არგენტინელი გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღნიშვნას დღესაც განაგრძობს. ასიათასობით ქომაგი კვლავაც ბუენოს-აირესის ქუჩებშია, მათი უმეტესობა ქალაქის ცენტრში მდებარე ობელისკოს მონუმენტთან არის შეკრებილი.
36-წლიანი ლოდინის შემდეგ, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა. პირველი მსოფლიო თასი ქვეყანამ 1978 წელს მოიგო, მეორე კი -1986 წელს, ლეგენდარულ მარადონასთან ერთად.
მილიონობით არგენტინელისთვის ძალიან ემოციური საყურებელი აღმოჩნდა ფინალური მატჩი, ბევრი გულშემატკივარი ტიროდა, ყვიროდა და ერთმანეთს ეხუტებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს, არგენტინელები გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, რადგან მათი ნაკრები 2:0-ს უგებდა საფრანგეთს. მიუხედავად ამისა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან საფრანგეთის ნაკრებმა სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, წამოეწია არგენტინას და მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით: 3:3 დასრულდა. მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
Obelisco, Argentina Campeón del Mundo #FIFAWorldCup #Qatar2022 pic.twitter.com/bgEEXZ43hL
— Martín Ferro (@MartinFerro80) December 18, 2022
ბევრი გულშემატკივარი აცხადებდა, რომ "თამაშის დროს განცდილმა დაძაბულობამ არგენტინის გამარჯვება კიდევ უფრო ტკბილი გახადა".
LO QUE TODOS ESPERÁBAMOS: ABUELA LALALA pic.twitter.com/XGMn8qiu6B
— Real Time 📈 (@RealTimeRating) December 18, 2022
"გუნდის წევრებს შორის ჰარმონიამ, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშის მათ ლიდერად ყოფნამ და ნაკრების წევრების კარგ ფორმაში ყოფნამ განაპირობა არგენტინის ნაკრების დამსახურებული წარმატება. გაუმარჯოს არგენტინას!“ - ამბობს 46 წლის გულშემატკივარი.
არგენტინას გამარჯვება ბრაზილიელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პელემაც მიულოცა: "დიეგო ახლა ნამდვილად იღიმის“, - დაწერა სოციალურ ქსელში.
* Los argentinos en estos momentos yéndose al Obelisco a celebrar el triunfo de Argentina 🇦🇷 contra Francia * #FIFAWorldCup #Qatar2022 #Messi pic.twitter.com/6aGtJWHJUp
— ℛ (@rafsviews) December 18, 2022
წყარო: euronews
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
აუუ, ახლა სექტანტები ნერწყვს ყლაპავემ, ეს ხალხი მოგვცა, ბელად გავათავისუფლებთ, სავარძლებს მოვირგებთ, მაყუთს ვიშოვნითო.
პური და სანახაობა. ფიფას ნაცოდვილარი კერპები