პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ, ხმაურია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ხელში ბანერები უჭირავთ, რომელზეც ასახულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები.
ბანერებზე გაკეთებულია წარწერა "ნუ კლავთ!“.
"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან კითხვები აქვს და პარლამენტში სააკაშვილის ფოტოები იმიტომ მიიტანა, რომ პლენარულ სხდომაზე მას აჩვენოს, "რა მდგომარეობაშია პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი“.
თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები ხაბეიშვილს შენობაში პლაკატებით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, მას შესვლის ნება დართეს.
„მნიშვნელოვანია რატი ბრეგაძემ ნახოს ტრიბუნიდან, რომ ის არის მკვლელი და თანამონაწილე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში, დღეს, 16 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მივა. ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.
მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
კი მაგრამ, ქილების ერთი ოთახიდან მეორეში გასროლას ძალა არ სჭირდება, ან ფეხების ისტერიულად ქნევას? მაინც და მაინც სიარულისას უძლურდება? 🙃 გაბრაზდით რამდენიც გინდათ. აღარ ჭრის ეგ ტყუილები და მორჩა!
მკვლელს ვის ეძახის ხონდერი ბოტკოველი? ჯერ სახეზე შეხედეთ. ეგ 7 ნოემბერს წინა ხაზზე იდგა და შიზო განუბაჟებელმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა