საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?
"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

ცოტა ხნის წინ ხა­შუ­რის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­მა გა­მო­ფე­ნა­ზე "რკი­ნიგ­ზა ხა­შურ­ში 150" აუ­დი­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც მათი ვა­რა­უ­დით ნიკო ფი­როს­მა­ნია აღ­ბეჭ­დი­ლი. ამის შე­სა­ხებ ვწერ­დით კი­დეც.

ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ ხა­შუ­რის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმს დე­და­ქა­ლა­ქი­დან ბა­ტო­ნი ლე­ვან სხირტლა­ძე და­უ­კავ­შირ­და.

"ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, ფი­ზი­კი­სა და ას­ტრო­ნო­მი­ის ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გის, გრი­გოლ სხირტლა­ძის შვი­ლია. მან მოგ­ვა­წო­და თა­ვი­სი პა­პის, ლე­ონ­ტი სხირტლა­ძის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ. ბა­ტონ ლე­ვანს, რო­გორც კი უნა­ხავს ფი­როს­მა­ნის სა­ვა­რა­უ­დო ფო­ტო­სუ­რა­თი, მის გვერ­დით მჯდომ პი­როვ­ნე­ბა­ში, მა­შინ­ვე თა­ვი­სი პაპა ამო­უც­ნია. ლე­ონ­ტი სხირტლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლა 1918 წელს, 55 წლის ასაკ­ში, როცა მისი ვაჟი, გრი­გოლ სხირტლა­ძე 9 წლის იყო. გა­მო­დის, რომ ლე­ონ­ტი და­ბა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს 1863 წელს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ფი­როს­მა­ნის თა­ნა­ტო­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ლე­ონ­ტი სხირტლა­ძე მუ­შა­ობ­და ხა­შუ­რის რკი­ნიგ­ზა­ზე, ჯერ მუ­შად, მერე მე­მან­ქა­ნედ. ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან წაგ­ვად­გა ჩვე­ნი ვა­რა­უ­დე­ბის გან­მტკი­ცე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ ფო­ტო­ზე ამ­ქრის წევ­რებ­თან ერ­თად გა­მო­სა­ხულ­ნი უნდა იყ­ვნენ ხა­შუ­რე­ლი რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი,“ - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხა­შუ­რის სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

"დიახ, ფოტო, რო­მე­ლიც ოჯახ­მა მოგ­ვა­წო­და, ზუს­ტად ედ­რე­ბა ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. ამ ადა­მი­ა­ნის ფო­ტო­ზე ამოც­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ამ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ვა­რა­უ­დი დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ სუ­რათ­ზე რკი­ნიგ­ზე­ლე­ბიც არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვამ­ტკი­ცებთ. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობთ, რომ, რად­გან რკი­ნიგ­ზე­ლია ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი და უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი სა­ვა­რა­უ­დო პი­როვ­ნე­ბის გვერ­დით, ეს მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია", - დას­ძენს მზია ლობ­ჟა­ნი­ძე, ხა­შუ­რის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბის მთა­ვა­რი მცვე­ლი.

AMBEBI.GE ხა­შუ­რის სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მმარ­თვე­ლის მო­ად­გი­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში, პრო­ფე­სორ მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე­საც ესა­უბ­რა:

- ლე­ონ­ტი სხირტლა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად, მისი ვაჟი ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ის უშუ­ა­ლოდ ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მუ­შა­ობ­და რკი­ნიგ­ზის მე-3 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში. ახლა იქ მე-6 სა­ჯა­რო სკო­ლაა. ეს ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და იმ ად­გი­ლის, იმ სახ­ლის მახ­ლობ­ლად, სა­დაც ეს სუ­რა­თი მო­ვი­პო­ვეთ („კოშ­კის უბან­ში“ სულ 2-3 სახ­ლია). ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი დიდი ხა­ნია, ცო­ცხა­ლი აღარ არის და ამი­ტომ, მისი ერთ-ერთი ვა­ჟიშ­ვი­ლი ლე­ვა­ნი და­მი­კავ­შირ­და. მი­თხრა, რომ ამ სუ­რათ­ზე ერთ-ერთი მისი პა­პაა. პა­პას ლე­ონ­ტი ერ­ქვა და მას მისი სა­ხე­ლი ჰქვია.

ლე­ონ­ტი სხირტლა­ძე

ლე­ონ­ტი სხირტლა­ძე რკი­ნიგ­ზე­ლი იყო, ჯერ რი­გი­თად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ - მე­მან­ქა­ნედ. გარ­და­იც­ვა­ლა 1918 წელს, როცა მისი შვი­ლი გრი­გო­ლი, ანუ ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი 9 წლის გახ­ლდათ. ეს თა­რი­ღი იმის მი­ხედ­ვით და­ვად­გი­ნეთ, რად­გა­ნაც ვი­ცით გრი­გოლ სხირტლა­ძის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი. ეს არის 1909 წელი (მა­მას შვი­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცია ასე ჰქონ­და მი­წო­დე­ბუ­ლი, რომ 9 წლი­სა და­ობ­ლდა). გა­მო­დის, 1918 წელი ყო­ფი­ლა და ლე­ონ­ტი 55 წლის გახ­ლდათ (ოჯახ­მა ეს ზუს­ტად იცის).

შვი­ლიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა პა­პის სუ­რა­თე­ბი - ერთი ოჯახ­თან ერ­თად, მე­ო­რე - პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც იმ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტუ­რია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ასა­კობ­რი­ვად ფი­როს­მა­ნის ასაკ­საც ძა­ლი­ან უახ­ლოვ­დე­ბა. რო­გორც გა­მოვ­თვა­ლე, 1863 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ფი­როს­მა­ნი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 1862 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მით ცოტა გვი­ან, მაგ­რამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უფრო 1863 წე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ნა­ტო­ლე­ბი ჩა­ნან და ეს ფო­ტო­და­ნაც ჩანს. ეს კი თვი­თონ სუ­რა­თის და­სა­თა­რი­ღებ­ლად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია. მეტი ინ­ფორ­მა­ცია მათ არ აქვთ, იცი­ან მხო­ლოდ ის, რომ ამ სუ­რათ­ზე ნამ­დვი­ლად მათი პაპა ლე­ონ­ტი სხირტლა­ძეა. ამის იდენ­ტი­ფი­კა­ცია კი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ნა­თე­ლია და წყა­ლი არ გა­უ­ვა.

ჩვენ კვლა­ვაც ვმუ­შა­ობთ აქ­ტი­უ­რად. ვაგ­რძე­ლებთ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ძი­ე­ბას და თქვე­ნი თა­ნად­გო­მის იმე­დი გვაქვს. ვე­ლით ახალ-ახალ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

Akaki
5

ამხელა ჯგუფიდან შთამომავლობა არავის არა ჰყაავს? ეგ 50/50 ზეა რომ თითქოს ეგ ნიკო ფიროსმანია! ილია ჭავჭავაძე იცნობდა თითქოს, მაგრამ ფიროსმანზე არაფერი არ დაუწერია. არც ლექსად, არც მოთხრობაში. არც პირად ისტორიულ მემუარებში არ არის ნახსენები. იცნობდა კინო რეჟისორი მიხეილ ჭიაურელიც, გიორგი შენგელაიას სიმამრი. არც მიხეილს არ დაუწერია არაფერი! და არც უთქვამს ფიროსმანზე. და ბოლოს ისევ ლადო გუდიაშვილი დარჩა! ერთადერთი ნამდვილი თვითმხილველი!

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

"ლევანმა ნიკალას გვერდით მჯდომ პიროვნებაში პაპამისი ამოიცნო" - რა ახალ დეტალებს ჰყვებიან ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც სავარაუდოდ ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

ცოტა ხნის წინ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გამოფენაზე "რკინიგზა ხაშურში 150" აუდიტორიას პირველად წარუდგინა ფოტო, რომელზეც მათი ვარაუდით ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი. ამის შესახებ ვწერდით კიდეც.

ფოტოს გასაჯაროების შემდეგ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს დედაქალაქიდან ბატონი ლევან სხირტლაძე დაუკავშირდა.

"ბატონი ლევანი რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის, ფიზიკისა და ასტრონომიის ცნობილი პედაგოგის, გრიგოლ სხირტლაძის შვილია. მან მოგვაწოდა თავისი პაპის, ლეონტი სხირტლაძის ფოტოსურათები და ინფორმაცია თავისი წინაპრების შესახებ. ბატონ ლევანს, როგორც კი უნახავს ფიროსმანის სავარაუდო ფოტოსურათი, მის გვერდით მჯდომ პიროვნებაში, მაშინვე თავისი პაპა ამოუცნია. ლეონტი სხირტლაძე გარდაცვლილა 1918 წელს, 55 წლის ასაკში, როცა მისი ვაჟი, გრიგოლ სხირტლაძე 9 წლის იყო. გამოდის, რომ ლეონტი დაბადებული უნდა იყოს 1863 წელს.

აღნიშნული პიროვნება ფიროსმანის თანატოლი უნდა ყოფილიყო. ლეონტი სხირტლაძე მუშაობდა ხაშურის რკინიგზაზე, ჯერ მუშად, მერე მემანქანედ. ინფორმაცია ძალიან წაგვადგა ჩვენი ვარაუდების განმტკიცების თვალსაზრისით, რომ ფოტოზე ამქრის წევრებთან ერთად გამოსახულნი უნდა იყვნენ ხაშურელი რკინიგზელები,“ - ამ ინფორმაციას ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მუზეუმი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

"დიახ, ფოტო, რომელიც ოჯახმა მოგვაწოდა, ზუსტად ედრება ჩვენთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულებას. ამ ადამიანის ფოტოზე ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ იდენტიფიკაციამ საშუალება მოგვცა, ვარაუდი დაგვემტკიცებინა, რომ სურათზე რკინიგზელებიც არიან გამოსახული. თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ, რადგან რკინიგზელია ფოტოზე გამოსახული და უშუალოდ ჩვენი სავარაუდო პიროვნების გვერდით, ეს მრავლისმეტყველია", - დასძენს მზია ლობჟანიძე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი.

AMBEBI.GE ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, პროფესორ მურად მთვარელიძესაც ესაუბრა:

- ლეონტი სხირტლაძის შთამომავალი, კონკრეტულად, მისი ვაჟი ცნობილი პედაგოგი გახლდათ. ის უშუალოდ ჩემი მასწავლებელი იყო. მუშაობდა რკინიგზის მე-3 საშუალო სკოლაში. ახლა იქ მე-6 საჯარო სკოლაა. ეს ოჯახი ცხოვრობდა იმ ადგილის, იმ სახლის მახლობლად, სადაც ეს სურათი მოვიპოვეთ („კოშკის უბანში“ სულ 2-3 სახლია). ჩემი მასწავლებელი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის და ამიტომ, მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი ლევანი დამიკავშირდა. მითხრა, რომ ამ სურათზე ერთ-ერთი მისი პაპაა. პაპას ლეონტი ერქვა და მას მისი სახელი ჰქვია.

ლეონტი სხირტლაძე

ლეონტი სხირტლაძე რკინიგზელი იყო, ჯერ რიგითად მუშაობდა, შემდეგ - მემანქანედ. გარდაიცვალა 1918 წელს, როცა მისი შვილი გრიგოლი, ანუ ჩემი მასწავლებელი 9 წლის გახლდათ. ეს თარიღი იმის მიხედვით დავადგინეთ, რადგანაც ვიცით გრიგოლ სხირტლაძის დაბადების თარიღი. ეს არის 1909 წელი (მამას შვილებისთვის ინფორმაცია ასე ჰქონდა მიწოდებული, რომ 9 წლისა დაობლდა). გამოდის, 1918 წელი ყოფილა და ლეონტი 55 წლის გახლდათ (ოჯახმა ეს ზუსტად იცის).

შვილიშვილმა გამოგვიგზავნა პაპის სურათები - ერთი ოჯახთან ერთად, მეორე - პორტრეტი, რომელიც იმ ფოტოზე გამოსახული პიროვნების იდენტურია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასაკობრივად ფიროსმანის ასაკსაც ძალიან უახლოვდება. როგორც გამოვთვალე, 1863 წელს არის დაბადებული. ფიროსმანი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1862 წელს არის დაბადებული, ზოგიერთი მონაცემით ცოტა გვიან, მაგრამ გავრცელებული უფრო 1863 წელია. ფაქტობრივად, თანატოლები ჩანან და ეს ფოტოდანაც ჩანს. ეს კი თვითონ სურათის დასათარიღებლად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მეტი ინფორმაცია მათ არ აქვთ, იციან მხოლოდ ის, რომ ამ სურათზე ნამდვილად მათი პაპა ლეონტი სხირტლაძეა. ამის იდენტიფიკაცია კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია და წყალი არ გაუვა.

ჩვენ კვლავაც ვმუშაობთ აქტიურად. ვაგრძელებთ ფოტოზე გამოსახული პიროვნებების ძიებას და თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს. ველით ახალ-ახალ გამოხმაურებას და ინფორმაციებს.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"