ავტორი:

"ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი ინტიმური ურთიერთობის კადრები და მაშანტაჟებდნენ... ამიტომ გავიწიე გვერდზე" - ზურა მახარაძე

"ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი ინტიმური ურთიერთობის კადრები და მაშანტაჟებდნენ... ამიტომ გავიწიე გვერდზე" - ზურა მახარაძე

პრორუსული ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრი ზურა მახარაძე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ და ამის გამო დისტანცირდა პოლიტიკისგან.

მისი თქმით, საუბარია გოგოსთან პირად და ინტიმურ მიმოწერაზე.

"მხარდამჭერებს ავუხსნა, რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს... ეს არის მნიშვნელოვანი. სიტუაცია სინამდვილეში არის ასე - კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე და ეგ თემა ადრეც მოვყევი, ეს ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. ამას დამატებული არის ეგეთი გარემოება, რომ კიდევ სხვა ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო გარკვეული შანტაჟის თემები, რომ გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ.

მე ვერ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ საქმისთვის ყოფილიყო ლიდერი და სახე. ზუსტად ამიტომ მოხდა ჩემი გვერდზე გაწევა. ერთი, ვინც ჩემს ბედზე ნერვიულობს, პირადს რაც შეეხება ჩემი ცხოვრების, დავხურე. ბოდიშს გიხდით, რომ მე ვერ აღმოვჩნდი იმ თვისებების მატარებელი, რომელიც ლიდერისთვის და ამ საქმისთვის იყო საჭირო. პოლიტიკური ფასიც გადავიხადე, რადგან პოლიტიკაში აღარ ვარ", - ამბობს ზურაბ მახარაძე.