საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის 2022 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ. ტრა­დი­ცი­უ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა და ხუთი ძი­რი­თა­დი სა­კონ­კურ­სო კა­ტე­გო­რი­ის გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­მაც და­ა­წე­სა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის 2022 წლის სტუ­დენ­ტი კო­ლე­ჯი „იკა­რო­სის“ სტუ­დენ­ტი აკა­კი ცან­კაშ­ვი­ლი გახ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ე­უფ­ლა კონ­დი­ტე­რის პრო­ფე­სი­ას და დღეს კო­ლე­ჯში, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით უზი­ა­რებს სა­კუ­თარ ცოდ­ნას მოს­წავ­ლე­ებს. აკა­კი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­ნან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეა (ის სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია), იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ტკი­ცებს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვროა.

2022 წლის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის კო­ლე­ჯის პე­და­გოგ­მა, გრი­გოლ ფრან­გიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა. 2022 წლის პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და კო­ლე­ჯი „იკა­რო­სი“, პროგ­რა­მით - კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, ხოლო წლის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/ გა­დამ­ზა­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და კო­ლე­ჯი „ახა­ლი ტალ­ღა“, პროგ­რა­მით - კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია. წლის სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს პარტნი­ო­რად კი „პსპ ფარ­მა“ და­სა­ხელ­და.

წელს ძი­რი­თა­დი სა­კონ­კურ­სო კა­ტე­გო­რი­ე­ბის გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო და­ა­წე­სეს კონ­კურ­სის პარტნი­ო­რებ­მა: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი - ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში, გა­და­ე­ცა კო­ლეჯს „მო­დუსს“.

უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი კი რამ­დე­ნი­მე ქვე-კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ე­ცათ რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს (წლის რე­გი­ო­ნუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ას - SBA (წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა), თსუ-ს მე­დი­ი­სა და ტელე­ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლეჯს (წლის სა­ი­მი­ჯო კამ­პა­ნია) და ქე­თე­ვან სუ­ჯაშ­ვილს, ილია წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის კო­ლე­ჯი­დან (წლის სას­წავ­ლო სა­წარ­მოს ინ­სტრუქ­ტო­რი).

ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ე­სალმნენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, აშშ -ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელჩი ჰა­დას მე­ი­ცა­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ტრა­დი­ცი­ის ერ­თგუ­ლე­ბი ვრჩე­ბით და კონ­კურ­სზე, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ხუთი წლის წინ ჩა­ვუ­ყა­რეთ, სულ უფრო იზ­რდე­ბა რო­გორც მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. დარ­გში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის და პრაქ­ტი­კის წარ­მო­ჩე­ნით, ხელს ვუ­წყობთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ამ სფე­რო­ში კერ­ძო-სა­ჯა­რო პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ფონ­დის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას, რად­გა­ნაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს“, - აღ­ნიშ­ნა ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მაგ­და მაღ­რა­ძემ.

„ჩვე­ნი ფონ­დი უკვე მე­ხუ­თე წე­ლია აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ ჯილ­დოს. გვი­ხა­რია, რომ ათას­წლე­უ­ლის ფონდთან ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თან­ხე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბით, შევ­ქმე­ნით პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ხელი შე­ე­წყოს გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორს და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა, ჯილ­დოს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კუ­რი წელს მე­ხუ­თედ ჩა­ტარ­და ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ჯილ­დოს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი. კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

NS

ავტორი:

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტრადიციული დაჯილდოება წელს მეხუთედ გაიმართა და ხუთი ძირითადი საკონკურსო კატეგორიის გარდა, სპეციალური პრიზები საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომაც დააწესა.

პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი კოლეჯი „იკაროსის“ სტუდენტი აკაკი ცანკაშვილი გახდა, რომელიც წარმატებულად დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯში, მასწავლებლის სტატუსით უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს. აკაკი, რომელიც სპეციალური საგანანმანათლებლო საჭიროების მქონეა (ის სმენადაქვეითებულია), იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა მოიპოვა. 2022 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი“, პროგრამით - კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/ გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით - კერძების მომზადების ტექნოლოგია. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი „პსპ ფარმა“ დასახელდა.

წელს ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდო დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში, გადაეცა კოლეჯს „მოდუსს“.

უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვე-კატეგორიაში გადაეცათ რუსთავის მუნიციპალიტეტს (წლის რეგიონული მხარდამჭერი), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA (წლის საერთაშორისო ინიციატივა), თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს (წლის საიმიჯო კამპანია) და ქეთევან სუჯაშვილს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან (წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი).

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ -ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ტრადიციის ერთგულები ვრჩებით და კონკურსზე, რომელსაც საფუძველი ხუთი წლის წინ ჩავუყარეთ, სულ უფრო იზრდება როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. დარგში წარმატებული მაგალითების და პრაქტიკის წარმოჩენით, ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„ჩვენი ფონდი უკვე მეხუთე წელია აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკური წელს მეხუთედ ჩატარდა ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

NS