მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს
რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი აშო­რებს. ლეო მესი და მისი კომ­პა­ნი­ნო­ე­ბი თუ დღეს საფ­რან­გე­თის ძლე­ვას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, წყევ­ლას მო­იხხ­სნი­ან.

მო­გიყ­ვე­ბით ტილ­კა­რას წყევ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ალ­ბი­სე­ლეს­ტეს" თან გას­დევს.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი კარ­ლოს ბი­ლარ­დოს თავ­კა­ცო­ბით 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და, რო­მე­ლიც მექ­სი­კა­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. 1986 წლის იან­ვარ­ში გუნ­დმა გა­მარ­თა ათ­დღი­ა­ნი მინი საწ­ვრთნე­ლი ბა­ნა­კი პა­ტა­რა ქა­ლაქ ტილ­კა­რა­ში, არ­გენ­ტი­ნის პრო­ვინ­ცია ჯუ­ჯუ­ში, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით. მი­ზე­ზი არის მა­ღალმთი­ა­ნე­თი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ჰგავს მექ­სი­კის რე­ლი­ეფს (ტილ­კა­რა ზღვის დო­ნი­დან 2460 მეტრზეა, მე­ხი­კო 2240 მეტრზე), ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის უფრო -0:08 სწრა­ფი აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის­თვის იყო სა­ჭი­რო.

კლუ­ბებ­მა მო­სამ­ზა­დე­ბელ შეკ­რე­ბა­ზე დი­ე­გო მა­რა­დო­ნა და და­ნი­ელ პა­სა­რე­ლა არ გა­უშ­ვეს, თუმ­ცა მათ­თან ერ­თად "ალ­ბი­სე­ლეს­ტეს" რი­გებ­ში სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის არ გახ­ლდნენ და ბი­ლარ­დო მხო­ლოდ 14 მო­თა­მა­შეს ავარ­ჯი­შებ­და.

ქა­ლაქ ტილ­კა­რა­ში 4000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და იქ მდე­ბა­რობს ნე­ტა­რი სე­ნო­რა რო­სა­რი­ოს ეკ­ლე­სია, სა­დაც არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ფეხ­ბურ­თე­ლი გა­ემ­გზავ­რა ტურ­ნირ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის წინა დღეს.

იქ ისი­ნი დაჰ­პირ­დნენ კო­პა­კა­ბა­ნას ღვთის­მშო­ბელს, რომ თუ არ­გენ­ტი­ნა მო­ი­გებ­და 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, მთე­ლი გუნ­დი იმა­ვე წელს მო­ვი­დო­და ტილ­კა­რა­ში და მად­ლო­ბას გა­და­უხ­დი­და ღვთის­მშო­ბელს და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

1986 წელს არ­გენ­ტი­ნამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, თა­ნაც ტურ­ნი­რი წა­უ­გებ­ლად და­ას­რუ­ლა, თუმ­ცა ისი­ნი ტილ­კა­რა­ში 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან.

ით­ვლე­ბა, რომ ამის შემ­დეგ გუნდს წყევ­ლა ჰკი­დია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტილ­კა­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს ვერ მო­ი­გებს

მას შემ­დეგ "ალ­ბი­სე­ლეს­ტემ" ორ­ჯერ ითა­მა­შა მუნ­დი­ა­ლის ფი­ნალ­ში და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მარ­ცხი გა­ნი­ცა­და.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ამ­ბავ­მა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წია, მაგ­რამ ოცი წლის შემ­დეგ გა­იხ­სე­ნეს: ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო არ­გენ­ტი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ხუ­ლიო გრონ­დო­ნამ, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­სის ასლი გა­უგ­ზავ­ნა ტილ­კა­რას 2006 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, რო­მელ­ზე­დაც ეწე­რა:

"არ­გენ­ტი­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თი­დან კო­პა­კა­ბა­ნას ღვმთის­შობ­ლის მა­რა­დი­უ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით იმ კურ­თხე­ვის­თვის, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რა არ­გენ­ტი­ნას 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა­ში."

2010 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე შე­იქ­მნა ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­მაც შე­აგ­რო­ვა ათა­სო­ბით ხელ­მო­წე­რა, რათა წა­ა­ხა­ლი­სოს 1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი ტილ­კა­რა­ში ჩას­ვლა­ზე. პა­სუ­ხი მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ მო­ვი­და: ამ თა­სის მფლო­ბე­ლებ­მა, სერ­ხიო ბა­ტის­ტამ და ხოსე ლუის ბრა­უნ­მა შეს­თა­ვა­ზეს პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რის გაგ­ზავ­ნა ტილ­კა­რას ღვთის­მშო­ბე­ლის­თვის.

2011 წელს ბა­ტის­ტა და ბრა­უ­ნი ინ­კოგ­ნი­ტოდ გა­ემ­გზავრნენ ტილ­კა­რა­ში და ეწ­ვივ­ნენ იმა­ვე ნე­ტა­რი სე­ნო­რა რო­სა­რი­ოს ეკ­ლე­სი­ას და ღვთის­მშობ­ლის მუ­ზე­უმს წყევ­ლის დას­რუ­ლე­ბის იმე­დით. ამას­თან, მათ ღვთის­მშო­ბელს არ­გენ­ტი­ნის და­პი­რე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რი გა­დას­ცეს. თუმ­ცა, მომ­დევ­ნო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ­გენ­ტი­ნა ფი­ნალ­ში და­მარ­ცხდა.

2014 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ამ თე­მა­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ხოლო არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის ბოლო მატ­ჩებ­ზე 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, ტრი­ბუ­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა ბა­ნე­რი წარ­წე­რით:

"1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბო!, შე­ას­რუ­ლეთ პი­რო­ბა - დაბ­რუნ­დით". ტილ­კა­რა­ში".

2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ, 1986 წლის ზო­გი­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნი მა­ინც წა­ვი­და ტილ­კა­რა­ში. მათ გა­მარ­თეს ერ­თობ­ლი­ვი აქ­ცია Coca-Cola-სთან ერ­თად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეტა­პის ფარ­გლებ­ში. რუ­სეთ­ში ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე თასი 51 ქვეყ­ნის 91 ქა­ლაქს ეწ­ვია და მან ტილ­კა­რამ­დეც მი­აღ­წია.

1986 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ქა­ლაქ­ში სა­გა­მო­ფე­ნო მატ­ჩი ითა­მა­შეს, მას ეს­წრე­ბოდ­ნენ ხოსე ლუის ბრა­უ­ნი, ოს­კარ გარე, ნერი პუმ­პი­დო, კარ­ლოს ტა­პია, ჰექ­ტორ ენ­რი­კე, სერ­ხიო ბა­ტის­ტა, ხუ­ლიო ოლარ­ტი­კო­ე­ჩეა და რი­კარ­დო ჯუს­ტი.

დიდი ხნის ნა­ნატ­რი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, არ­გენ­ტი­ნე­ლებს 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ, თუმ­ცა ამა­ნაც ვერ უშ­ვე­ლათ.

"აბი­სე­ლეს­ტე" საფ­რან­ფეთ­თან 1/8-ფი­ნალ­ში და­მარ­ცხდა...

მე­სის და კამ­პა­ნი­ას დღეს წყევ­ლის მოხ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ... სა­ინ­ტე­რე­სოა, 36 წლის შემ­დეგ მო­იხ­სნი­ა­ნი ტილ­კა­რას წყევ­ლას არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი? - ამას ყვე­ლა ერ­თად ვნა­ხავთ...

sportall.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ლეო მესი და მისი კომპანინოები თუ დღეს საფრანგეთის ძლევას მოახერხებენ, წყევლას მოიხხსნიან.

მოგიყვებით ტილკარას წყევლის შესახებ, რომელიც "ალბისელესტეს" თან გასდევს.

არგენტინის ნაკრები კარლოს ბილარდოს თავკაცობით 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც მექსიკაში უნდა გამართულიყო. 1986 წლის იანვარში გუნდმა გამართა ათდღიანი მინი საწვრთნელი ბანაკი პატარა ქალაქ ტილკარაში, არგენტინის პროვინცია ჯუჯუში, ქვეყნის ჩრდილოეთით. მიზეზი არის მაღალმთიანეთი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს მექსიკის რელიეფს (ტილკარა ზღვის დონიდან 2460 მეტრზეა, მეხიკო 2240 მეტრზე), ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების უფრო -0:08 სწრაფი აკლიმატიზაციისთვის იყო საჭირო.

კლუბებმა მოსამზადებელ შეკრებაზე დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა არ გაუშვეს, თუმცა მათთან ერთად "ალბისელესტეს" რიგებში სხვა ფეხბურთელების არ გახლდნენ და ბილარდო მხოლოდ 14 მოთამაშეს ავარჯიშებდა.

ქალაქ ტილკარაში 4000 ადამიანი ცხოვრობს და იქ მდებარობს ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესია, სადაც არგენტინის ნაკრების ზოგიერთი მორწმუნე ფეხბურთელი გაემგზავრა ტურნირზე მოგზაურობის წინა დღეს.

იქ ისინი დაჰპირდნენ კოპაკაბანას ღვთისმშობელს, რომ თუ არგენტინა მოიგებდა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მთელი გუნდი იმავე წელს მოვიდოდა ტილკარაში და მადლობას გადაუხდიდა ღვთისმშობელს და ადგილობრივ მოსახლეობას მასპინძლობისთვის.

1986 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ტურნირი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ისინი ტილკარაში 1 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულან.

ითვლება, რომ ამის შემდეგ გუნდს წყევლა ჰკიდია, რომლის მიხედვითაც, ტილკარაში დაბრუნებამდე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს

მას შემდეგ "ალბისელესტემ" ორჯერ ითამაშა მუნდიალის ფინალში და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ამბავმა უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ ოცი წლის შემდეგ გაიხსენეს: ყველაფერი დაიწყო არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თასის ასლი გაუგზავნა ტილკარას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელზედაც ეწერა:

"არგენტინული ფეხბურთიდან კოპაკაბანას ღვმთისშობლის მარადიული მადლიერებით იმ კურთხევისთვის, რომელიც დაეხმარა არგენტინას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში."

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიქმნა ვებგვერდი, რომელმაც შეაგროვა ათასობით ხელმოწერა, რათა წაახალისოს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონები ტილკარაში ჩასვლაზე. პასუხი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოვიდა: ამ თასის მფლობელებმა, სერხიო ბატისტამ და ხოსე ლუის ბრაუნმა შესთავაზეს პეტიციის ავტორებს ეროვნული ნაკრების მაისურის გაგზავნა ტილკარას ღვთისმშობელისთვის.

2011 წელს ბატისტა და ბრაუნი ინკოგნიტოდ გაემგზავრნენ ტილკარაში და ეწვივნენ იმავე ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესიას და ღვთისმშობლის მუზეუმს წყევლის დასრულების იმედით. ამასთან, მათ ღვთისმშობელს არგენტინის დაპირებული მაისური გადასცეს. თუმცა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა ფინალში დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ქმედებებით არ გამოირჩეოდა, ხოლო არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ტრიბუნაზე გამოჩნდა ბანერი წარწერით:

"1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებო!, შეასრულეთ პირობა - დაბრუნდით". ტილკარაში".

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1986 წლის ზოგიერთი ჩემპიონი მაინც წავიდა ტილკარაში. მათ გამართეს ერთობლივი აქცია Coca-Cola-სთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტურის საერთაშორისო ეტაპის ფარგლებში. რუსეთში ტურნირის დაწყებამდე თასი 51 ქვეყნის 91 ქალაქს ეწვია და მან ტილკარამდეც მიაღწია.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ, ქალაქში საგამოფენო მატჩი ითამაშეს, მას ესწრებოდნენ ხოსე ლუის ბრაუნი, ოსკარ გარე, ნერი პუმპიდო, კარლოს ტაპია, ჰექტორ ენრიკე, სერხიო ბატისტა, ხულიო ოლარტიკოეჩეა და რიკარდო ჯუსტი.

დიდი ხნის ნანატრი ვიზიტის შემდეგ, არგენტინელებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში წარმატების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამანაც ვერ უშველათ.

"აბისელესტე" საფრანფეთთან 1/8-ფინალში დამარცხდა...

მესის და კამპანიას დღეს წყევლის მოხსნის საშუალება ეძლევათ... საინტერესოა, 36 წლის შემდეგ მოიხსნიანი ტილკარას წყევლას არგენტინელები? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...

sportall.ge