პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა - ევროპელები შინ მე-3 ადგილით ბრუნდებიან
ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა - ევროპელები შინ მე-3 ადგილით ბრუნდებიან

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მატჩში ხორ­ვა­ტი­ამ მა­რო­კო 2:1 და­ა­მარ­ცხა და ბრინ­ჯა­ოს მე­დალს და­ე­უფ­ლა.

და­სა­წყი­სი მარ­თლაც თვალ­სა­სე­ი­რო გა­მოდ­გა: ხორ­ვა­ტე­ბი იე­რი­შებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, მე­კა­რე ბო­ნომ იმ­დე­ნად უხე­ი­როდ აი­ტა­ნა ბურ­თი, რომ კი­ნა­ღამ სა­კუ­თარ კარ­ში ჩაჭ­რა. შემ­დეგ ხორ­ვა­ტე­ბის სა­ჯა­რი­მო­დან ჩა­წო­დე­ბულ ბურთზე გვარ­დი­ოლ­მა ყვე­ლას და­ას­წრო და თა­ვით და­ახ­ლო­ე­ბით 11 მეტ­რი­დან გა­ი­ტა­ნა. მა­რო­კო­ე­ლებ­მა შე­უ­ტი­ეს და სა­პა­სუ­ხო გო­ლიც თით­ქმის ანა­ლო­გი­უ­რი გა­ვი­და - ისევ სა­ჯა­რი­მო­დან ჩა­წო­დე­ბით, ისევ მცველ­მა (და­რიმ) გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, ისევ თა­ვუ­რით. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მა­რო­კომ უფრო სა­ხი­ფა­თოდ შე­უ­ტია, გოლი კი ხორ­ვა­ტი­ამ გა­ი­ტა­ნა, რო­დე­საც ორ­შიჩ­მა ბურთს ბო­ნოს კარ­ში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი.

მე­ო­რე ტა­ი­მიც ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვი და და­ძა­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, მო­მენ­ტე­ბი ორი­ვე გუნდს ჰქონ­და, ბო­ლოს ენ ნე­სირ­მა ოდ­ნავ აა­ცი­ლა ბურ­თი კარს და ხორ­ვა­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა.

. მოდ­რი­ჩი პირ­ვე­ლი 37+ წლის ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც მუნ­დი­ა­ლებ­ზე ყვე­ლა 7 შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.. პე­რი­ში­ჩის ან­გა­რიშ­ზე ბოლო 3 ტურ­ნირ­ზე 11 სა­გო­ლე მოქ­მე­დე­ბაა (6 გოლი და 5 სა­გო­ლე პასი) და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მხო­ლოდ მე­სის (16) ჩა­მორ­ჩე­ბა.. გვარ­დი­ო­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ხორ­ვატ­თა შო­რის გო­ლის გამ­ტა­ნი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და - 20 წლის და 328 წლის.

sportall.ge

რაო?
0

 20 წლის და 328 წლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
მკითხველის რჩევით
ავტორი:

ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა - ევროპელები შინ მე-3 ადგილით ბრუნდებიან

ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა - ევროპელები შინ მე-3 ადგილით ბრუნდებიან

მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ მაროკო 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დასაწყისი მართლაც თვალსასეირო გამოდგა: ხორვატები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე ბონომ იმდენად უხეიროდ აიტანა ბურთი, რომ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ ხორვატების საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე გვარდიოლმა ყველას დაასწრო და თავით დაახლოებით 11 მეტრიდან გაიტანა. მაროკოელებმა შეუტიეს და საპასუხო გოლიც თითქმის ანალოგიური გავიდა - ისევ საჯარიმოდან ჩაწოდებით, ისევ მცველმა (დარიმ) გამოიჩინა თავი, ისევ თავურით. აქედან მოყოლებული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაროკომ უფრო სახიფათოდ შეუტია, გოლი კი ხორვატიამ გაიტანა, როდესაც ორშიჩმა ბურთს ბონოს კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმიც ლამაზი სანახავი და დაძაბული გამოვიდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს ენ ნესირმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს და ხორვატიამ გაიმარჯვა.

. მოდრიჩი პირველი 37+ წლის ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე ყველა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.. პერიშიჩის ანგარიშზე ბოლო 3 ტურნირზე 11 საგოლე მოქმედებაა (6 გოლი და 5 საგოლე პასი) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესის (16) ჩამორჩება.. გვარდიოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხორვატთა შორის გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 20 წლის და 328 წლის.

sportall.ge