პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგარაკის ფული არ მქონდა... როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და შვილები მიდიოდნენ ბიჭვინთაში" - ლეგენდარული მსახიობი ოჯახსა და როლებზე, რომელმაც დიდი კვალი დატოვა
"აგარაკის ფული არ მქონდა... როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და შვილები მიდიოდნენ ბიჭვინთაში" - ლეგენდარული მსახიობი ოჯახსა და როლებზე, რომელმაც დიდი კვალი დატოვა

ბა­ტონ თენ­გიზ არჩვა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას კარ­გა ხანს ვე­ლო­დი და ეს დღეც დად­გა... შე­ვე­დი მი­სა­ღებ ოთახ­ში, მი­ვე­სალ­მე და პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა ისე სწრა­ფად ვთქვი, რომ მი­თხრა: რა ჩქა­რა ლა­პა­რა­კობ, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, პა­ტი­ვი უნდა სცე სი­ტყვას და ქარ­თულ ენა­სო... მეც მშვი­დად და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი. პა­ტა­რა მა­გი­და­ზე წიგ­ნე­ბია, სულ ზე­მოთ ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის („პა­ლიტ­რა L“) წიგ­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია“ დევს, იქვე დი­ვან­ზე კი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი აწყვია. ჟურ­ნალ „გზას“ მოვ­კა­რი თვა­ლი, თურ­მე ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს კი­თხუ­ლობს.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სი­ტყვის და წიგ­ნის მი­მართ რუ­დუ­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან გაქვთ? წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას მშობ­ლე­ბი გირ­ჩევ­დნენ?

- ეგ „ავად­მყო­ფო­ბა“ - წიგ­ნის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. მამა წიგ­ნი­ე­რი კაცი იყო. მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თვის არ­ჩე­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სახ­ლში ჰქონ­დათ, შერ­ჩე­ვა არ გვინ­დო­და. ზე­პი­რად ვი­ცო­დი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე... ამ და სხვა კლა­სი­კო­სებს სკო­ლა­ში სხვა­ნა­ი­რად მას­წავ­ლიდ­ნენ. იმ იდე­ო­ლო­გი­ას ჩვენ არ ვი­ღებ­დით. ერთი რამ ვი­ცო­დი, რა­საც სახ­ლში წა­ვი­კი­თხავ­დი, იქ არ ვამ­ბობ­დი. აგერ მი­დევს უბრწყინ­ვა­ლე­სი წიგ­ნი, „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია“ - ახა­ლი გა­მო­ცე­მა, რამ­დე­ნი­მე აკა­დე­მი­კო­სის შედ­გე­ნი­ლია. ერთ-ერთი ჩემი მე­გო­ბა­რიa, და­თუ­ნა მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი. ეს წიგ­ნი ყვე­ლამ უნდა შე­ი­ძი­ნოს.

- რო­მელ მწერ­ლებ­თან მე­გობ­რობ­დით?

- მწერ­ლებ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. ერთი კარ­გი ფო­ტოა, კო­წია გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, მერე ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­დეს... ჩემი მე­გო­ბა­რი იყო დი­დე­ბუ­ლი მწე­რა­ლი არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი. მე­გო­ბა­რი იმას ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბის ერ­თნა­ი­რი წესი გვქონ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა და ბარი ერ­თად მო­ვი­ა­რეთ. უბრწყინ­ვა­ლეს პრო­ზა­ი­კოს რეზო ინა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად თუ­შე­თი მაქვს შე­მოვ­ლი­ლი. ლე­ვან გო­თუა უმ­ცროს მე­გობ­რად მთვლი­და. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის პი­ე­სა­ში „მეფე ერეკ­ლე“ ვთა­მა­შობ­დი და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბაც იქი­დან და­ი­წყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ: ძმე­ბი ჭი­ლა­ძე­ე­ბი, ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი... მეტი რაღა უნდა გი­თხრათ?!

- თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან წახ­ვე­დით, მაგ­რამ მა­ლე­ვე დაბ­რუნ­დით. ამის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ჩემი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ლილი იო­სე­ლი­ა­ნი იყო. პრო­ფე­სი­ას სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ პირ­ველ კურ­სზე ჩა­ე­ყა­რა. მერე ისე მოხ­და, რომ რა­ღაც მე­წყი­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლა შევ­წყვი­ტე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ყვე­ლა სა­გან­ში ფრი­ა­დი მი­ვი­ღე და მა­ინც გა­რეთ დავ­რჩი - ვი­საც "ლი­მი­ტე­ბი" ჰქონ­და, ისი­ნი მი­ი­ღეს. ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი იყო. იმ დროს ნიკო კე­ცხო­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ახა­ლი რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნამ­დე სრუ­ლი არე­უ­ლო­ბა იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ მოვ­ხვდი და თე­ატ­რა­ლურ­ში დავ­ბრუნ­დი.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის არ­ტის­ტე­ბის გვერ­დით დგო­მა რთუ­ლი იყო?

- ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და მომ­ფე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ფეხ­ზე ნერ­ვის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა, ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და გა­მა­კა­ვა, ვერ ვინ­ძრე­ო­დი. მსა­ხი­ობ­მა საშა გო­მე­ლა­ურ­მა კა­ლი­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის ინ­სტი­ტუ­ტში წა­მიყ­ვა­ნა. იქ გვი­თხრეს, ად­გი­ლი არ გვაქ­ვსო. სა­შამ და­ი­წყო: ეს არჩვა­ძეა - ნა­ხეთ, რა ბი­ჭია! ამას წიგ­ნის კი­თხვა უყ­ვარს... ად­გი­ლი არ არი­სო, გა­ი­მე­ო­რა დი­რექ­ტორ­მა. სა­შამ გა­აგ­რძე­ლა: მერე სტუმ­რე­ბი რომ მოვ­ლენ მის სა­ნა­ხა­ვად (დი­რექ­ტორ­მა ისევ ახ­სე­ნა ად­გი­ლი...), ჩვენ მო­ვალთ თე­ატ­რი­დან, ყო­ველ­დღე ვი­ღა­ცა მოვა, ხომ უნდა დახ­ვდეს, პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო, მა­გი­დაც უნდა იდ­გე­სო... იმ­დე­ნი ელა­პა­რა­კა, იმ კაც­მა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი დაგ­ვით­მო და იქ და­მაწ­ვი­ნეს. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ნი მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. თე­ატ­რში რომ მი­ვე­დი, რო­გორც წესი იყო, მცი­რე ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეს. ჟორა შავ­გუ­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ხელ­ფა­სი მე მომ­ცეს.

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, თენ­გიზ არჩვა­ძე, დოდო აბა­ში­ძე და რე­ვაზ ლა­ღი­ძე კო­ლე­გებ­თან ერ­თად

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სპექ­ტაკლში "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი“ ოთარ ნი­ჟა­რა­ძის როლს ას­რუ­ლებ­დით, თუმ­ცა იმა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის ფილმში ეს როლი თქვენ არ შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ, რა­ტომ?

- სხვა­თა შო­რის, ეგ როლი შოთა მა­ნა­გა­ძის ფილმში მე გა­ვახ­მო­ვა­ნე, მაგ­რამ როლი სხვა მსა­ხი­ობ­მა შე­ას­რუ­ლა. კი­ნო­ში ზოგ­ჯერ ასე ხდე­ბა... თე­ატ­რში „თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი“ საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გა­დი­ო­და, ალ­ბათ 200 სპექ­ტაკ­ლი მა­ინც გავ­მარ­თეთ. რე­ჟი­სო­რი იყო ნუგ­ზარ გა­ჩა­ვა, მუ­სი­კა­ლუ­რად ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე აფორ­მებ­და. გა­ლა­კტი­ო­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თმა ლექსმა გა­მი­ტა­ცა - „გულო, რა გე­მარ­თე­ბა“. ჩემი გმი­რის - ოთა­რის ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან ახ­ლოს იყო და ლექ­სი მი­ვუ­ტა­ნე ბი­ძი­ნას. მალე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­ვი­და და სიმ­ღე­რა თა­ვად­ვე დაგ­ვიკ­რა. მე­ლო­დი­ამ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, ქალ­ბა­ტონ ნა­ნის ვთხო­ვეთ ჩა­ე­წე­რა და სიმ­ღე­რა სპექ­ტაკ­ლის ძი­რი­თად თე­მად იქცა. თუმ­ცა, ამ სიმ­ღე­რას ფარ­თო აღი­ა­რე­ბა „დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში“ აჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ ხვდა. ის დღე­საც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- მოგ­ზა­უ­რო­ბის ან გა­და­ღე­ბე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არა­სო­დეს და­გი­წე­რი­ათ?

- არა­ფერს ვი­ნა­ხავ­დი, იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ ჩა­ნა­წერს შე­იძ­ლე­ბა ეჭვი გა­მო­ეწ­ვია. სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ისე გავ­ხდი, არც კომ­კავ­ში­რე­ლი და არც პარ­ტი­უ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ.

ნელი ფი­ლი­აშ­ვი­ლი(თენ­გი­ზის მე­უღ­ლე)თენ­გიზ არჩვა­ძე და პა­ტა­რა ნატო არჩვა­ძე...

- შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო გრჩე­ბო­დათ?

- ფშავ­სა და ხევ­სუ­რეთ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე ორი­ვე სულ თან დამ­ყავ­და, ზა­ფხუ­ლო­ბი­თაც - ბრი­გა­დებს ვქმნი­დით მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მივ­დი­ო­დით. აბა, აგა­რა­კის ფული სად მქონ­და?!. როცა საგ­ზუ­რებს გვაძ­ლევ­დნენ, ჩემი მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად მიბ­რძან­დე­ბოდ­ნენ ბიჭ­ვინ­თა­ში, ქვიშ­ხეთ­ში... მე მიშ­ვებ­დნენ ბა­ზარ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
7

ცოცხალი ლეგენდა კაცობის,ვაჟკაცობის,ქართველობის....ასეტ ადამიანებს დაფასება ჭირდებათ...ნაღდი ქართველი...დიდხანს სიცოცხე და უფლის წყალობა არ მოგლებოდეთ..

ეჰ!
25

დღესაც მრავლად არიან ღირსეული, დამსახურებული ადამიანები, ვისაც არა აქვთ "აგარაკის ფული" !!! რა ვქნათ მერე?!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აგარაკის ფული არ მქონდა... როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და შვილები მიდიოდნენ ბიჭვინთაში" - ლეგენდარული მსახიობი ოჯახსა და როლებზე, რომელმაც დიდი კვალი დატოვა

"აგარაკის ფული არ მქონდა... როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და შვილები მიდიოდნენ ბიჭვინთაში" - ლეგენდარული მსახიობი ოჯახსა და როლებზე, რომელმაც დიდი კვალი დატოვა

ბატონ თენგიზ არჩვაძესთან შეხვედრას კარგა ხანს ველოდი და ეს დღეც დადგა... შევედი მისაღებ ოთახში, მივესალმე და პირველი რამდენიმე წინადადება ისე სწრაფად ვთქვი, რომ მითხრა: რა ჩქარა ლაპარაკობ, ვერაფერი გავიგე, პატივი უნდა სცე სიტყვას და ქართულ ენასო... მეც მშვიდად დავიწყე საუბარი. პატარა მაგიდაზე წიგნებია, სულ ზემოთ ჩვენი გამომცემლობის („პალიტრა L“) წიგნი „საქართველოს ისტორია“ დევს, იქვე დივანზე კი ჟურნალ-გაზეთები აწყვია. ჟურნალ „გზას“ მოვკარი თვალი, თურმე ბატონი თენგიზი ყოველ ხუთშაბათს კითხულობს.

- ბატონო თენგიზ, სიტყვის და წიგნის მიმართ რუდუნება ბავშვობიდან გაქვთ? წასაკითხ ლიტერატურას მშობლები გირჩევდნენ?

- ეგ „ავადმყოფობა“ - წიგნის დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მამა წიგნიერი კაცი იყო. მშობლებს შვილებისთვის არჩეული ბიბლიოთეკა სახლში ჰქონდათ, შერჩევა არ გვინდოდა. ზეპირად ვიცოდი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე... ამ და სხვა კლასიკოსებს სკოლაში სხვანაირად მასწავლიდნენ. იმ იდეოლოგიას ჩვენ არ ვიღებდით. ერთი რამ ვიცოდი, რასაც სახლში წავიკითხავდი, იქ არ ვამბობდი. აგერ მიდევს უბრწყინვალესი წიგნი, „საქართველოს ისტორია“ - ახალი გამოცემა, რამდენიმე აკადემიკოსის შედგენილია. ერთ-ერთი ჩემი მეგობარიa, დათუნა მუსხელიშვილი. ეს წიგნი ყველამ უნდა შეიძინოს.

- რომელ მწერლებთან მეგობრობდით?

- მწერლებთან ახლოს ვიყავი. ერთი კარგი ფოტოა, კოწია გამსახურდიასთან ერთად მაქვს გადაღებული, მერე ჟურნალში დაბეჭდეს... ჩემი მეგობარი იყო დიდებული მწერალი არჩილ სულაკაური. მეგობარი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთნაირი წესი გვქონდა, ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი ერთად მოვიარეთ. უბრწყინვალეს პროზაიკოს რეზო ინანიშვილთან ერთად თუშეთი მაქვს შემოვლილი. ლევან გოთუა უმცროს მეგობრად მთვლიდა. ბატონი ლევანის პიესაში „მეფე ერეკლე“ ვთამაშობდი და ჩვენი მეგობრობაც იქიდან დაიწყო. ჩემი მეგობრები იყვნენ: ძმები ჭილაძეები, ელგუჯა მაღრაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი... მეტი რაღა უნდა გითხრათ?!

- თეატრალური ინსტიტუტიდან წახვედით, მაგრამ მალევე დაბრუნდით. ამის შესახებ გვიამბეთ.

- ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი იყო. პროფესიას საფუძველი სწორედ პირველ კურსზე ჩაეყარა. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მეწყინა და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ თეატრალურში სწავლა შევწყვიტე და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე ყველა საგანში ფრიადი მივიღე და მაინც გარეთ დავრჩი - ვისაც "ლიმიტები" ჰქონდა, ისინი მიიღეს. ადგილები შეზღუდული იყო. იმ დროს ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი რექტორის დანიშვნამდე სრული არეულობა იყო. უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და თეატრალურში დავბრუნდი.

- მარჯანიშვილის თეატრის არტისტების გვერდით დგომა რთული იყო?

- ძალიან უბრალო და მომფერებელი ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთ გადაღებაზე ფეხზე ნერვის ანთება დამემართა, ჩამოვედი თბილისში და გამაკავა, ვერ ვინძრეოდი. მსახიობმა საშა გომელაურმა კალინინის ქუჩაზე ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში წამიყვანა. იქ გვითხრეს, ადგილი არ გვაქვსო. საშამ დაიწყო: ეს არჩვაძეა - ნახეთ, რა ბიჭია! ამას წიგნის კითხვა უყვარს... ადგილი არ არისო, გაიმეორა დირექტორმა. საშამ გააგრძელა: მერე სტუმრები რომ მოვლენ მის სანახავად (დირექტორმა ისევ ახსენა ადგილი...), ჩვენ მოვალთ თეატრიდან, ყოველდღე ვიღაცა მოვა, ხომ უნდა დახვდეს, პირობებია საჭირო, მაგიდაც უნდა იდგესო... იმდენი ელაპარაკა, იმ კაცმა თავისი კაბინეტი დაგვითმო და იქ დამაწვინეს. ახალგაზრდა ვიყავი და ყველანი მეფერებოდნენ. თეატრში რომ მივედი, როგორც წესი იყო, მცირე ხელფასი დამინიშნეს. ჟორა შავგულიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელფასი მე მომცეს.

სოფიკო ჭიაურელი, თენგიზ არჩვაძე, დოდო აბაშიძე და რევაზ ლაღიძე კოლეგებთან ერთად

- ბატონო თენგიზ, სპექტაკლში "თვალი პატიოსანი“ ოთარ ნიჟარაძის როლს ასრულებდით, თუმცა იმავე დასახელების ფილმში ეს როლი თქვენ არ შეგისრულებიათ, რატომ?

- სხვათა შორის, ეგ როლი შოთა მანაგაძის ფილმში მე გავახმოვანე, მაგრამ როლი სხვა მსახიობმა შეასრულა. კინოში ზოგჯერ ასე ხდება... თეატრში „თვალი პატიოსანი“ საკმაოდ დიდხანს გადიოდა, ალბათ 200 სპექტაკლი მაინც გავმართეთ. რეჟისორი იყო ნუგზარ გაჩავა, მუსიკალურად ბიძინა კვერნაძე აფორმებდა. გალაკტიონი ძალიან მიყვარს და იმ პერიოდში ერთმა ლექსმა გამიტაცა - „გულო, რა გემართება“. ჩემი გმირის - ოთარის შინაგან სამყაროსთან ახლოს იყო და ლექსი მივუტანე ბიძინას. მალე რეპეტიციაზე მოვიდა და სიმღერა თავადვე დაგვიკრა. მელოდიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ქალბატონ ნანის ვთხოვეთ ჩაეწერა და სიმღერა სპექტაკლის ძირითად თემად იქცა. თუმცა, ამ სიმღერას ფართო აღიარება „დათა თუთაშხიაში“ აჟღერების შემდეგ ხვდა. ის დღესაც ძალიან პოპულარულია.

- მოგზაურობის ან გადაღებების შთაბეჭდილებები არასოდეს დაგიწერიათ?

- არაფერს ვინახავდი, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩანაწერს შეიძლება ეჭვი გამოეწვია. სახალხო არტისტი ისე გავხდი, არც კომკავშირელი და არც პარტიული არ ვყოფილვარ.

ნელი ფილიაშვილი(თენგიზის მეუღლე)თენგიზ არჩვაძე და პატარა ნატო არჩვაძე...

- შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გრჩებოდათ?

- ფშავსა და ხევსურეთში გადაღებებზე ორივე სულ თან დამყავდა, ზაფხულობითაც - ბრიგადებს ვქმნიდით მსახიობები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მივდიოდით. აბა, აგარაკის ფული სად მქონდა?!. როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და ქალიშვილები ერთად მიბრძანდებოდნენ ბიჭვინთაში, ქვიშხეთში... მე მიშვებდნენ ბაზარში...წაიკითხეთ სრულად