"ტვიტერის" ახალ დირექტორს, შესაძლოა, დანიშვნიდან 2 თვეში მოუწიოს თანამდებობიდან გადადგომა. როგორც თავად ილონ მასკი ამბობს, ყველაფერი გამოკითხვის შედეგებზეა დამოკიდებული. მილიარდერის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებული გამოკითხვა კვირას დაიწყო და დღეს დასრულდა. მასში 17.5-მა მილიონმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და მათმა უმეტესობამ, 57.5%-მა, მასკის თანამდებობიდან გადადგომას დაუჭირა მხარი.
ილონ მასკმა ხალხს მარტივად დაუსვა კითხვა, "გადავდგე თუ არა "ტვიტერის" დირექტორის პოზიციიდან?“ მილიარდერი ამბობს, რომ ის ხალხის ნებას დაჰყვება და ისე მოიქცევა, როგორც მომხმარებლების უმეტესობა გადაწყვეტს.
Should I step down as head of Twitter? I will abide by the results of this poll.
— Elon Musk (@elonmusk) December 18, 2022
მომდევნო "ტვიტებში" მასკმა დააზუსტა, რომ გამოკითხვას ის სერიოზულად უყურებს, მაგრამ ხალხს გაფრთხილება მისცა იმ გაურკვეველი საშიშროების შესახებ, რომელიც კომპანიიდან მის წასვლას შეიძლება მოჰყვეს: "როგორც ამბობენ, სანამ რამეს ისურვებთ, ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა ის რეალობად იქცეს“, - დაწერა "ტესლას“ დირექტორმა.
Twitter-ის 44$ მილიარდად ყიდვის შემდეგ, ილონ მასკი არაერთ სკანდალში გაეხვია. პლატფორმა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა დატოვა ახალი დირექტორის "დიქტატორული რეჟიმის" მიერ შეტანილი ცვლილებების გამო. აგრეთვე, სამსახური "ტვიტერის“ ათასობით თანამშრომელმა დატოვა და საბოლოოდ ამ ყველაფერმა მასკის სხვა კომპანიების იმიჯსა და აქციების ფასზეც იქონია გავლენა: კვირა ღამის მდგომარეობით, "ტესლას“ აქციები 60%-ით დაეცა. Tesla-ს უმსხვილესმა მეწილემ, ლეო კოგუანმა 14 დეკემბერს "ტვიტერზე“ დაწერა, რომ ილონმა "ტესლა" მიატოვა და კომპანიას აღარ ჰყავს მომუშავე აღმასრულებლი დირექტორი.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ნეტა თქვენ ვინ მოგცათ ანალიტიკური აზროვნების ფუფუნება და მასკის განკიწხვის ქვეყან გენგრევათ (დაგენგრათ) თავზე
შენ ვერ გაგირკვევია და მე მეკითხები? :)