სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული, ავტობუსში მყოფმა ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ (მესაჭე 22 წლისაა) დრო იხელთა და..." - რა მოხდა ქუთაისში და რა გადაწყვიტეს დაკავებულებთან დაკავშირებით?
"მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული, ავტობუსში მყოფმა ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ (მესაჭე 22 წლისაა) დრო იხელთა და..." - რა მოხდა ქუთაისში და რა გადაწყვიტეს დაკავებულებთან დაკავშირებით?

ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც ქუ­თა­ის­ში, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მგზავ­რე­ბით სავ­სე ავ­ტო­ბუ­სის გა­ტა­ცე­ბა სცა­დეს, 1 სა­ა­თის წინ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. შემ­თხვე­ვა 16 დე­კემ­ბერს სა­ღა­მოს მოხ­და - ორი ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცი ქუ­თა­ის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­ბუს­ში ავი­და და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი თა­ვის მგზავ­რე­ბი­ა­ნად გა­ი­ტა­ცა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი შეს­ვე­ნე­ბა­ზე იყო გა­სუ­ლი და სწო­რედ ამ დროს მათ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი 20 მგზავ­რთან ერ­თად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი სა­ჭეს­თან დაჯ­და, ხოლო მე­ო­რემ მგზავ­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ნი მათ­თან სა­ქე­ი­ფოდ მიჰ­ყავ­დათ. ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბა პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე შეძ­ლო, ისი­ნი ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე აიყ­ვა­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 19-178-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ძარ­ცვის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"თვით­მარ­ქვია მძღო­ლის“ ინ­ტე­რესს ად­ვო­კა­ტი არ­ჩილ ნი­ჟა­რა­ძე იცავს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გვე­უბ­ნე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი თავს ვერ აკონ­ტრო­ლებ­დნენ და მათ არც ვინ­მეს გა­ტა­ცე­ბა და არც ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­სა­კუთ­რე­ბის მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

არ­ჩილ ნი­ჟა­რა­ძე:

"ეს შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მოხ­და. იმ დროს, რო­დე­საც ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად იყო გა­და­სუ­ლი, ავ­ტო­ბუს­ში მყოფ­მა ორმა ნას­ვამ­მა ახალ­გაზ­რდამ (მე­სა­ჭე 22 წლი­საა) დრო იხელ­თა, ერთ-ერთი სა­ჭეს მი­უჯ­და და ავ­ტო­ბუ­სი, მგზავ­რე­ბი­ნად ასე წა­იყ­ვა­ნეს. იმ გა­ჩე­რე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუთს იც­დის მძღო­ლი. ისი­ნი ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და თავს ვერ აკონ­ტრო­ლებ­დნენ. მათ არც არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავთ, არც უძა­ლა­დი­ათ და არც არა­ვინ შე­უ­ში­ნე­ბი­ათ. მგზავ­რებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა­ნი მათ­თან სა­ქე­ი­ფოდ მიჰ­ყავ­და, დაძ­რეს ავ­ტო­ბუ­სი და და­ახ­ლო­ე­ბით 20 მეტ­რი გა­ი­ა­რეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არც ვინ­მეს გა­ტა­ცე­ბის და არც ავ­ტო­ბუ­სის მი­სა­კუთ­რე­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. დაც­ვის მხა­რეს გვქონ­და ასე­თი პო­ზი­ცია, რომ ეს არ იყო ძარ­ცვის მცდე­ლო­ბა, არა­მედ იყო ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის გამო თავს ვერ აკონ­ტრო­ლებ­და. ხალ­ხის ნა­წილ­მა შე­ნიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი და ისიც, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. მათ ერ­თა­დერ­თი საფრ­თხე იგ­რძნეს, ტრან­სპორ­ტი რა­მეს არ და­ჯა­ხე­ბო­და, თო­რემ ის, რომ გა­ტა­ცე­ბა იყო, არა­ვის უფიქ­რია. პირ­და­პირ რომ გი­თხრათ, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი "ღა­და­ობ­დნენ“. პო­ლი­ცი­ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში "მძღოლს“ ჰკი­თხა, რა გინ­დო­დაო და ამან უპა­სუ­ხა, მე კი არა, თქვენ რა გინ­დო­დათ, გეც­ლი­ათ და ყვე­ლას სახ­ლებ­ში და­ვა­რი­გებ­დიო, - ანუ ისიც ხუმ­რობ­და. იმას არ ვამ­ბობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მგზავ­რე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, მათ მარ­თლა შე­ე­შინ­დათ, მაგ­რამ ნამ­დვ­ლად არ ყო­ფი­ლა ვინ­მეს გა­ტა­ცე­ბის, ან ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის მცდე­ლო­ბა. პო­ლი­ცი­აც მიხ­ვდა, რაში იყო საქ­მე და პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი პო­ზი­ცია - რომ აქ და­ნა­შა­ულს არ ჰქო­ნია ად­გი­ლი და ამი­ტომ დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის წინ ორი­ვე ახალ­გაზ­რდა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

საპ­რო­ცე­სოს კონ­კრე­ტულ პი­რო­ბებს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რით.

"მძღო­ლი“ როცა გა­მო­ფხიზ­ლდა, არც ახ­სოვ­და, ამ­ბობ­და, სად უნდა წა­მეყ­ვა­ნა, ან რად მინ­დო­და ეს ამ­ხე­ლა ავ­ტო­ბუ­სი თა­ვი­სი მგზავ­რე­ბი­ა­ნა­დო, მაგ­რამ ჩემს საქ­ცი­ელს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დიო. ისე­თი ნას­ვა­მი იყო, ბევ­რი დე­ტა­ლი არც ახ­სოვ­და. მოკ­ლედ, ასე­თი საქ­მე არას­დროს მქო­ნია, არც გა­მი­გია. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა გა­მი­გია (ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს), მაგ­რამ ავ­ტო­ბუ­სის ასე­თი "გა­ტა­ცე­ბა" თა­ვის მგზავ­რე­ბი­ა­ნად, უპ­რე­ცე­დენ­ტოა“, - ამ­ბობს ambebi.ge-სთან არ­ჩილ ნი­ჟა­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იური ახალაია
2

თავიდან არ მომეწონა მათი საქციელი მაგრამ ბოლოში ძალიან მომეწონა სამართალდამცველისა და დამნაშავის დიალოგი. არ ყოფილან მაინცდამაინც ცუდი ბიჭები

 

გიო
11

თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ქუთაისი - ქართველების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული, ავტობუსში მყოფმა ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ (მესაჭე 22 წლისაა) დრო იხელთა და..." - რა მოხდა ქუთაისში და რა გადაწყვიტეს დაკავებულებთან დაკავშირებით?

"მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული, ავტობუსში მყოფმა ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ (მესაჭე 22 წლისაა) დრო იხელთა და..." - რა მოხდა ქუთაისში და რა გადაწყვიტეს დაკავებულებთან დაკავშირებით?

ახალგაზრდები, რომლებმაც ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მგზავრებით სავსე ავტობუსის გატაცება სცადეს, 1 საათის წინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. შემთხვევა 16 დეკემბერს საღამოს მოხდა - ორი ნასვამი მამაკაცი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩერებულ ავტობუსში ავიდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად გაიტაცა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტობუსის მძღოლი შესვენებაზე იყო გასული და სწორედ ამ დროს მათ გაჩერებული ავტობუსი 20 მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ერთ-ერთი მამაკაცი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორემ მგზავრებს განუცხადა, რომ ყველანი მათთან საქეიფოდ მიჰყავდათ. ახალგაზრდების დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო, ისინი ერთ-ერთ გაჩერებაზე აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

"თვითმარქვია მძღოლის“ ინტერესს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე იცავს. როგორც ადვოკატი გვეუბნება, გადაჭარბებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები თავს ვერ აკონტროლებდნენ და მათ არც ვინმეს გატაცება და არც ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა არ ჰქონიათ.

არჩილ ნიჟარაძე:

"ეს შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. იმ დროს, როდესაც ავტობუსის მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული, ავტობუსში მყოფმა ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ (მესაჭე 22 წლისაა) დრო იხელთა, ერთ-ერთი საჭეს მიუჯდა და ავტობუსი, მგზავრებინად ასე წაიყვანეს. იმ გაჩერებაზე დაახლოებით 4 წუთს იცდის მძღოლი. ისინი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ და თავს ვერ აკონტროლებდნენ. მათ არც არავისთვის მიუმართავთ, არც უძალადიათ და არც არავინ შეუშინებიათ. მგზავრებს განუცხადეს, რომ ყველანი მათთან საქეიფოდ მიჰყავდა, დაძრეს ავტობუსი და დაახლოებით 20 მეტრი გაიარეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ გააჩერა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ვინმეს გატაცების და არც ავტობუსის მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია. დაცვის მხარეს გვქონდა ასეთი პოზიცია, რომ ეს არ იყო ძარცვის მცდელობა, არამედ იყო ნასვამი ადამიანის ქმედება, რომელიც ძლიერი ალკოჰოლური თრობის გამო თავს ვერ აკონტროლებდა. ხალხის ნაწილმა შენიშნა ეს ამბავი და ისიც, რომ ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათ ერთადერთი საფრთხე იგრძნეს, ტრანსპორტი რამეს არ დაჯახებოდა, თორემ ის, რომ გატაცება იყო, არავის უფიქრია. პირდაპირ რომ გითხრათ, ეს ახალგაზრდები "ღადაობდნენ“. პოლიციამ განყოფილებაში "მძღოლს“ ჰკითხა, რა გინდოდაო და ამან უპასუხა, მე კი არა, თქვენ რა გინდოდათ, გეცლიათ და ყველას სახლებში დავარიგებდიო, - ანუ ისიც ხუმრობდა. იმას არ ვამბობ, რომ კონკრეტული მგზავრებისთვის სასიამოვნო და მისასალმებელი მოვლენა იყო, მათ მართლა შეეშინდათ, მაგრამ ნამდვლად არ ყოფილა ვინმეს გატაცების, ან ქონების მისაკუთრების მცდელობა. პოლიციაც მიხვდა, რაში იყო საქმე და პროკურატურამაც ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენი პოზიცია - რომ აქ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი და ამიტომ დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ ორივე ახალგაზრდა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

საპროცესოს კონკრეტულ პირობებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ორივე მათგანი გათავისუფლდა პირობითი მსჯავრით.

"მძღოლი“ როცა გამოფხიზლდა, არც ახსოვდა, ამბობდა, სად უნდა წამეყვანა, ან რად მინდოდა ეს ამხელა ავტობუსი თავისი მგზავრებიანადო, მაგრამ ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდიო. ისეთი ნასვამი იყო, ბევრი დეტალი არც ახსოვდა. მოკლედ, ასეთი საქმე არასდროს მქონია, არც გამიგია. თვითმფრინავის გატაცება გამიგია (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ ავტობუსის ასეთი "გატაცება" თავის მგზავრებიანად, უპრეცედენტოა“, - ამბობს ambebi.ge-სთან არჩილ ნიჟარაძე.