მსოფლიო ჩემპიონატში შთამბეჭდავი ასპარეზობისთვის საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე კატარი 2022 - ის ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცი მოიგო. მბაპემ ჯამში რვა გოლი გაიტანა, ერთით მეტი ლიონელ მესისზე, რომელმაც ვერცხლის ბუცი მოიპოვა.
ხოლო ბრინჯაოს ბუცი ერგო ოლივიე ჟირუს ოთხი გატანილი გოლისთვის.
24 წლის ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე და ხუთი ნოკაუტ ფაზაში, მათ შორის ჰეთ-თრიკი შეასრულა ფინალში, რომელიც საფრანგეთმა საბოლოოდ პენალტების სერიაში წააგო.
ასევე იხილეთ:
, ძალიან ძვირი კი დაუჯდა ფიფას. მბაპეს ოქროს ბუცი.. ფეხი 46 ზომა ქონია, მწსის კი, 41, პრეზიდენტს უთქვია; ნეტა მესის ეჯობნა, მაშინ მინიმუმ კილონახევრით ნაკლები დაგვიჯდებოდაო...