პარტნიორები:
    ავტორი:

    "მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ - მისი ყოველი ამოსუნთქვა და მოქმედება კონტროლის ქვეშ არის და მიდის ტრანსლაცია" - გიული ალასანია სააკაშვილზე

    "მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ - მისი ყოველი ამოსუნთქვა და მოქმედება კონტროლის ქვეშ არის და მიდის ტრანსლაცია" - გიული ალასანია სააკაშვილზე

    გიული ალასანიას განცხადებით, ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა მიმდინარეობს.

    როგორც გიული ალასანიამ "ვავამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, აკონტროლებენ სააკაშვილის ყველა მოქმედებას, რაც მის ჯანმრთელობაზე ხდება სააკაშვილის ყველა მოქმედების კონტროლი, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

    "კადრების გამოქვეყნება - ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. მისი ყოველი ამოსუნთქვა, მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად მიდის ამის ტრანსლაცია. როგორც უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, ცხოვრება ჰქვია ამას? - ეს არის სიკვდილით დასჯა, [სიკვდილი] მისჯილი ადამიანია.