ავტორი:

თავგადასავლები, დაუვიწყარი გართობა იამაიკაზე და ცხოვრება ოქტაგონს მიღმა -  ქართველი მებრძოლის პორტრეტი, რომელიც რუსულ ოკუპაციაზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს (ფოტოები)

თავგადასავლები, დაუვიწყარი გართობა იამაიკაზე და ცხოვრება ოქტაგონს მიღმა -  ქართველი მებრძოლის პორტრეტი, რომელიც რუსულ ოკუპაციაზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს (ფოტოები)

31 წლის მერაბ დვალიშვილი, თავზე ფაფახითა და გულზე საქართველოს დროშით, ქართველი სპორტსმენია, რომელიც უკვე ათი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, ამჟამად ყველაზე პრესტიჟულ UFC-ში ასპარეზობს.

მერაბ დვალიშვილი თბილისში გაიზარდა. თავიდან ვარჯიშობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის იყო, როცა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მისი კარიერა სხვა გზით განვითარდა და პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი გახდა. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.

დვალიშვილმა პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან, 12 მოიგო, მათ შორის ორში გამარჯვება ნოკაუტით მოახერხა. მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწვეტილებით, საენზმა გაიმარჯვა.

2022 წლის 21 წლის აგვისტოს კარიერის პიკში მყოფი დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა. მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან მოგებაზე, კარიერასა და სამშობლოზე ისაუბრა:

"ჩემთვის ადვილია ბრძოლის თეიქდაუნებით მოგება და ეს ადრეც, ბრძოლამდეც ვთქვი. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორ იცავდა ჩემი მეტოქე თავს.

ვფიქრობ, ჭკვიანურად ვიმოქმედე, რადგან მეტოქეს ჩემი პარტერში გადაყვანა უნდოდა, მე კი ზედმეტი ენერგია არ დამიხარჯავს.

ალდო ლეგენდაა, რომელსაც ფეხით კარგი დარტყმა შეუძლია. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს დგომში ბრძოლით. მეორე რაუნდის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და ეს ვიგრძენი, შევუტიე, მაგრამ მუხლი დამიხვედრა და მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გამერისკა, მე ხომ უდიდეს სპორტსმენს ვუპირისპირდებოდი.

მას შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შემიძლიათ გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მინდა ბრაზილიელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ვფიქრობ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერის წინააღმდეგ ორთაბრძოლა შემიძლია", - თქვა ალდოსთან დაპირისპირების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა.

• ბრძოლისას ხალხი ჟოზეს სახელს სკანდირებდა, მაგრამ დვალიშვილის თქმით, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რადგან მთლიანად ბრძოლაზე იყო ორიენტირებული.

"უკვე საკმაო რაოდენობის გამოცდილება და ორთაბრძოლა დამიგროვდა იმისათვის, რომ მსგავს რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ჩემი სახელის სკანდირებას უფრო მეტი ენერგია მოეცა, მაგრამ მე უბრალოდ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ვიბრძოდი და ხალხს ის უყვარს", - თქვა მერაბმა.

დვალიშვილი კამერების წინ ფაფახით გამოჩნდა, რის გამოც სპორტსმენს კითხვა ცნობილი დაღესტნელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსების შესახებაც დაუსვეს და უთხრეს, რომ ბრძოლის სტილიც მისნაირი აქვს...

"ჩვენ ერთი კუთხიდან, კავკასიიდან ვართ. ნურმაგომედოვი სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სულ სხვანაირია და მას ვერ მივბაძავ. ჩვენი კულტურა საერთოა, მაგრამ რელიგია სხვა.

ხაბიბი რუსეთის სახელით ასპარეზობს, ადრე დაღესტანელებს კი დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქონდათ.

ხედავთ ამ რუკაზე საქართველოს? - 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი მიითვისა, როდესაც მე დავიბადე - აფხაზეთი. რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული.

ისინი ამას აკეთებენ უკრაინაშიც, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე იხოცება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ...

ჩემი დიდი პატივისცემა ხაბიბს, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ", - თქვა დვალიშვილმა.

დასასრულს კი მერაბმა ქართველებს მშობლიურ ენაზე მიმართა და თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და გვერდით დგომისთვის ქართველებს მადლობა გადაუხადა.

ლეგენდარული მატჩის შემდეგ, შერეული საბრძოლო ხელოვნების ასევე ლეგენდარული მებრძოლი, ირლანდიელი კორონ მაკგრეგორი დვალიშვილზე წერდა:

"ქართველი მებრძოლები დაუფასებლები და უცნობები არიან. საქართველოს საოცარი მოჭიდავეები და გრეპლერები ჰყავს! ეს ბიჭი, მერაბი კი ძალიან მაგარი მებრძოლია. "

• ახლახან ცნობილი გახდა, რომ ქართველი მებრძოლის გმირი UFC 4-ის ვიდეო თამაშში დაამატეს. "შეგიძლიათ ითამაშოთ უკვე ჩემით“, - დაწერა დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.

ქართველი სპორტსმენი დაოჯახებული არ არის. უყვარს მოგზაურობა და სოციალურ ქსელში ყოველთვის საინტერესო ამბებს აზიარებს. ჰყავს 100 ათასზე მეტი გამომწერი, აქვეყნებს ფოტოებს, ვიდეოებს, ერთვება პირდაპირ ეთერში და ფანებთან უშუალო ურთიერთობა აქვს. ამის გამო მერაბი განსაკუთრებით უყვართ.

ახლახან იამაიკაზე მოგზაურობისას გადაღებულ მის ფოტოებს, ოთხ ქალთან ერთად, უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა...

წერს დედაზეც - "დედიკო... როცა არ უნდა დაურეკო ყოველთვის იღიმის. მეუბნება რო ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ ჭირდება…

უკვე 14 წელია დამოუკიდებლად ვცხოვრობ და კიდევ მზრუნველობით მეკითხება საჭმელს ხო ვჭამ, სარეცხს როგორ ვრეცხავ, ხომ კარგად ვარ და ასე შემდეგ…“

შეუძლია გადახტეს გაყინულ წყალში, თავი გაიტეხოს და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს, შემდეგ კი გულშემატკივრებთან ერთად იცინოს...

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

და რა მთავარია, ყოველთვის ყველგან ამბობდეს, რომ ქართველია და არ ერიდებოდეს იმის, თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია.