კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს" - რას ამბობს თამარ გვერდწითელის პროდიუსერი?
"ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს" - რას ამბობს თამარ გვერდწითელის პროდიუსერი?

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი თავს კარ­გად არ გრძნობს. მისი პრო­დი­უ­სე­რის, სერ­გეი პუ­დოვ­ნი­კის გან­ცხა­დე­ბით, თვე­ნა­ხევ­რის წინ მის­თვის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა. მი­სი­ვე თქმით, მომ­ღე­რა­ლი მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"სამ­წუ­ხა­როდ, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა სცე­ნა­ზე, ამა­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ. ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირს. მე მეს­მის მისი, თვი­თო­ნაც დავ­კარ­გე მშობ­ლე­ბი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სი­სუ­ლე­ლეა იმის თქმა, რომ დრო ყვე­ლა­ფერს კურ­ნავს. არა, არ კურ­ნავს...“ - ამ­ბობს პუ­დოვ­კი­ნი. მისი თქმით, დე­დის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა.

ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად თა­მარ გვერდწი­თე­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, მომ­ღე­რა­ლი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. "მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­გორც ვიცი, დღეს ან ხვალ თა­მა­რი შვილ­თან ევ­რო­პა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა“, - ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.

თა­მარ გვერდწი­თელს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ვაჟი ჰყავს. სან­დრო ჯა­ხაბ­რიშ­ვილ­მა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ბოს­ტონ­ში მი­ი­ღო. სერ­თი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ლონ­დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ს­მე­დი­ი­სა და კულ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვერდწი­თე­ლის ვაჟი ჩაფ­ლუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ლონ­დონ­ში მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობს...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა და დე­დას­თან ერ­თად თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ეჰ, ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს თაობას შემირჩა მშობლების პატივიცემა და მონატრება. ძალინ ხშირად ჩემი ყურით გამიგონია ბიჭები ჩემი დედაო, გოგოებო მამაჩემის ბოზი ვიყოო, აი ამათ რა მონატრება ექნებათ ნეტავ?

ხათო
0

ეჰ დედის გარეშე დღესაც ცუდად ვარ,ადამინი თუ მგრძნობიარეა,მას წლებიც,რომ გავიდეს,ვერაფერი უშველის.არ ვიცი მე ასე ვარ,ვერ გამოვდივარ დედის მონატრების ,დედის არყოფნის ტკივილიდან და იმედია თამარი გამოვა და გააგრძელებს სიმღერას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს" - რას ამბობს თამარ გვერდწითელის პროდიუსერი?

"ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს" - რას ამბობს თამარ გვერდწითელის პროდიუსერი?

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი თავს კარგად არ გრძნობს. მისი პროდიუსერის, სერგეი პუდოვნიკის განცხადებით, თვენახევრის წინ მისთვის დედის გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მისივე თქმით, მომღერალი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

"სამწუხაროდ, როდის დაბრუნდება სცენაზე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ის მძიმე მდგომარეობაშია. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს. მე მესმის მისი, თვითონაც დავკარგე მშობლები. შემიძლია ვთქვა, რომ სისულელეა იმის თქმა, რომ დრო ყველაფერს კურნავს. არა, არ კურნავს...“ - ამბობს პუდოვკინი. მისი თქმით, დედის დაკრძალვის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოშიც მოხვდა.

ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ გვერდწითელის ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. მისი თქმით, მომღერალი დედის გარდაცვალებას ძალიან განიცდის. "მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ვიცი, დღეს ან ხვალ თამარი შვილთან ევროპაში მიემგზავრება“, - ამბობს ახლობელი.

თამარ გვერდწითელს პირველი ქორწინებიდან ერთადერთი ვაჟი ჰყავს. სანდრო ჯახაბრიშვილმა საშუალო განათლება ბოსტონში მიიღო. სერთიფიკატის მიღების შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში მასმედიისა და კულტურის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გვერდწითელის ვაჟი ჩაფლულია სამეცნიერო საქმიანობაში და ლონდონში მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს...

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გვერდწითელმა რუსეთი დატოვა და დედასთან ერთად თვეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.

იხილეთ ასევე: