"ტაბულას" დამფუძნებელი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პირადი ჩანაწერებით ებრძვიან ერთმანეთს. ამ თემაზე მან 2 პოსტი დაწერა.
"ამასობაში, ენმ-ში ჩანაწერებით ბრძოლა დაუწყიათ ერთმანეთთან.
"ქურდს” აგინებდა მელიაო.
ძალაუფლებას რომ თვალდახუჭული ანდობ, ისეთი ხალხია.
p.s. შეგახსენებთ, რომ ესენი, ანტიდასავლური რეჟიმის მიერ, მიშას ჩანაწერების გამოქვეყნებას აპროტესტებენ და პარალელურად ერთმანეთს ებრძვიან იგივე მეთოდებით", - წერს ერთ-ერთ პოსტში ჩერგოლეიშვილი.
და იქვე აქვეყნებს მეორესაც:
"არ დაგავიწყდეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივად გვევლინება ძალა, რომელსაც ჯერ ძალაუფლებაც არ ჩაუგდია ხელში და უკვე პირადი ჩანაწერებით ებრძვის ერთმანეთს, რომ დაწინაურდნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე კანალიზაციაში გასაშვებია".
გაიხსენეს მოსმენის ინსტიტუტი
ილია ჭავჭავაძე