მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."
ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."

16 დე­კემ­ბერს, 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ფეხ­ბურ­თის სერ­ბი ვარ­სკვლა­ვი, "მი­ლა­ნი­სა" და "ბო­ლო­ნი­ის" ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი სი­ნი­შა მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი.

2019 წელს მას ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სამი კურ­სის შემ­დეგ ავად­მყო­ფო­ბამ უკან და­ი­ხია. ის სამ­წვრთნე­ლო საქ­მე­საც და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ა.წ. მარ­ტში სერბმა ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ცი­დივ­მა იჩი­ნა თავი და მკურ­ნა­ლო­ბის ახალ კურსს იწყებ­და.

"მთა­ვა­ზო­ბენ გა­ვი­ა­რო თე­რა­პი­ის ახა­ლი კურ­სი, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფო­ბას და­ჯაბ­ნის. ჩემი ავად­მყო­ფო­ბა საკ­მა­ოდ გამ­ბე­და­ვი გა­მოდ­გა, რად­გან გა­და­წყვი­ტა კვლავ შე­ჯა­ხე­ბო­და ისეთ ტიპს, რო­გო­რიც მე ვარ. რო­გორც ჩანს, მის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, მზად ვარ ჩა­ვუ­ტა­რო მე­ო­რეც. არის ორ­მო­ე­ბი, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ძებ­ნო ძალა წა­მო­სად­გო­მად და მის­გან თავ­და­საღ­წე­ვად. ახლა გა­ცი­ლე­ბით მშვი­დად ვარ, ვიდ­რე ორ­ნა­ხე­ვა­რი წლის წინ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­მიდ­გი­ნეს დი­აგ­ნო­ზი... ვი­მე­დოვ­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად გა­ივ­ლის", - ამ­ბობ­და იმ­ჟა­მად ფეხ­ბურ­თე­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ბო­ლომ­დე იმედს არ კარ­გავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

ხორ­ვა­ტი­ის ქა­ლაქ ვუ­კო­ვარ­ში და­ბა­დე­ბულ­მა სერბმა პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა 1988 წელს "ვო­ი­ვო­დი­ნა­ში" და­ი­წყო. შემ­დეგ გა­და­ვი­და იმ წლე­ბის ევ­რო­პის ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს კლუბ "ცრ­ვე­ნა ზვეზ­და­ში", რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 1991 წელს მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა თასი.

ის იყო "ბა­ი­ერნ­თან" სა­პა­სუ­ხო ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის (2:2) გმი­რი - ჯერ სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმით გა­ი­ტა­ნა, მერე კი, გა­დამ­წყვე­ტი გოლი შე­აგ­დო და­მა­ტე­ბულ წუ­თებ­ზე (კლა­უს აუ­გენ­ტა­ლე­რის­გან რი­კო­შე­ტით) და "ცრ­ვე­ნა ზვეზ­და" ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბელგრა­დე­ლებ­მა პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში (თა­ვი­სი წილი სი­ნი­შამ აქაც გა­ი­ტა­ნა) და­ა­მარ­ცხეს იმ­დრო­ინ­დე­ლი ევ­რო­პუ­ლი გრან­დი - "მარ­სე­ლი".

შემ­დეგ მი­ხა­ი­ლო­ვიჩ­მა კა­რი­ე­რა იტა­ლი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა. ითა­მა­შა ორი­ვე რო­მა­ულ გრან­დში, "სამპდო­რი­ა­ში", "ინ­ტერ­ში"... სე­რია A-ში გა­ი­ტა­ნა 38 გოლი, რაც მცვე­ლის კვა­ლო­ბა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გია. მისი მთა­ვა­რი ია­რა­ღი იყო სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმე­ბი, რა­შიც იმ დროს ბევ­რი ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბო­და.

ბე­დის სცა­და სამ­წვრთნე­ლო ას­პა­რეზ­ზეც. იყო "ბო­ლო­ნი­ას" (ორი სხვა­დას­ხვა ვა­დით), "კა­ტა­ნი­ას", "ფი­ო­რენ­ტი­ნას", "სამპდო­რი­ას", "მი­ლა­ნის", "ტო­რი­ნო­სა" და "სპორ­ტინ­გის" მწვრთნე­ლი. მცი­რე ხნით (2012-13) სა­თა­ვე­ში ედგა სერ­ბე­თის ნაკ­რებს.

იყო იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაკ­რე­ბის წევ­რი დი­დე­ბუ­ლი თა­ო­ბის (და­ვორ შუ­კე­რი, დე­ი­ან სა­ვი­ჩე­ვი­ჩი, რო­ბერტ პრო­სი­ნე­ჩკი, დრა­გან სტო­ი­კო­ვი­ჩი...) ეპო­ქა­ში, ნაკ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო 1992 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაკ­რე­ბის ტურ­ნი­რის მიღ­მა დარ­ჩა.

იუ­გოს­ლა­ვი­ის (ყო­ფი­ლი იუ­გოს­ლა­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კა) ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 1991-დან 2003 წლამ­დე ჩა­ა­ტა­რა 63 მატ­ჩი და გა­ი­ტა­ნა 10 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

კარგად მახსოვს მისი თამაშები და დიდებული ფეხბურთელი იყო,ძალიან მეტკინა ეს ამბავი.ღმერთო ნათელში ამყოფე.

,,AMPREDUZZO,,
0

ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა, კარგი ფეხბურთელი იყო, განსაკუთრებით საჯარიმოებს ურტყავდა გადასარევად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."

ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა - "შეიძლება ორმოში ჩავარდე, მაგრამ უნდა მოძებნო ძალა წამოსადგომად..."

16 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთის სერბი ვარსკვლავი, "მილანისა" და "ბოლონიის" ყოფილი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი.

2019 წელს მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიის სამი კურსის შემდეგ ავადმყოფობამ უკან დაიხია. ის სამწვრთნელო საქმესაც დაუბრუნდა, თუმცა ა.წ. მარტში სერბმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რეციდივმა იჩინა თავი და მკურნალობის ახალ კურსს იწყებდა.

"მთავაზობენ გავიარო თერაპიის ახალი კურსი, რომელიც ავადმყოფობას დაჯაბნის. ჩემი ავადმყოფობა საკმაოდ გამბედავი გამოდგა, რადგან გადაწყვიტა კვლავ შეჯახებოდა ისეთ ტიპს, როგორიც მე ვარ. როგორც ჩანს, მისთვის ჩატარებული პირველი გაკვეთილი საკმარისი არ აღმოჩნდა, მზად ვარ ჩავუტარო მეორეც. არის ორმოები, რომელშიც შეიძლება ჩავარდე, მაგრამ აუცილებელია მოძებნო ძალა წამოსადგომად და მისგან თავდასაღწევად. ახლა გაცილებით მშვიდად ვარ, ვიდრე ორნახევარი წლის წინ, როდესაც პირველად დამიდგინეს დიაგნოზი... ვიმედოვნებ, ყველაფერი სწრაფად გაივლის", - ამბობდა იმჟამად ფეხბურთელი. როგორც ამბობენ, ის ბოლომდე იმედს არ კარგავდა, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში დაბადებულმა სერბმა პროფესიული კარიერა 1988 წელს "ვოივოდინაში" დაიწყო. შემდეგ გადავიდა იმ წლების ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ცრვენა ზვეზდაში", რომლის შემადგენლობაშიც 1991 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი.

ის იყო "ბაიერნთან" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (2:2) გმირი - ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მერე კი, გადამწყვეტი გოლი შეაგდო დამატებულ წუთებზე (კლაუს აუგენტალერისგან რიკოშეტით) და "ცრვენა ზვეზდა" ფინალში გაიყვანა, სადაც ბელგრადელებმა პენალტების სერიაში (თავისი წილი სინიშამ აქაც გაიტანა) დაამარცხეს იმდროინდელი ევროპული გრანდი - "მარსელი".

შემდეგ მიხაილოვიჩმა კარიერა იტალიაში გააგრძელა. ითამაშა ორივე რომაულ გრანდში, "სამპდორიაში", "ინტერში"... სერია A-ში გაიტანა 38 გოლი, რაც მცველის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია. მისი მთავარი იარაღი იყო საჯარიმო დარტყმები, რაშიც იმ დროს ბევრი ვერ გაუტოლდებოდა.

ბედის სცადა სამწვრთნელო ასპარეზზეც. იყო "ბოლონიას" (ორი სხვადასხვა ვადით), "კატანიას", "ფიორენტინას", "სამპდორიას", "მილანის", "ტორინოსა" და "სპორტინგის" მწვრთნელი. მცირე ხნით (2012-13) სათავეში ედგა სერბეთის ნაკრებს.

იყო იუგოსლავიის ნაკრების წევრი დიდებული თაობის (დავორ შუკერი, დეიან სავიჩევიჩი, რობერტ პროსინეჩკი, დრაგან სტოიკოვიჩი...) ეპოქაში, ნაკრებისა, რომელიც მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო იუგოსლავიის ნაკრების ტურნირის მიღმა დარჩა.

იუგოსლავიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) ნაკრების შემადგენლობაში 1991-დან 2003 წლამდე ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.