მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია
"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია ამ­ბობს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა სხვა სა­კუ­თარ თავ­ზე წინ და­უ­ყე­ნე­ბია და ამით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა. ამ და სხვა თე­მებ­ზე გვან­ცამ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყო გვან­ცა და­რა­სე­ლია?

- ძა­ლი­ან ცელ­ქი, სპორ­ტუ­ლი და ახ­ტა­ჯა­ნა.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ თქვენს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა­ში?

- ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა­ში იყო 18 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც მი­ვე­დი "რუს­თა­ვი 2"-ში დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად. ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან პა­ტა­რა, მქონ­და ძა­ლი­ან დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი და თა­ვი­დან­ვე რთუ­ლი მი­სი­ით და­ვი­წყე. ახლა კი უკვე 15 წე­ლია, რაც ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვას­რუ­ლებ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.

- რო­გორც ვიცი, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გაქვთ. რო­გორ ახერ­ხებთ ამ­დე­ნი რა­მის შე­თავ­სე­ბას ერ­თმა­ნეთ­თან და თან, ასეთ კარგ ფორ­მა­ში ყოფ­ნას?

- ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი არ მაქვს და ჩემ გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე ბევ­რად უფრო დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვთ, თუმ­ცა გე­ტყვით იმას, რომ მე ვცდი­ლობ, საქ­მე სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მინ­და გი­თხრათ, რომ საქ­მე, რო­მელ­საც მე ვა­კე­თებ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და, შე­სა­ბა­მი­სად, არ მე­ნა­ნე­ბა არ­ცერ­თი წუთი ამის­თვის. ასე­ვე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ და ვა­ხერ­ხებ კი­დეც, რომ ოჯა­ხის­თვი­საც დამ­რჩეს დრო, რად­გან ოჯა­ხის გა­რე­შე ჩემ­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ არის არც დღე, არც კვი­რა ან თუნ­დაც ეს სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი.

- რა არის ის თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გიყ­ვართ სა­კუ­თარ თავ­ში?

- ის, რომ მოვ­ლე­ნებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გს ვხე­დავ.

- არის ისე­თი, რამ, რა­საც დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ნა­ნობთ?

- არა, არა­ფერს ვნა­ნობ, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვნა­ნობ, ეს არის ნაკ­ლე­ბი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, რაც გა­მო­მი­ჩე­ნია სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მე­ტიც, ზოგ­ჯერ ჩემს თავ­ზე წინ და­მი­ყე­ნე­ბია სხვა და ამით მე დავ­ზა­რა­ლე­ბულ­ვარ. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მგო­ნია, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მი­ვი­ღე და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სხვი­სი და­ზა­რა­ლე­ბის გა­რე­შე, პირ­ველ რიგ­ში, ვიზ­რუ­ნო ჩემი სუ­ლი­ე­რი კომ­ფორ­ტის­თვის, რად­გან ვთვლი, რომ უკვე ამ ასაკ­ში ვარ. ასე­ვე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რომ ვიყო ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მსი­ა­მოვ­ნებს ყოფ­ნა და ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც კომ­ფორ­ტუ­ლად და კარ­გად ვარ.

- კომ­პლი­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­წონთ და გიყ­ვართ...

- როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვარ კარ­გი დედა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

- ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მარ­ტი­ვად უშ­ვებთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა. სწო­რედ ამის გამო უთ­ქვამთ, რომ "ძა­ლი­ან უხე­ში მე­გო­ნე თა­ვი­და­ნო“. არ ვიცი, ვი­ტყვი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გა­მიზ­ნუ­ლად არ ვა­კე­თებ, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მგო­ნია, ადა­მი­ა­ნი შენს სულ­ში, შენს ცხოვ­რე­ბა­ში რომ შე­მო­უშ­ვა, ამას საკ­მა­ოდ დიდი დრო და გა­მოც­დე­ბიც სჭირ­დე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია

"უთქვამთ, ძალიან უხეში მეგონეო...რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ჩემს თავზე წინ სხვა დამიყენებია და დავზარალებულვარ" - გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როცა სხვა საკუთარ თავზე წინ დაუყენებია და ამით დაზარალებულა. ამ და სხვა თემებზე გვანცამ "კვირის პალიტრასთან" ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- როგორი ბავშვი იყო გვანცა დარასელია?

- ძალიან ცელქი, სპორტული და ახტაჯანა.

- როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს სატელევიზიო კარიერაში?

- ჩემი პირველი ნაბიჯები სატელევიზიო კარიერაში იყო 18 წლის ასაკში, როდესაც მივედი "რუსთავი 2"-ში დილის გადაცემის წამყვანად. ვიყავი ძალიან პატარა, მქონდა ძალიან დიდი ენთუზიაზმი და თავიდანვე რთული მისიით დავიწყე. ახლა კი უკვე 15 წელია, რაც ჩემს საყვარელ საქმეს ვასრულებ ტელევიზიაში.

- როგორც ვიცი, დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ ამდენი რამის შეთავსებას ერთმანეთთან და თან, ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას?

- ვიტყოდი, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი არ მაქვს და ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც ჩემზე ბევრად უფრო დატვირთული გრაფიკი აქვთ, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე ვცდილობ, საქმე სწორად გავანაწილო. რაც ყველაზე მთავარია, მინდა გითხრათ, რომ საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ ძალიან მიყვარს და, შესაბამისად, არ მენანება არცერთი წუთი ამისთვის. ასევე, ყველანაირად ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ ოჯახისთვისაც დამრჩეს დრო, რადგან ოჯახის გარეშე ჩემთვის სრულფასოვანი არ არის არც დღე, არც კვირა ან თუნდაც ეს საახალწლო პერიოდი.

- რა არის ის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ საკუთარ თავში?

- ის, რომ მოვლენებსა და ადამიანებში, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვხედავ.

- არის ისეთი, რამ, რასაც დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობთ?

- არა, არაფერს ვნანობ, თუმცა ერთადერთი, რასაც ვნანობ, ეს არის ნაკლები პრინციპულობა, რაც გამომიჩენია სხვადასხვა სიტუაციაში. მეტიც, ზოგჯერ ჩემს თავზე წინ დამიყენებია სხვა და ამით მე დავზარალებულვარ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ რაღაც ეტაპზე, ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე და ყოველთვის ვცდილობ, სხვისი დაზარალების გარეშე, პირველ რიგში, ვიზრუნო ჩემი სულიერი კომფორტისთვის, რადგან ვთვლი, რომ უკვე ამ ასაკში ვარ. ასევე, ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო ისეთ გარემოში, სადაც მსიამოვნებს ყოფნა და ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც კომფორტულად და კარგად ვარ.

- კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გიყვართ...

- როცა მეუბნებიან, რომ ვარ კარგი დედა და პროფესიონალი.

- ახალგაცნობილ ადამიანებს მარტივად უშვებთ თქვენს ცხოვრებაში?

- არა. სწორედ ამის გამო უთქვამთ, რომ "ძალიან უხეში მეგონე თავიდანო“. არ ვიცი, ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს გამიზნულად არ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, ადამიანი შენს სულში, შენს ცხოვრებაში რომ შემოუშვა, ამას საკმაოდ დიდი დრო და გამოცდებიც სჭირდება... განაგრძეთ კითხვა