საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

28

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:51-ზე, მთვარე ქალწულშია – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ - რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ" - მეუფე გრიგოლი
"მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ - რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ" - მეუფე გრიგოლი

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ისე­თი დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბიც კი არი­ან და სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია და სულ არ მიკ­ვირს, ვი­ღა­ცას სჯე­რა მისი ცუ­დად ყოფ­ნა, ვი­ღა­ცას არ სჯე­რა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს.

მისი თქმით, ის მო­მა­ვალ კვი­რა­ში გეგ­მავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბას.

"მე არც ერთ პა­ტი­მარს არ ვურ­ჩევ ცი­ხე­ში სიკ­ვდილს და სა­ერ­თოდ სიკ­ვდი­ლი ამ წუ­თი­სო­ფელ­ში ერ­თგვა­რი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაც არის, ყვე­ლა­ნი წა­ვალთ, მაგ­რამ არა­ვის ვურ­ჩევ­დი, რა თქმა უნდა, რომ ეს მოხ­დეს იმა­ზე ადრე, ვიდ­რე ღმერ­თი გა­ნა­გებს და ნუ ჩა­ე­რე­ვით ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ერ­თოდ ისე­თი დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბიც კი არი­ან და სან­დო­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია და სულ არ მიკ­ვირს ვი­ღა­ცას სჯე­რა ცუ­დად ყოფ­ნა, ვი­ღა­ცას - არ სჯე­რა. მე ექ­სპერ­ტი არ ვარ, მაგ­რამ მო­მა­ვალ კვი­რა­ში ვგეგ­მავ, პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, მათ შო­რის ბა­ტო­ნი მი­ხე­ილს სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ალ­ბათ, რე­ა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი მონ­ტა­ჟის გა­რე­შე ვნა­ხავ ამ პი­როვ­ნე­ბას და უფრო რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი შე­იქ­მნე­ბა ჩემ­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

  • მე­უ­ფე გრი­გო­ლი მი­იჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სრუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

ის ასე­ვე, ეხ­მა­უ­რე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენტზე კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი­დან“ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს.

"მე არა ვარ სა­მარ­თლის მცოდ­ნე და რო­დის რა შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ხელ­მწი­ფო ანუ სა­სა­მარ­თლო, ანუ კა­ნონ­მდე­ბე­ლი. ერთი რამ ვიცი, ცი­ხი­დან ავად­მყო­ფო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­რა­დად მე რაც ვიცი და მი­ნა­ხავს სა­კუ­თა­რი თვა­ლით, გა­მო­დი­ან ცი­ხი­დან იმის­თვის. რომ უკვე სახ­ლში მოკ­ვდნენ, აი, ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რა­საც ამ­ბობს. გა­სა­გე­ბია, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­აგ­ზავ­ნონ, ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს მათ, შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სრუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ი­ღოს იმი­სათ­ვის, რომ და­ცუ­ლი იყოს მისი რო­გორც ადა­მი­ა­ნის, მისი რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, რო­გორც პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რა თქმა უნდა კად­რე­ბი ნა­ნა­ხი მაქვს მე , თუმ­ცა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რაც ვრცელ­დე­ბა , ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, კად­რე­ბი ხში­რად ისეთ ჯა­დოქ­რო­ბის ქვეშ გა­დი­ან ხოლ­მე, რომ ათას რა­მეს გაჩ­ვე­ნე­ბენ, ავ­საც და კარ­გსაც”,- აცხა­დებს მე­უ­ფე გრი­გო­ლი.

  • კი­თხვა­ზე, უნდა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა თა­ვის მოქ­მე­დე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვის მოქ­მე­დე­ბა­ზე და მთა­ვა­რი სა­სა­მარ­თლო არის მაღ­ლა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თა­ლი არის და ამი­ტომ ხდე­ბა ხოლ­მე შეც­დო­მაც, გა­დაც­დო­მაც, გა­და­მე­ტე­ბაც, უსა­მარ­თლო­ბაც, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც”, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

  • მე­უ­ფე გრი­გო­ლი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მას ნაკ­ლე­ბად სჯე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მო­წამ­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რაც მე არ ვიცი ზუს­ტად, მა­შინ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ძნე­ლი არ იქ­ნე­ბა იმის ვა­რა­უ­დი, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს. ნაკ­ლე­ბად მჯე­რა, რომ ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მო­დი­ო­დეს, მაგ­რამ სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს რა ვიცი, იმათ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უღ­წე­ვე­ლი ად­გი­ლი არ არ­სე­ბობს. სულ არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­აღ­წი­ონ და მათ­თვის არა­სა­სურ­ველ პერ­სო­ნა მოს­პონ, თუმ­ცა ეს ვერ გახ­დე­ბა იმის მო­ტი­ვა­ცია, რომ ამის ში­შით ადა­მი­ან­მა არა­ფე­რი თქვას, არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თოს, თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­იც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ეჰ, მეუფეო, არც მწვადს წვავთ და არც შამფურს ხომ?! მაგრამ მაინც ჟონავს თქვენს ნათქვამში ის, რასაც შეუცდომლად და ზუსტად ვიგებთ ჩვეულებრივი ხალხი! ასეთი ნელთბილობა არ ადგება ხოლმე ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე.

21

ოჰ,ცრუ პეტრეს ძმაკაცი. მიკვირდა აქამდე რომ არ იყო შესული აფირისტ პრეზიდენტთან. ))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ - რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ" - მეუფე გრიგოლი

"მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ - რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ" - მეუფე გრიგოლი

"მიხეილ სააკაშვილზე ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდოობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას არ სჯერა", - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს.

მისი თქმით, ის მომავალ კვირაში გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას.

"მე არც ერთ პატიმარს არ ვურჩევ ციხეში სიკვდილს და საერთოდ სიკვდილი ამ წუთისოფელში ერთგვარი ბუნებრივი მოვლენაც არის, ყველანი წავალთ, მაგრამ არავის ვურჩევდი, რა თქმა უნდა, რომ ეს მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ღმერთი განაგებს და ნუ ჩაერევით ღვთის განგებულებაში.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, მოგეხსენებათ საერთოდ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს ვიღაცას სჯერა ცუდად ყოფნა, ვიღაცას - არ სჯერა. მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ, პატიმრების მონახულებას, მათ შორის ბატონი მიხეილს სააკაშვილისა და ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩემთვის მისი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

  • მეუფე გრიგოლი მიიჩნია, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სრული მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

ის ასევე, ეხმაურება მესამე პრეზიდენტზე კლინიკა "ვივამედიდან“ გავრცელებულ კადრებს.

"მე არა ვარ სამართლის მცოდნე და როდის რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ანუ სასამართლო, ანუ კანონმდებელი. ერთი რამ ვიცი, ციხიდან ავადმყოფობით გათავისუფლებული ადამიანები, პირადად მე რაც ვიცი და მინახავს საკუთარი თვალით, გამოდიან ციხიდან იმისთვის. რომ უკვე სახლში მოკვდნენ, აი, ეს არის მოცემულობა, კანონმდებლობა რასაც ამბობს. გასაგებია, მეორე შემთხვევა, რომ სამკურნალოდ გააგზავნონ, ნებისმიერ პატიმარს მათ, შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი როგორც ადამიანის, მისი როგორც პიროვნების, როგორც პატიმრის სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა კადრები ნანახი მაქვს მე , თუმცა სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება , ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კადრები ხშირად ისეთ ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე, რომ ათას რამეს გაჩვენებენ, ავსაც და კარგსაც”,- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

  • კითხვაზე, უნდა გაევრცელებინა თუ არა ხელისუფლებას აღნიშნული კადრები, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ყველა თავის მოქმედებაზეა პასუხისმგებელი.

"ყველა პასუხისმგებელია თავის მოქმედებაზე და მთავარი სასამართლო არის მაღლა. ეს ადამიანების მიერ დაფუძნებული სამართალი არის და ამიტომ ხდება ხოლმე შეცდომაც, გადაცდომაც, გადამეტებაც, უსამართლობაც, სამართლიანობაც”, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

  • მეუფე გრიგოლი მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მას ნაკლებად სჯერა ხელისუფლების აღნიშნულ საქმეში მონაწილეობის.

"იმ შემთხვევაში, თუ ის მოწამლული იქნებოდა, რაც მე არ ვიცი ზუსტად, მაშინ ასეთ ვითარებაში ძნელი არ იქნება იმის ვარაუდი, საიდან შეიძლება მოდიოდეს. ნაკლებად მჯერა, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებიდან მოდიოდეს, მაგრამ საიდანაც შეიძლება მოდიოდეს რა ვიცი, იმათთვის პრაქტიკულად შეუღწეველი ადგილი არ არსებობს. სულ არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერ ადგილას შეაღწიონ და მათთვის არასასურველ პერსონა მოსპონ, თუმცა ეს ვერ გახდება იმის მოტივაცია, რომ ამის შიშით ადამიანმა არაფერი თქვას, არაფერი არ გააკეთოს, თავისი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.