სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე
"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

მომ­ღე­რალ­მა ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ და აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძემ ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შექ­მნეს. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, ნა­ტა­ლი­ას გამო და­ინ­გრა.

  • ამ თე­მა­ზე ნა­ტა­ლი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ისა­უბ­რა და თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა არას­დროს ტო­ვებს.

"მე და აჩი­კო ოჯა­ხე­ბით, ყვე­ლა მხრი­დან ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. არ მახ­სოვს, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი, იმი­ტომ რომ სულ ვი­ცო­დით ერ­თმა­ნე­თი და სულ ვიც­ნობ­დით. შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­თი ღია და აშ­კა­რა გახ­და, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი და ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა შლე­ი­ფად მოგ­ვყვე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, არ­ჩი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვა, რაც ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ესეც ალ­ბათ რა­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა, სწო­რედ ამ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ეტ­კი­ნათ და ამა­ში ჩემი ხელი რა თქმა უნდა, ურე­ვია. და ყვე­ლას ხელი, ვინც ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო. ეს ვართ მე და აჩი­კო", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

  • კი­თხვას - "სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ მისი პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში?" - ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია... მე­სა­მე ხომ იცი, არ არ­სე­ბობს არა­სო­დეს, მე­სა­მე არ ან­გრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯა­ხი და მეც რომ იგი­ვე რამ და­მე­მარ­თოს, არ მგო­ნია, სწო­რი იყოს, რომ ვი­ღაც სხვას და­ვაბ­რა­ლო. ეს იქ­ნე­ბა იმ ბზა­რის გამო, რაც უკვე ჩვენ შო­რის იყო. მაგ­რამ რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფორ­მა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და მარ­თა­ლი გი­თხრათ, ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის, მი­თუ­მე­ტეს, ამა­ზე ახლა ასე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად არ მსი­ა­მოვ­ნებს. ყო­ველ­თვის მჯე­რა კარ­მის. ამ სი­ა­ტუ­ა­ცი­ას და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, არ­სე­ბობს რა­ღაც ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც ბრუ­ნავს და ტრი­ა­ლებს და რო­დე­საც ასეთ ნა­ბიჯს დგამ, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღა­ცე­ბის­თვის უნდა იყო მზად.

ვე­ცა­დე, რომ მათ­თან (აჩი­კოს შვი­ლებ­თან) ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მი­მე­ტა­ნა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ბავ­შვე­ბი კი­დევ რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ. მგო­ნია, რომ მშობ­ლე­ბი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყ­ვნენ გულ­წრფე­ლე­ბი, არა­ფე­რი არ მო­ა­ტყუ­ონ და ყვე­ლა­ფე­რი უთხრან ისე, მარ­თლა რო­გორც არის. იმი­ტომ რომ - შენ რომ ცდი­ლობ რა­ღაც შე­ა­ლა­მა­ზო, მერე ბავ­შვი მა­ინც თა­ვი­სე­ბუ­რად ხარ­შავს. ჯო­ბია, რომ რა­ღა­ცებ­ზე ელა­პა­რა­კო ბავ­შვს, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აჩი­კოს შვი­ლებ­თან დღეს მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმ ყვე­ლაფ­რი­სა, რაც ბავ­შვებ­მა გა­ი­ა­რეს, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რაც თუნ­დაც ჩემს მი­მართ აქვთ, სან­დრო­ზე (ნა­ტა­ლი­ას და აჩი­კოს სა­ერ­თო შვი­ლი) სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, იმ­დე­ნად უყ­ვართ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ოც­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მათ­ლი­ე­რი ვარ მათი, რომ მა­ინც თბი­ლად და გულ­წრფე­ლად მი­ღე­ბენ და უნ­დათ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვცდი­ლობ და დიდ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ იმის­თვის რომ და­ი­ნა­ხონ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლი ვარ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში."

  • და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა­ზე:

"ამის და­მალ­ვა ისე­თი ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­შიც მქონ­და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა, რა თქმა უნდა. ეს შეგ­რძნე­ბა სულ თან უნდა დაგსდევ­დეს, თუ სინ­დი­სი გა­გაჩ­ნია ადა­მი­ანს."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

რა ვიცი, მარინა ბერიძე ქმარმა რომ დატოვა და სხვა მოიყვანა, ენას ატლიკინებდა ბევრი და თვითონ ბერიძე უძვრება ამ ნატალიკოს და ნიჟარაძეს. არადა ერთმა დაქალს აახია ქმარი, სტუმრად რომ იყო მისული:))) და ნუჟარაძემ 10 წელი მცოლ-შვილიანი მშას ოფიციალური ნაშა იყო და მერე ბავშვიც გააჩინა. მაგათ გულებს უწერს დარსმელიძე და მუმლაძეს პოსტებს უძღვნის?! ჩაიგდე ქალო ხმა და მიხედე მაგ სტიოპკას, კიდე არ დაგადოს მეორედ!

ოთარი
0

ასეთ საქციელს არცერთის მხრიდან გამართლება არა აქვს! ორივემ ძალიან კარგად იცოდა რაზე მიდიოდნენ მაგრამ ეგოისტური სურვილები ე.წ. სიყვარულით ახსნეს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... დანაშაულის შეგრძნება უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ და აჩიკო ჯაფარიძემ ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნეს. მათ ურთიერთობაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ აჩიკო ჯაფარიძის პირველი ოჯახი, ნატალიას გამო დაინგრა.

  • ამ თემაზე ნატალიამ თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" ისაუბრა და თქვა, რომ დანაშაულის შეგრძნება არასდროს ტოვებს.

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი, იმიტომ რომ სულ ვიცოდით ერთმანეთი და სულ ვიცნობდით. შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენი ურთიერთობა ასეთი ღია და აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ძალიან რთული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა.

მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა, რაც ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, სამი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებაში იმიტომ რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი რა თქმა უნდა, ურევია. და ყველას ხელი, ვინც ამ ურთიერთობაში იყო. ეს ვართ მე და აჩიკო", - ამბობს მომღერალი.

  • კითხვას - "საკუთარ თავს ადანაშაულებ მისი პირველი ოჯახის დანგრევაში?" - ნატალია ქუთათელაძე ასე პასუხობს:

"რასაკვირველია... მესამე ხომ იცი, არ არსებობს არასოდეს, მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფრის, მითუმეტეს, ამაზე ახლა ასე საჯაროდ საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს. ყოველთვის მჯერა კარმის. ამ სიატუაციას და ამ ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, არსებობს რაღაც ენერგეტიკა, რომელიც ბრუნავს და ტრიალებს და როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ, შესაბამისად, რაღაცებისთვის უნდა იყო მზად.

ვეცადე, რომ მათთან (აჩიკოს შვილებთან) ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი არ მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, მართლა როგორც არის. იმიტომ რომ - შენ რომ ცდილობ რაღაც შეალამაზო, მერე ბავშვი მაინც თავისებურად ხარშავს. ჯობია, რომ რაღაცებზე ელაპარაკო ბავშვს, შეიძლება ვცდები.

რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, ის დამოკიდებულება რაც თუნდაც ჩემს მიმართ აქვთ, სანდროზე (ნატალიას და აჩიკოს საერთო შვილი) საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, იმდენად უყვართ, ამ ყველაფრის ფონზე, საოცრად გაკვირვებული და მათლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა.

მეც ძალიან ბევრს ვცდილობ და დიდ ენერგიას ვხარჯავ იმისთვის რომ დაინახონ რამდენად გულწრფელი ვარ მათთან ურთიერთობაში."

  • დანაშაულის შეგრძნებაზე:

"ამის დამალვა ისეთი ტყუილი იქნება. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგსდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს."