პარტნიორები:
    ავტორი:

    "კვარა" ძველ ფორმას იბრუნებს - შესანიშნავი თამაში ვილიარეალთან და ხვიჩას გოლი (ვიდეო)

    "კვარა" ძველ ფორმას იბრუნებს - შესანიშნავი თამაში ვილიარეალთან და ხვიჩას გოლი (ვიდეო)

    მალე sაკლუბო საფეხბურთო ტურნირები დაგვიბრუნდება და დაბრუნდება ის, რაც ქართველებს ძალიან მოენატრათ - "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები. ნეაპოლური გუნდი აქტიურად ემზადება.

    "ნაპოლიმ" ამხანაგური მატჩი საკუთარ მოედანზე "ვილიარეალთან“ გამართა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

    ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით შეუცვლელად ათამაშა. ხვიჩა უფრო გამორჩეული მეორე ტაიმში იყო და 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

    მატჩის მე-12 წუთზე სტუმრები კაპუემ დააწინაურა, თუმცა სამ წუთში ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც ხვიჩამ მეკარე რეინასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კაპუეს დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

    შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ორივე გუნდი აქტიურობდა, კაპუემ საჯარიმოს გარედან ოდნავ ააცილა მიზანს, შემდეგ ხვიჩამ სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო, მეურვეს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან წააქცია. "ვილიარეალის" ორი კონტრშეტევა გოლებით დასრულდა 3:1 გავიდა წინ. 79-ე წუთზე ძერბინი საჯარიმოში წააქციეს და კვარაცხელიამ უზადოდ შესრულებული პენალტით ანგარიში შეამცირა, ძალიან გააქტიურდა, ბურთი თვითონ წაიღო ცენტრში, პარტნიორებს წინ მიუძღოდა, თამაშს ამწვავებდა, ყველა კუთხურს თავად აწოდებდა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

    სერია A-ს განახლებამდე "ნაპოლი“ ბოლო ამხანაგურ მატჩს სახლში "ლილთან“, 21 დეკემბერს ჩაატარებს. (Sportall.ge)

    ნახეთ "კვარას" მიერ გატანილი გოლი:

    ×
    Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"