მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა

თეთრმა სახ­ლმა აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ათა­სო­ბით დო­კუ­მენ­ტის სრუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

თეთ­რი სახ­ლში აცხა­დე­ბენ, რომ არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის 97% (ჯამ­ში 13 173 ფა­ი­ლი) გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა. ამ ფა­ი­ლე­ბი­დან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლის გა­მოვ­ლე­ნას არა­ვინ ელის, თუმ­ცა ის­ტო­რი­კო­სე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის შე­სა­ხებ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ტყო­ბენ.

კე­ნე­დი 1963 წლის 22 ნო­ემ­ბერს, ტე­ხა­სის შტატ­ში, და­ლას­ში ვი­ზი­ტის დროს მოკ­ლეს. 1992 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლი იყო 2017 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა მა­შინ მა­სა­ლე­ბი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ.

პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ფა­ი­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის ნე­ბას იძ­ლე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი 2023 წლის ივ­ნი­სამ­დე ზო­გი­ერთ ფა­ილს მა­ინც შე­ი­ნა­ხა­ვენ, რათა თავი და­იც­ვან შე­საძ­ლო "ზი­ა­ნის­გან".

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის ცნო­ბით, 515 დო­კუ­მენ­ტი მათ­თან დარ­ჩე­ბა, ხოლო 2 545 დო­კუ­მენ­ტი ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

1964 წლის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, უო­რე­ნის კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, რომ კე­ნე­დი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქემ, ლი ჰარ­ვი ოს­ვალდმა მოკ­ლა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რობ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­ლა­სის პო­ლი­ცი­ის შტა­ბის სარ­დაფ­ში მოკ­ლეს, და­კა­ვე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ.

ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლდა უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია.

კე­ნე­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­კო­სე­ბი და თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ უახ­ლე­სი ფა­ი­ლე­ბი მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ავ­ლენ­და ოს­ვალ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ცნო­ბი­ლია, რომ ის 1963 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კგბ-ს საბ­ჭო­თა ოფი­ცერს შეხ­ვდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Mary Ferrell Foundation-ის მკვლე­ვა­რებ­მა მთავ­რო­ბას უჩივ­ლეს, რათა კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფა­ი­ლე­ბი გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ. მათი თქმით, CIA ოს­ვალ­დის მექ­სი­კა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავ­და.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
8

ჯონ კენედი, ყველაზე ძლიერი ამერიკის პრეზიდენტებს შორის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა

თეთრმა სახლმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ათასობით დოკუმენტის სრულად გამოქვეყნების შესახებ ბრძანება გასცა.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ არსებული ჩანაწერების 97% (ჯამში 13 173 ფაილი) გასაჯაროვდება. ამ ფაილებიდან რაიმე განსაკუთრებული სიახლის გამოვლენას არავინ ელის, თუმცა ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ სავარაუდო მკვლელის შესახებ მეტ ინფორმაციას შეიტყობენ.

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატში, დალასში ვიზიტის დროს მოკლეს. 1992 წელს მიღებული კანონის მიხედვით, მთავრობა ვალდებული იყო 2017 წლის ოქტომბრამდე მკვლელობის საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი გამოექვეყნებინა, თუმცა მაშინ მასალები არ გამოუქვეყნებიათ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლახან გამოსცა ბრძანება, რომელიც ფაილების გასაჯაროვების ნებას იძლევა. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი 2023 წლის ივნისამდე ზოგიერთ ფაილს მაინც შეინახავენ, რათა თავი დაიცვან შესაძლო "ზიანისგან".

აშშ-ის ეროვნული არქივის ცნობით, 515 დოკუმენტი მათთან დარჩება, ხოლო 2 545 დოკუმენტი ნაწილობრივ იქნება დაცული.

1964 წლის გამოძიების შედეგად, უორენის კომისიამ დაადგინა, რომ კენედი აშშ-ის მოქალაქემ, ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. სავარაუდო დამნაშავე დალასის პოლიციის შტაბის სარდაფში მოკლეს, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ.

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს ათწლეულების განმავლობაში ახლდა უამრავი შეთქმულების თეორია.

კენედით დაინტერესებული აკადემიკოსები და თეორეტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ უახლესი ფაილები მეტ ინფორმაციას გამოავლენდა ოსვალდის საქმიანობის შესახებ.

ცნობილია, რომ ის 1963 წლის ოქტომბერში კგბ-ს საბჭოთა ოფიცერს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ Mary Ferrell Foundation-ის მკვლევარებმა მთავრობას უჩივლეს, რათა კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილები გამოექვეყნებინათ. მათი თქმით, CIA ოსვალდის მექსიკაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას მალავდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა