და დაჭ­რის ფაქ­ტზე (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით).

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ს.-მ თან­მხლე­ბი პი­რის - 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გ.გ.-ს თან­დას­წრე­ბით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1983 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ა.-ს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მუც­ლის არე­ში დაჭ­რა 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.გ., რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ხოლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თა­ნა­ვე, ორი­ვე პირი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა.

რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩა­ერ­თნენ კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის ირ­გვლივ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თებ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­დნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გ.ს.-ის ნა­თე­სა­ვის სახ­ლში, სა­დაც მათ ად­გილ­ზე დახ­ვდათ გ.ს.

  • "პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, გ.ს.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო, ჯერ მი­უშ­ვი­რა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, ხოლო შემ­დეგ თავ­ზე მი­ი­დო და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს შე­ეს­წრნენ ამა­ვე სახ­ლში მყო­ფი გ.გ. და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 18 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და დაჭ­რის ფაქ­ტის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, სსკ-ის 375-ე მუხ­ლით, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ. ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ცნო­ბით, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ გ.ს. თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება

"ბრალდებულმა დაკავებისას იარაღი ჯერ სამართალდამცველებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო, გაისროლა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა" - რა მოხდა ლაგოდეხში? შსს-ს განცხადება

განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულმა პოლიციელების დანახვისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღი ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის დაკავებისას დროს ბრალდებულის თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით).

გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხოლო დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

როგორც უწყება განმარტავს, დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს.

  • "პოლიციელების დანახვისთანავე, გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ მიუშვირა პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები.

სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში.