საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგის" უპრეცედენტო ემისია - კომპანიამ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
"თეგეტა ჰოლდინგის" უპრეცედენტო ემისია - კომპანიამ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
  • ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ემი­სი­აა
  • ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ინ­ვეს­ტო­რე­ბის ბაზა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გან­თავ­სე­ბა­ში არც ერთი ინ­ვეს­ტო­რის წილი 30%-ს არ აღე­მა­ტე­ბა
  • თე­გე­ტა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის სფე­რო­ში ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი აქვს

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ის ლი­დერ­მა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“, „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მხარ­და­ჭე­რით, კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ლა­რის ემი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ემი­ტი­რე­ბუ­ლია 150 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ემი­სი­აა, ად­გი­ლობ­რი­ვი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარ­ზე კი - სი­დი­დით მე­ო­რე. გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ის ფასი გა­ნი­სა­ზღვრა TIBR+3.5%-ით. გან­თავ­სე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი იყო BLC Law.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ გეგ­მით, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სი­ის შე­დე­გად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 150 მი­ლი­ო­ნი ლარი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ფი­ნან­სი­რე­ბას, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბის პრო­ფი­ლი, რაც, თა­ვის მხრივ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს კომ­პა­ნი­ის ლიკ­ვი­დუ­რო­ბას. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სრუ­ლი ძი­რის თან­ხის და­ფარ­ვა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 3 წლის შემ­დეგ, კუ­პო­ნის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი კი ყო­ველკ­ვარ­ტა­ლუ­რად და­ი­ფა­რე­ბა.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მო­ნა­წი­ლე ენ­დო­ბა თე­გე­ტას. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრან­ზაქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ტუ­რი გუნ­დის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და მუ­შა­ო­ბით შევ­ძე­ლით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მხარ­და­ჭე­რა და როლი ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ა­ში. ბონ­დე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბა მისი არა­უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ბუ­ნე­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ეს არის სა­ბან­კო სეს­ხის სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის მარ­ტივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ის სახ­სრე­ბი, რაც ბონ­დე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა ჩვე­ნი ჰოლ­დინ­გის გან­ვი­თა­რე­ბას და ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­მო­ი­ცა, რაც მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს ჰოლ­დინ­გის სა­ვა­ლუ­ტო რის­კებს“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ინ­ვეს­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. ინ­ვეს­ტორ­თა ბაზა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და არ­ცერ­თი ინ­ვეს­ტო­რის წილი არ აღე­მა­ტე­ბა გან­თავ­სე­ბის 30%-ს. გა­მოშ­ვე­ბულ ობ­ლი­გა­ცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და აქ­ტი­უ­რო­ბას „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ კომ­პა­ნი­ის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ნდო­ბით ხსნი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მიერ წელს რი­გით მე-11 გან­თავ­სე­ბაა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის­თვის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­თავ­სე­ბე­ბის ჯა­მურ­მა თან­ხამ 1,5 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლად „თი­ბი­სი კა­პი­ტალს“, ჯამ­ში, 60-ზე მეტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ობ­ლი­გა­ცია აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა 8 ევ­რო­ობ­ლი­გა­ცია, რომ­ლე­ბიც ირ­ლან­დი­ი­სა და ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე გან­თავ­სდა.

2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“ ლი­დე­რია და ჯა­მუ­რი გან­თავ­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ბაზ­რის 77%-ს იკა­ვებს.

მერი ჩა­ჩა­ნი­ძე, „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი: „პირ­ველ რიგ­ში, ვუ­ლო­ცავთ „თე­გე­ტა ჰოლ­დინგს“ წარ­მა­ტე­ბით და­ხუ­რულ ტრან­ზაქ­ცი­ას. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ობ­ლი­გა­ცია „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის“ ჩარ­თუ­ლო­ბით გან­თავ­სდა. კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მეშ­ვე­ო­ბით, კომ­პა­ნი­ას და­ფი­ნან­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და­ვეხ­მა­რეთ და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით, და­ფი­ნან­სე­ბის სტრუქ­ტუ­რა გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 წლის წი­ნათ „თე­გე­ტამ“პირ­ვე­ლი ემი­სი­ის გა­მოშ­ვე­ბაც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“ ად­გი­ლობ­რი­ვი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა­ში წამ­ყვა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კია. ჩვენ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს ვუ­წყობთ რო­გორც ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებს, ისე კა­პი­ტა­ლის ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს, რაც ზრდის სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის­თვის“.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემი­სია „თე­გე­ტამ“ 2019 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­ა­ნაღ­და. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ცუ­ლო­ბის ტრან­ზაქ­ცია იყო კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ჯა­რო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სეგ­მენ­ტში. მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა შე­ი­ძი­ნა. მომ­დევ­ნო წელს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მწვა­ნე ბონ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბას გეგ­მავს.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ:

უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 29 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 2500-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის შე­სა­ხებ:

„თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე #1 სა­ინ­ვეს­ტი­ციო, საბ­რო­კე­რო და კვლე­ვი­თი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტებს ფი­ნან­სუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, „თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი“ ემ­სა­ხუ­რე­ბა კერ­ძო პი­რებს, კორ­პო­რა­ცი­ულ სუ­ბი­ექ­ტებ­სა და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბას გა­რი­გე­ბე­ბის და­გეგ­მვით, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბი­თა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ხელს უწყობს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ვეს­ტო­რებს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე კავ­კა­სი­ა­ში. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ: www.tbccapital.ge

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგის" უპრეცედენტო ემისია - კომპანიამ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

"თეგეტა ჰოლდინგის" უპრეცედენტო ემისია - კომპანიამ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
  • ეს საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ემისიაა
  • ობლიგაციების ინვესტორების ბაზა დივერსიფიცირებულია. განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება
  • თეგეტა კავკასიის რეგიონში, ავტოინდუსტრიის სფეროში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე. გამოშვებული ობლიგაციის ფასი განისაზღვრა TIBR+3.5%-ით. განთავსების იურიდიული მრჩეველი იყო BLC Law.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე ენდობა თეგეტას. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით. აღსანიშნავია „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერა და როლი ამ უპრეცედენტო ფინანსურ ოპერაციაში. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. გამოშვებულ ობლიგაციებთან მიმართებით ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესებასა და აქტიურობას „თეგეტა ჰოლდინგში“ კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობით ხსნიან.

აღნიშნული ობლიგაციები „თიბისი კაპიტალის“ მიერ წელს რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ისტორიულად „თიბისი კაპიტალს“, ჯამში, 60-ზე მეტი ორგანიზაციის ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა.

2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე „თიბისი კაპიტალი“ ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.

მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი: „პირველ რიგში, ვულოცავთ „თეგეტა ჰოლდინგს“ წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია „თიბისი კაპიტალის“ ჩართულობით განთავსდა. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ და შესაძლებლობა მივეცით, დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინათ „თეგეტამ“პირველი ემისიის გამოშვებაც ჩვენი დახმარებით განახორციელა. „თიბისი კაპიტალი“ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ჩვენ განვითარებაში ხელს ვუწყობთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის“.

პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ“ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. ეს უპრეცედენტო მოცულობის ტრანზაქცია იყო კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა. მომდევნო წელს „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:

უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

თიბისი კაპიტალის შესახებ:

„თიბისი კაპიტალი“ საქართველოს ბაზარზე #1 საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, „თიბისი კაპიტალი“ ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge

NS