მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს
ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს

პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ლადო კა­ხა­ძე წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მნახ­ვე­ლე­ბის ფრჩხი­ლე­ბი და თმე­ბი შე­მოწ­მდეს.

კა­ხა­ძე პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მე, რო­გორც ექიმს, ასე­თი რამ მაქვს თქვენ­თვის სათ­ქმე­ლი - ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია. კონ­კრე­ტუ­ლი ნო­ზო­ლო­გი­ე­ბის კრე­ბუ­ლით, ამას მოჰ­ყვე­ბა დი­აგ­ნო­ზი. ზო­გი­ერ­თი არის პა­ცი­ენ­ტის მი­მარ­თვის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი დი­აგ­ნო­ზი სა­ჭი­როა იმ ადა­მი­ა­ნის სა­დღაც მი­სავ­ლი­ნებ­ლად. ეს დი­აგ­ნო­ზი 3 ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა: ეს არის ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბა, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გე­ნე­ტი­კა­საც მო­ი­ცავს, შე­ძე­ნილ­საც, გარე ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა­საც და ა.შ. დი­აგ­ნოზს ჰყავს თა­ვი­სი დამსმე­ლი. ეს დი­აგ­ნო­ზი უნდა დას­ვა და და­იც­ვას ადა­მი­ან­მა. ამ დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ბა­მი­სად ტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ამას ჰყავს დამ­ცვე­ლე­ბი, ოპო­ნენ­ტე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი. მე ასეთ რა­მეს გთა­ვა­ზობთ, ორი­ვე მხა­რე, ის მხა­რე და სა­ხელ­მწი­ფოს მხა­რე, შიდა და გარე პო­ტენ­ცი­ა­ლი, დავ­სვათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ლო­გი­კუ­რად და ვიმ­სჯე­ლოთ სა­ჯა­როდ, შე­ჯე­რე­ბულ ვა­რი­ანტზე გა­მო­ვი­ტა­ნოთ ყვე­ლას თვალ­წინ დი­აგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­წამ­ვლას, ამ დარ­ბაზ­შიც იყო მო­წამ­ვლა, ჩვენც არ ვი­ცო­დით ის ადა­მი­ა­ნი შე­მო­ი­ტან­და თუ არა სა­წამ­ლავს. 1500-ზე მეტი მნახ­ვე­ლი ჰყავს [სა­ა­კაშ­ვილს]. მაქვს წი­ნა­და­დე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, შე­ვა­მოწ­მოთ მათი ფრჩხი­ლე­ბი და თმე­ბი იმი­ტომ, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­უ­კუღ­მარ­თე­ბის მცდე­ლო­ბა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
8

რა თქვა ამ კაცმა, ვერაფერი გავიგე

Qeto
20

ეს არა მარტო შაშუბეშაა, ტვინიც ნაღრძობი აქვს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს

ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს.

კახაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხს გამოეხმაურა.

"მე, როგორც ექიმს, ასეთი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი - ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია. კონკრეტული ნოზოლოგიების კრებულით, ამას მოჰყვება დიაგნოზი. ზოგიერთი არის პაციენტის მიმართვის შემდეგ, ზოგიერთი დიაგნოზი საჭიროა იმ ადამიანის სადღაც მისავლინებლად. ეს დიაგნოზი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და გართულება, რომელიც გენეტიკასაც მოიცავს, შეძენილსაც, გარე ფაქტორების ზემოქმედებასაც და ა.შ. დიაგნოზს ჰყავს თავისი დამსმელი. ეს დიაგნოზი უნდა დასვა და დაიცვას ადამიანმა. ამ დიაგნოზის შესაბამისად ტარდება მკურნალობა. ამას ჰყავს დამცველები, ოპონენტები, ექსპერტები. მე ასეთ რამეს გთავაზობთ, ორივე მხარე, ის მხარე და სახელმწიფოს მხარე, შიდა და გარე პოტენციალი, დავსვათ ეს ადამიანები ლოგიკურად და ვიმსჯელოთ საჯაროდ, შეჯერებულ ვარიანტზე გამოვიტანოთ ყველას თვალწინ დიაგნოზი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენც არ ვიცოდით ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს [სააკაშვილს]. მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს“, - განაცხადა კახაძემ.