საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა
"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა

"მი­დი­ან ბი­ჭე­ბი და­უ­ფა­სე­ბელ­ნი, გა­ჭირ­ვე­ბულ­ნი, გა­ნად­გუ­რე­ბულ­ნი... დაღ­ლილ­ნი... ავთო ხვი­ჩი­აც გაფ­რინ­და... მა­ნა­ნა ხვი­ჩი­ას ძმა და იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას შვი­ლო­ბი­ლი... ყვე­ლა ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი... კარ­გი მხატ­ვა­რი და... ეჰ! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!.. ჩვე­ნი, ყვე­ლას ავთო ხვი­ჩია", - ეს თამ­რი­კო მო­ლაშ­ვი­ლის, ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის პოს­ტია, რო­მელ­საც ასე­ვე ახ­ლდა CNN-ის ცნო­ბი­ლი ფოტო. ის 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის დარ­ბე­ვის დროს. ავთო ხვი­ჩია ას­ფალტზეა წაქ­ცე­უ­ლი.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბა­ტო­ნი ავთო უში­შა­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ის ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. ბუ­ნე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ყვე­ლა მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

AMBEBI.GE ავთო ხვი­ჩი­ას მე­უღ­ლეს, თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძეს ესა­უბ­რა. ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლე და­კარ­გა, გულ­წრფე­ლად და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ისა­უბ­რა მას­ზე. ამას­თან, გა­ვიხ­სე­ნეთ გე­ნი­ა­ლუ­რი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია და ხვი­ჩი­ე­ბის ოჯა­ხი.

"გა­სულ ზა­ფხულს ქო­ბუ­ლეთ­ში ვი­ყა­ვით, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი იყო, ამი­ტომ კარ­გად ვერ და­ვის­ვე­ნეთ, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­მა ავ­თოს 67 წლის იუ­ბი­ლე იქ აღ­ვნიშ­ნეთ. იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დით, ავად გახ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... დავ­კარ­გეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სხვებ­ზე ზრუ­ნავ­და და ეს იყო მის­თვის უმ­თავ­რე­სი რამ...

პატ­რი­არ­ქმა ილია II-ემ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც წერს, რომ „ავ­თან­დილ ხვი­ჩი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბა ქვეყ­ნის სამ­სა­ხურს შეს­წი­რა, სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად და მოყ­ვა­სის გა­და­სარ­ჩე­ნად თავი არ და­უ­ზო­გავს,“ - გვიყ­ვე­ბა თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძე.

- 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს ფო­ტომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. მას­ზე ბა­ტო­ნი ავ­თოა აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც რუს­თა­ველ­ზე მი­ტინ­გის დარ­ბე­ვი­სა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ის ას­ფალტზე, შუა ქუ­ჩა­შია და­ვარ­დნი­ლი...

- ფო­ტოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა... ავთო პა­ტა­რა კაცი იყო, მაგ­რამ მუ­ხა­სა­ვით ძლი­ე­რი და ყო­ველ­თვის კლდე­სა­ვით იდგა. ყველ­გან წინა ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე და ასე იყო იმ 7 ნო­ემ­ბერ­საც...

თუმ­ცა ავ­თოს ცხოვ­რე­ბას თან ღი­მი­ლიც დაჰ­ყვე­ბო­და და ეს ფოტო მის მე­გო­ბარს, ალექ­სან­დრე ჩი­ტიშ­ვილს რომ უნა­ხავს, შე­ხუმ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ავ­თოს სი­ცი­ლით უთხრა - ხვი­ჩია, ძლივს არ გნა­ხე წაქ­ცე­უ­ლიო?.. ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა ასე­თი მოვ­ლე­ნის ეპი­ცენ­ტრში იყო, ყო­ველ­თვის სულ წინ იდგა.

მაგ დღეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე გახ­ლდათ, ბი­ჭე­ბი იქ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ... მი­ტინ­გი რომ და­არ­ბი­ეს, სახ­ლში არ მო­სუ­ლა. მძი­მე დღე იყო და სა­ერ­თოდ, მეც არა­ფე­რი მახ­სოვს, თუმ­ცა ის კი კარ­გად მახ­სოვს, რომ შემ­დეგ ინ­სულ­ტი მი­ი­ღო. იქ რა­ღაც შე­ას­ხეს, თუ გაზი გა­უშ­ვეს...

- სა­ო­ცა­რია, გაგ­რის და­ცე­მი­სას 1993 წელს რო­გორ გა­დარ­ჩა...

- ეგ მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო. მანდ იყო ასე­თი ეპი­ზო­დი, ბი­ჭე­ბი წა­მო­წო­ლი­ლი არი­ან, ის­ვე­ნე­ბენ, ავთო ტყი­დან მო­დის. რომ და­ი­ნა­ხეს, უთხრეს - მთე­ლი „აბო­ე­მა“ და­ცა­ლეო? დავ­ცა­ლე, აბა, რა ვქე­ნიო. სნა­ი­პერს დას­დევ­და... კონ­ტუ­ზი­აც ბევ­რჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი. გაგ­რის და­ცე­მის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა ამ­ბა­ვი ჩა­მო­ი­ტა­ნა, ხვი­ჩია ჩემი ხე­ლით დავ­მარ­ხე, მკვდა­რი­აო. ეს რომ გა­ვი­გეთ, ჩემი მული, მა­ნა­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. მთე­ლი ღამე გა­ა­თე­ნეს, გაგ­რის კად­რებ­ში, მკვდრებ­ში ავ­თოს ეძებ­დნენ. დი­ლას მი­თხრა, მკვდრებ­ში არ არი­სო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და: თურ­მე გვა­მებ­ში სის­ხლი­ა­ნი ეგდო და იმ მე­გო­ბარს ეს უნა­ხავს. ჩათ­ვა­ლა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო და აქ ჩა­მო­სულ­მა თქვა, - მე დავ­მარ­ხეო. იქ არა­ვინ არა­ვის მარ­ხავ­და, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, ყვე­ლა გარ­ბო­და...

ავთო ჰყვე­ბო­და, - გონს რომ მო­ვე­დი, ტან­კე­ბი და­ვი­ნა­ხე, რომ­ლებ­საც შავი ხე­ლე­ბი ეხა­ტა­თო. მტრის ტან­კე­ბი იყო... გა­მო­ფხიზ­ლდა, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და რო­გორ­ღაც ტყე­ში გა­იქ­ცა. იქ სხვა ბი­ჭე­ბი შე­უ­ერ­თდნენ - 60 კაცი შე­იკ­რი­ბა, რომ­ლე­ბიც ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდნენ... ფოთ­ლებს ჭამ­დნენ, არ ეძი­ნათ, ფხიზ­ლობ­დნენ და უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყ­ვნენ. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, ამ ყვე­ლაფ­რის­გან თავი და­ეხ­სნათ. ბო­ლოს მწყემ­სე­ბის სა­ძოვ­რებ­ზე ავიდ­ნენ, სა­დაც დიდ­ხანს მო­უ­წი­ათ ყოფ­ნა... ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზე, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, დიტო კიკ­ვა­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი შექ­მნა, ომში რომ წა­ვი­და იმ სამ­სა­ხუ­რის ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­ვა­ტა­ნე, - რა იცი, რა დროს დაგ­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. რაზმში პა­ტა­რა სო­მე­ხი ნათ­ლუ­ლი, გა­რი­კა ჰყავ­და, არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ მან გაგ­რა­ში ჩა­მოს­ვლა მო­ა­ხერ­ხა, აღ­ნიშ­ნულ ნომ­რებ­ზე და­რე­კა და იმ სამ­სა­ხურს რაზ­მის კორ­დი­ნა­ტე­ბი მი­ა­წო­და. შემ­დეგ იქ თბი­ლი­სი­დან ვერ­ტმფრე­ნი ჩაფ­რინ­და და ისი­ნი იქი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ამ ფაქ­ტით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შექ­მნილ­მა იმ სამ­სა­ხურ­მა ეს შეძ­ლო.

ომი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ალ­პი­ნის­ტის „ბა­თინ­კე­ბი“ გა­ი­ხა­და, გა­მი­რე­ცხე და რო­ი­ალ­ზე და­მა­წყო­ბი­ნა. გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ - აქ ეს რა­ტომ გი­დევ­თო? იმი­ტომ, რომ ამან გა­და­მარ­ჩი­ნაო - ასე უპა­სუ­ხებ­და.

არა­და, იმ­დე­ნი ტან­ჯვის შემ­დეგ მწყემ­სე­ბის სა­ძოვ­რებ­ზე რომ მოხ­ვდნენ, საჭ­მელ-სას­მე­ლი დახ­ვდათ. ყვე­ლიც იყო, ხორ­ცის კონ­სერ­ვე­ბი და ხინ­კლის კე­თე­ბა და­უ­წყი­ათ. ის იყო, წყა­ლი ადუღ­და, ხინ­კა­ლი მზად იყო, უნდა ჩა­ე­ყა­რათ და ვერ­ტმფრე­ნე­ბის ხმა გა­ის­მა, თა­ვი­დან მტე­რი ეგო­ნათ და ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზე გა­ცივ­დნენ. რო­დე­საც გა­ირ­კვა, ვერ­ტმფრე­ნე­ბი მათ საშ­ვე­ლად იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხნის მშივ­რებს, ხინ­კა­ლი არ გვეთ­მო­ბო­და, წას­ვლა­ზე ფეხს ვით­რევ­დი­თო. რა თქმა უნდა, და­ტო­ვეს ყვე­ლა­ფე­რი, წა­მო­ვი­დენ და თბი­ლის­ში ჩა­მო­აღ­წი­ეს.

ავთო ხვი­ჩია შვი­ლიშ­ვილ­თან ერთდ

- რო­გორც ჩანს, არ ეწე­რა გარ­დაც­ვა­ლე­ბა...

- კი და ასე­თი ამ­ბა­ვიც მომ­ხდა­რა, ავთო ჰყვე­ბო­და: გაგ­რი­დან რომ გა­დი­ოდ­ნენ, სა­ო­ცა­რი მზის ჩას­ვლა ყო­ფი­ლა, ისე­თი ლა­მა­ზი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი მზე არას­დროს მე­ნა­ხაო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მზის ჩას­ვლა კი არა, ჩვენ წინ მართკუ­თხე­დი სი­ნათ­ლის სვე­ტი ჩა­მო­ვი­და, მი­წამ­დე და­ეშ­ვა, გაწ­ვა, ერთ-ერთ გზას გაჰ­ყვა და ის­რის სახე მი­ი­ღო, ანუ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნა. ამ სას­წა­უ­ლის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე და­ვე­ცით და მი­წას თავი ვურ­ტყი­თო. იმ­დე­ნი ტან­ჯვის შემ­დეგ, გაგ­რი­დან ისე ჩა­მო­ვიდ­ნენ, ერთი ნა­კაწ­რი არ ჰქონ­დათ...

- შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის იპო­ლი­ტე ალ­ბათ დიდი იმე­დი იყო და მათ შო­რის ბა­ტო­ნი ავ­თოს­თვი­საც...

- ის ზო­გა­დად ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის სი­ხა­რუ­ლი, იმე­დი, ზურ­გი და კე­დე­ლი იყო. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, აღარ ვი­ცო­დით, რო­გორ გვე­ცხოვ­რა. ხში­რად სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით აგ­ვა­რებ­და ამა თუ იმ სა­კითხს და არა მარ­ტო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხურ­ში აწყობ­და. ერთხელ რეზო ჩხე­ი­ძეს­თან რე­კავს, ჩემი დის­შვი­ლი სამ­სა­ხურ­ში მინ­და, მო­ვა­წყოო, არა­და, მე­ზო­ბელ ქალ­ბა­ტონ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სახ­ლში დე­დას­თან ერ­თად გვსტუმ­რობ­და ხოლ­მე და იპო­ლი­ტეს ლო­ტოს ფულ­ზე ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ. ძი­რი­თა­დად უგებ­დნენ... რეზო ჩხე­ი­ძემ სამ­სა­ხურ­ში ის ქალ­ბა­ტო­ნი მო­ა­წყო, რო­მე­ლიც იქ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­საქმდა.

იპო­ლი­ტეს დიდი ოჯა­ხი

- რძალს რო­გორ შეგ­ხვდათ?

- ...ძა­ლი­ან მოკ­ლე კა­ბით გავ­თხოვ­დი, რად­გან მა­შინ მინი იყო მო­და­ში... ჩემი გა­თხო­ვე­ბი­დან წლე­ბი იყო გა­სუ­ლი, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­ღაც ფილ­მს ვუ­ყუ­რებთ და ვი­ღა­ცას მოკ­ლე კაბა შევ­ნიშ­ნეთ. იპო­ლი­ტეს ჩემი მული ეუბ­ნე­ბა, - აი, ასე­თი მოკ­ლე კა­ბე­ბი ეცვა შენს საყ­ვა­რელ რძალ­სო. რას ამ­ბობ, ჩემი რძა­ლი ასეთ კა­ბას არ ჩა­იც­ვამ­დაო - მი­უ­გო იპო­ლი­ტემ... ავ­თომ მათ­თან რომ მი­მიყ­ვა­ნა, კარ­გად შემ­ხვდნენ, თან გა­დამ­ყვნენ, ვახ­შა­მი გა­ამ­ზა­დეს. რომ ვი­ვახ­შმეთ, წა­მოვ­დე­ქი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ და მა­გი­დის ალა­გე­ბა და­ვი­წყე. იპო­ლი­ტე ცოლს ანიშ­ნებ­და, შე­ხე­დე, შე­ხე­დე, რა გო­გოა. უხა­რო­და, რომ უსაქ­მუ­რი არ შევხდი. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და...

უკვე ავად იყო იპო­ლი­ტე და სახ­ლში ლო­გინ­ში იწვა. სოფ­ლი­დან ცო­ლის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი ჩა­მო­უ­ვი­და. იო­ნი­კის ყიდ­ვა მინ­და, მი­თხრეს, თბი­ლის­ში იშო­ვიო. მოკ­ლედ, იპო­ლი­ტეს მის­თვის იო­ნი­კა სა­წყო­ბი­დან უნდა გა­მო­ე­ტა­ნა. წამ­ყვე­ბიო? - სთხო­ვა. წა­მოდ­გა, ჩაც­მა და­ი­წყო და მი­დის. სად მი­დი­ხარ, სად მიყ­ვე­ბი, ცუ­დად ხარ, ვე­უბ­ნე­ბით... იცით, რა თქვა? - ვერ გა­ი­გე­ბენ, რომ არ შე­მიძ­ლი­აო. მერე ჩავ­სხე­დით ტაქ­სი­ში და ორ­თა­ჭა­ლა­ში, ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვე­დით და იმ ბიჭ­მა იო­ნი­კა იყი­და.

მა­ნამ­დე იპო­ლი­ტემ ჰკი­თხა, - რად გინ­და იო­ნი­კა? ქორ­წი­ლებ­ში უნდა ვი­ა­რო და და­ვუკ­რაო. ბიჭო, დაკ­ვრა თუ იცი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­გა­წყო­ბო. კონ­სერ­ვა­ტო­რია არ მინ­და, ქორ­წი­ლებ­ში ფული უნდა გა­ვა­კე­თოო. რა­მეს კი არ აი­რი­დებ­და, დახ­მა­რე­ბას იქით შეს­თა­ვა­ზებ­და.

ეს რაც მის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბა და რო­გორც არ­ტის­ტი ხომ გე­ნი­ა­ლუ­რი იყო, რაც ყვე­ლა­ფერ­ში და ყო­ველ­თვის ეტყო­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ნარ­დის თა­მა­ში­სას, უცებ რა­ღაც ისეთ მი­მი­კას მი­ი­ღებ­და, ისე გა­ი­ხე­დავ­და, იმ ერთი მი­მი­კით ყვე­ლა­ფერს ამ­ბობ­და, მთელ ეპი­ზოდს დგამ­და.

- ბა­ტონ ავ­თოს ბა­ბუ­ას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- ჩემს ქმარს ცხოვ­რე­ბა­ში არ უმუ­შა­ვია. თა­ვი­სუ­ფა­ლი მხატ­ვა­რი იყო და ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი. ასე­თი გახ­ლდათ და­ბა­დე­ბი­დან. თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა, ცხოვ­რე­ბა, ბო­ჰე­მა - ყვე­ლა­ფე­რი ეს ჰქონ­და. ოჯა­ხი რომ შევ­ქმე­ნით, იპო­ლი­ტე სხვა ბი­ნა­ში გა­და­ვი­და. ერთ დღე­საც მან­ქა­ნით მოგ­ვა­კი­თხა და ეზო­დან ავ­თოს ეძა­ხის, ჩა­მო­დიო. ეს არ ჩა­დი­ო­და. იპო­ლი­ტემ ლუდი და ქა­ბა­ბი აჩ­ვე­ნა, - ჩა­მო­დი, ლუდ­ზე და ქა­ბაბ­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბიო. ვიცი, რა ლუდ­ზეც მე­პა­ტი­ჟე­ბი, ჩა­მო­მიყ­ვან და მერე სამ­სა­ხურ­ში მო­მა­წყო­ბო... მარ­თლაც, წა­იყ­ვა­ნა და თო­ჯი­ნე­ბის ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუმ­ში პე­და­გო­გად მო­ა­წყო.

- "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან“ სცე­ნა გა­უ­მე­ო­რე­ბია...

- კი, ავ­თოს რე­ზი­კოს ეძახ­და... ის სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მი აფ­რი­კა­ში იყო, 25 მა­ნე­თი უნ­დო­და ტაქ­სით მგზავ­რო­ბას. ტაქ­სით მი­დი­ო­და და მო­დი­ო­და. აი­ყო­ლია იქა­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბიც და ექ­სკურ­სი­ებ­ზე, ლაშ­ქრო­ბებ­ზე არ­მა­ზის ხე­ო­ბა­ში, მცხე­თა­ში დაჰ­ყავ­და. იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - ეს რა მას­წავ­ლე­ბე­ლი ვნა­ხე­თო. იქ ცოტა ხანს გა­ჩერ­და, დიდ­ხანს ვერ­სად ჩერ­დე­ბო­და. მუ­შა­ობ­და ასე­ვე ზურა წე­რე­თელ­თან ჭე­დუ­რო­ბა­ზე და გია ჯა­ფა­რი­ძეს­თან ქან­და­კე­ბა­ზე...

...მა­ნა­ნა და ავთო ტყუ­პე­ბი იყ­ვნენ, მა­ნა­ნა 4 კილო და­ი­ბა­და, ავთო კილო და 900 გრა­მი, თან, ქუდ­ბე­დით. ამ­ბობ­და, და­ბა­დე­ბი­დან ჯენტლმე­ნი ვარ, მა­ნა­ნას გზა და­ვუთ­მე, ქუდი მო­ვუ­ხა­დე, რომ მო­დი­ო­დაო. მა­ნა­ნა იპო­ლი­ტეს საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო და გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ისიც აღარ არის...

სულ 5-ნი იყ­ვნენ. დარ­ჩნენ ორნი - ბე­სი­კი და ნუკ­რი. ნუკ­რი ის პა­ტა­რა გო­გოა ფილმში „ფე­ო­ლა“ რომ თა­მა­შობს. „პა­ტა­რა გოგო, ვინ უკ­რავს? ჩემი ძმა, ბე­სი­კი“...

ავთო ხვი­ჩია შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

- რა იყო თქვენ­თვის ხვი­ჩი­ე­ბის ოჯახ­თან ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა?

- მე ვი­ყა­ვი წიგ­ნის ჭია. ჩემი ოც­ნე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა­რო­ბა იყო და უცებ ასე­თი ბო­ჰე­მუ­რი ადა­მი­ა­ნი ტყე­ში ალ­პი­ნი­ა­და­ზე გა­ვი­ცა­ნი. ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­რო აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­შიც შე­ვე­დი. მერე ავ­ყე­ვი ჩემი ქმრის ცხოვ­რე­ბას, იყო მისი ქე­ი­ფე­ბი, დროს ტა­რე­ბა... ერთხელ ჩემი, რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის სუ­რა­თი გა­ზეთ­ში დე­დამ­თილ­მა ნახა: შვი­ლო, ამ ორო­სანს რო­გორ გა­მო­ყე­ვიო?!. არა­და, ავთო უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ბრწყინ­ვა­ლედ უკ­რავ­და, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, თბი­ლი, სხვებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. თან, ამ თა­ვის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სხვე­ბის აყო­ლი­ე­ბაც შე­ეძ­ლო. წა­იყ­ვან­და მთა­ში, ბუ­ნე­ბა­ში, მწვერ­ვა­ლებ­ზე, რად­გან მთამ­სვლე­ლიც იყო.

- ფა­თე­რა­კე­ბიც საკ­მა­რი­სად ჰქონ­და, ალ­ბათ...

- ერთხელ სახ­ლში გახ­ვრე­ტი­ლი ხე­ლით მო­ვი­და. დანა ჰონ­და ხელ­ში გაყ­რი­ლი. გული შე­მი­წუხ­და, ცუ­დად გავ­ხდი, მე­ზო­ბელ­მა მო­უ­ა­რა, ჭრი­ლო­ბა და­უ­მუ­შა­ვა და შე­უხ­ვია. მე­ო­რე დი­ლით ვი­ღაც ქალი მი­რე­კავს, - მე თქვენ არ მიც­ნობთ, გუ­შინ თქვენ­მა მე­უღ­ლემ, ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. გულ­ში და­ნას ურტყამ­დნენ, ხელი აა­ფა­რა, თა­ვად კი და­ზი­ან­დაო. ხომ გე­უბ­ნე­ბით, სრუ­ლი­ად უცხოს­თვის თავს გა­და­დებ­და. მის­თვის თქმაც არ იყო სა­ჭი­რო, რომ ვინ­მეს შვე­ლა სჭირ­დე­ბო­და. და­სახ­მა­რებ­ლად წა­მი­ე­რად მზად იყო. ასე იცხოვ­რა...

...უნაკ­ლო არ იყო, მაგ­რამ შიგ­ნით ჰქონ­და მთა­ვა­რი, ანა­თებ­და - ამას ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს. თავ­გან­წირ­ვის უნა­რი და უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და. გა­რეთ ქურ­თუ­კით გა­სუ­ლი, სახ­ლში ტიტ­ვე­ლი ბრუნ­დე­ბო­და. ამის მა­გა­ლი­თად ეს ამ­ბა­ვი გა­მოდ­გე­ბა. ერთხელ შინ გაგ­რის თა­ნა­მებ­რძო­ლი მო­იყ­ვა­ნა და მე­უბ­ნე­ბა - ჩემი ლურ­ჯი შარ­ვა­ლი სად არი­სო? ეს იყო მისი ბოლო საბ­რძო­ლო ფორ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. მივ­ხვდი, რა­ტო­მაც კი­თხუ­ლობ­და. სას­წრა­ფოდ აბა­ზა­ნა­ში ჩავ­ყა­რე და და­ვას­ვე­ლე. გა­რე­ცხი­ლია და სვე­ლია-მეთ­ქი. რა პრობ­ლე­მაა? გავ­წუ­რავ, პარკში ჩავ­დებ და ისე გა­ვა­ტა­ნო. ასეც მო­იქ­ცა. ვი­ღა­ცას სცი­ვა და არ ვა­ჩუ­ქოო?! - იცო­და ხოლ­მე თქმა. მოკ­ლედ, შიგ­ნი­დან იყო დიდი ადა­მი­ა­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ, მის ოჯახს ზოგ­ჯერ გვაბ­რა­ზებ­და, გვა­ზა­რა­ლებ­და კი­დეც, პა­ტა­რა წვრილ­მა­ნე­ბი იყო... ასე­თი ავთო სამ­წუ­ხა­როდ გვერ­დით აღარ გვყავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
2

ხვიჩიას თავისი შვილები არ ყავდა....

სენაკელი
12

ნამდვილი ჭეშმარიტი ქართველი და სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი ქედს ვიხრი თქვენს წინაშე-და არა ისე ნაწილი იქიდან წამოსული დასათვლელად ითვლიან ბინებს თბილისში,რომ მოსდევდე ვერ ჩარეკავ აფხაზეთში რამეთუ საბრძოლველად-მწარეა სიმართლე

ავტორი:

"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა

"ავთოც გაფრინდა... პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა

"მიდიან ბიჭები დაუფასებელნი, გაჭირვებულნი, განადგურებულნი... დაღლილნი... ავთო ხვიჩიაც გაფრინდა... მანანა ხვიჩიას ძმა და იპოლიტე ხვიჩიას შვილობილი... ყველა ომგამოვლილი ადამიანი... კარგი მხატვარი და... ეჰ! რა მნიშვნელობა აქვს!.. ჩვენი, ყველას ავთო ხვიჩია", - ეს თამრიკო მოლაშვილის, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის პოსტია, რომელსაც ასევე ახლდა CNN-ის ცნობილი ფოტო. ის 2007 წლის 7 ნოემბერს არის გადაღებული, რუსთაველის გამზირის დარბევის დროს. ავთო ხვიჩია ასფალტზეა წაქცეული.

როგორც შევიტყვეთ, ბატონი ავთო უშიშარი ადამიანი ყოფილა, ის ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში ყველა საომარ მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული. ბუნებით ოპოზიციონერი ყველა მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.

AMBEBI.GE ავთო ხვიჩიას მეუღლეს, თამარ მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონმა თამარმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკარგა, გულწრფელად და დიდი სიყვარულით ისაუბრა მასზე. ამასთან, გავიხსენეთ გენიალური იპოლიტე ხვიჩია და ხვიჩიების ოჯახი.

"გასულ ზაფხულს ქობულეთში ვიყავით, წვიმიანი ამინდები იყო, ამიტომ კარგად ვერ დავისვენეთ, მაგრამ ოჯახის წევრებმა ავთოს 67 წლის იუბილე იქ აღვნიშნეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, ავად გახდა და სამწუხაროდ, ნოემბერში გარდაიცვალა... დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვებზე ზრუნავდა და ეს იყო მისთვის უმთავრესი რამ...

პატრიარქმა ილია II-ემ სამძიმრის წერილი გამოგვიგზავნა, სადაც წერს, რომ „ავთანდილ ხვიჩიამ ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს შესწირა, სამშობლოს დასაცავად და მოყვასის გადასარჩენად თავი არ დაუზოგავს,“ - გვიყვება თამარ მაისურაძე.

- 2007 წლის 7 ნოემბერს ფოტომ მსოფლიო მოიარა. მასზე ბატონი ავთოა აღბეჭდილი, რომელიც რუსთაველზე მიტინგის დარბევისასაა გადაღებული. ის ასფალტზე, შუა ქუჩაშია დავარდნილი...

- ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ავთო პატარა კაცი იყო, მაგრამ მუხასავით ძლიერი და ყოველთვის კლდესავით იდგა. ყველგან წინა ხაზზე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ასე იყო იმ 7 ნოემბერსაც...

თუმცა ავთოს ცხოვრებას თან ღიმილიც დაჰყვებოდა და ეს ფოტო მის მეგობარს, ალექსანდრე ჩიტიშვილს რომ უნახავს, შეხუმრებულები იყვნენ და ავთოს სიცილით უთხრა - ხვიჩია, ძლივს არ გნახე წაქცეულიო?.. ხომ ვამბობ, ყველა ასეთი მოვლენის ეპიცენტრში იყო, ყოველთვის სულ წინ იდგა.

მაგ დღეს მეგობართან ერთად კოლმეურნეობის მოედანზე გახლდათ, ბიჭები იქ იკრიბებოდნენ... მიტინგი რომ დაარბიეს, სახლში არ მოსულა. მძიმე დღე იყო და საერთოდ, მეც არაფერი მახსოვს, თუმცა ის კი კარგად მახსოვს, რომ შემდეგ ინსულტი მიიღო. იქ რაღაც შეასხეს, თუ გაზი გაუშვეს...

- საოცარია, გაგრის დაცემისას 1993 წელს როგორ გადარჩა...

- ეგ მართლა სასწაული იყო. მანდ იყო ასეთი ეპიზოდი, ბიჭები წამოწოლილი არიან, ისვენებენ, ავთო ტყიდან მოდის. რომ დაინახეს, უთხრეს - მთელი „აბოემა“ დაცალეო? დავცალე, აბა, რა ვქენიო. სნაიპერს დასდევდა... კონტუზიაც ბევრჯერ აქვს მიღებული. გაგრის დაცემის შემდეგ, ერთ-ერთმა მეგობარმა ამბავი ჩამოიტანა, ხვიჩია ჩემი ხელით დავმარხე, მკვდარიაო. ეს რომ გავიგეთ, ჩემი მული, მანანა ტელევიზიაში მუშაობდა. მთელი ღამე გაათენეს, გაგრის კადრებში, მკვდრებში ავთოს ეძებდნენ. დილას მითხრა, მკვდრებში არ არისო. სინამდვილეში რა მოხდა: თურმე გვამებში სისხლიანი ეგდო და იმ მეგობარს ეს უნახავს. ჩათვალა, რომ გარდაცვლილი იყო და აქ ჩამოსულმა თქვა, - მე დავმარხეო. იქ არავინ არავის მარხავდა, რადგან ამის საშუალება არ იყო, ყველა გარბოდა...

ავთო ჰყვებოდა, - გონს რომ მოვედი, ტანკები დავინახე, რომლებსაც შავი ხელები ეხატათო. მტრის ტანკები იყო... გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა და როგორღაც ტყეში გაიქცა. იქ სხვა ბიჭები შეუერთდნენ - 60 კაცი შეიკრიბა, რომლებიც ალყაში აღმოჩნდნენ... ფოთლებს ჭამდნენ, არ ეძინათ, ფხიზლობდნენ და უმძიმეს სიტუაციაში იყვნენ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, ამ ყველაფრისგან თავი დაეხსნათ. ბოლოს მწყემსების საძოვრებზე ავიდნენ, სადაც დიდხანს მოუწიათ ყოფნა... ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც ვმუშაობდი, დიტო კიკვაძემ სპეციალური სამსახური შექმნა, ომში რომ წავიდა იმ სამსახურის ტელეფონები გავატანე, - რა იცი, რა დროს დაგჭირდება-მეთქი. რაზმში პატარა სომეხი ნათლული, გარიკა ჰყავდა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მან გაგრაში ჩამოსვლა მოახერხა, აღნიშნულ ნომრებზე დარეკა და იმ სამსახურს რაზმის კორდინატები მიაწოდა. შემდეგ იქ თბილისიდან ვერტმფრენი ჩაფრინდა და ისინი იქიდან გამოიყვანეს. ამ ფაქტით გაოცებული ვიყავი, რომ ტელევიზიაში შექმნილმა იმ სამსახურმა ეს შეძლო.

ომიდან რომ ჩამოვიდა, ალპინისტის „ბათინკები“ გაიხადა, გამირეცხე და როიალზე დამაწყობინა. გვეკითხებოდნენ - აქ ეს რატომ გიდევთო? იმიტომ, რომ ამან გადამარჩინაო - ასე უპასუხებდა.

არადა, იმდენი ტანჯვის შემდეგ მწყემსების საძოვრებზე რომ მოხვდნენ, საჭმელ-სასმელი დახვდათ. ყველიც იყო, ხორცის კონსერვები და ხინკლის კეთება დაუწყიათ. ის იყო, წყალი ადუღდა, ხინკალი მზად იყო, უნდა ჩაეყარათ და ვერტმფრენების ხმა გაისმა, თავიდან მტერი ეგონათ და ყველანი ადგილზე გაცივდნენ. როდესაც გაირკვა, ვერტმფრენები მათ საშველად იყვნენ ჩამოსული, უცნაურია, მაგრამ იმდენი ხნის მშივრებს, ხინკალი არ გვეთმობოდა, წასვლაზე ფეხს ვითრევდითო. რა თქმა უნდა, დატოვეს ყველაფერი, წამოვიდენ და თბილისში ჩამოაღწიეს.

ავთო ხვიჩია შვილიშვილთან ერთდ

- როგორც ჩანს, არ ეწერა გარდაცვალება...

- კი და ასეთი ამბავიც მომხდარა, ავთო ჰყვებოდა: გაგრიდან რომ გადიოდნენ, საოცარი მზის ჩასვლა ყოფილა, ისეთი ლამაზი, ნარინჯისფერი მზე არასდროს მენახაო. სინამდვილეში, მზის ჩასვლა კი არა, ჩვენ წინ მართკუთხედი სინათლის სვეტი ჩამოვიდა, მიწამდე დაეშვა, გაწვა, ერთ-ერთ გზას გაჰყვა და ისრის სახე მიიღო, ანუ სწორი მიმართულება აჩვენა. ამ სასწაულის წინაშე მუხლებზე დავეცით და მიწას თავი ვურტყითო. იმდენი ტანჯვის შემდეგ, გაგრიდან ისე ჩამოვიდნენ, ერთი ნაკაწრი არ ჰქონდათ...

- შვილიშვილებისთვის იპოლიტე ალბათ დიდი იმედი იყო და მათ შორის ბატონი ავთოსთვისაც...

- ის ზოგადად ოჯახის ყველა წევრისთვის სიხარული, იმედი, ზურგი და კედელი იყო. რომ გარდაიცვალა, აღარ ვიცოდით, როგორ გვეცხოვრა. ხშირად სატელეფონო ზარით აგვარებდა ამა თუ იმ საკითხს და არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც, მაგალითად, სამსახურში აწყობდა. ერთხელ რეზო ჩხეიძესთან რეკავს, ჩემი დისშვილი სამსახურში მინდა, მოვაწყოო, არადა, მეზობელ ქალბატონზე იყო ლაპარაკი, რომელიც ჩვენთან სახლში დედასთან ერთად გვსტუმრობდა ხოლმე და იპოლიტეს ლოტოს ფულზე ეთამაშებოდნენ. ძირითადად უგებდნენ... რეზო ჩხეიძემ სამსახურში ის ქალბატონი მოაწყო, რომელიც იქ ძალიან წარმატებულად დასაქმდა.

იპოლიტეს დიდი ოჯახი

- რძალს როგორ შეგხვდათ?

- ...ძალიან მოკლე კაბით გავთხოვდი, რადგან მაშინ მინი იყო მოდაში... ჩემი გათხოვებიდან წლები იყო გასული, ტელევიზორში რაღაც ფილმს ვუყურებთ და ვიღაცას მოკლე კაბა შევნიშნეთ. იპოლიტეს ჩემი მული ეუბნება, - აი, ასეთი მოკლე კაბები ეცვა შენს საყვარელ რძალსო. რას ამბობ, ჩემი რძალი ასეთ კაბას არ ჩაიცვამდაო - მიუგო იპოლიტემ... ავთომ მათთან რომ მიმიყვანა, კარგად შემხვდნენ, თან გადამყვნენ, ვახშამი გაამზადეს. რომ ვივახშმეთ, წამოვდექი ჩვეულებისამებრ და მაგიდის ალაგება დავიწყე. იპოლიტე ცოლს ანიშნებდა, შეხედე, შეხედე, რა გოგოა. უხაროდა, რომ უსაქმური არ შევხდი. კარგი ურთიერთობა გვქონდა...

უკვე ავად იყო იპოლიტე და სახლში ლოგინში იწვა. სოფლიდან ცოლის შორეული ნათესავი ჩამოუვიდა. იონიკის ყიდვა მინდა, მითხრეს, თბილისში იშოვიო. მოკლედ, იპოლიტეს მისთვის იონიკა საწყობიდან უნდა გამოეტანა. წამყვებიო? - სთხოვა. წამოდგა, ჩაცმა დაიწყო და მიდის. სად მიდიხარ, სად მიყვები, ცუდად ხარ, ვეუბნებით... იცით, რა თქვა? - ვერ გაიგებენ, რომ არ შემიძლიაო. მერე ჩავსხედით ტაქსიში და ორთაჭალაში, ტექნიკის მაღაზიაში წავედით და იმ ბიჭმა იონიკა იყიდა.

მანამდე იპოლიტემ ჰკითხა, - რად გინდა იონიკა? ქორწილებში უნდა ვიარო და დავუკრაო. ბიჭო, დაკვრა თუ იცი, კონსერვატორიაში მოგაწყობო. კონსერვატორია არ მინდა, ქორწილებში ფული უნდა გავაკეთოო. რამეს კი არ აირიდებდა, დახმარებას იქით შესთავაზებდა.

ეს რაც მის ცხოვრებისეულ საკითხებს შეეხება და როგორც არტისტი ხომ გენიალური იყო, რაც ყველაფერში და ყოველთვის ეტყობოდა. უბრალოდ, ნარდის თამაშისას, უცებ რაღაც ისეთ მიმიკას მიიღებდა, ისე გაიხედავდა, იმ ერთი მიმიკით ყველაფერს ამბობდა, მთელ ეპიზოდს დგამდა.

- ბატონ ავთოს ბაბუასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- ჩემს ქმარს ცხოვრებაში არ უმუშავია. თავისუფალი მხატვარი იყო და ჭეშმარიტი ხელოვანი. ასეთი გახლდათ დაბადებიდან. თავისებური ხედვა, ცხოვრება, ბოჰემა - ყველაფერი ეს ჰქონდა. ოჯახი რომ შევქმენით, იპოლიტე სხვა ბინაში გადავიდა. ერთ დღესაც მანქანით მოგვაკითხა და ეზოდან ავთოს ეძახის, ჩამოდიო. ეს არ ჩადიოდა. იპოლიტემ ლუდი და ქაბაბი აჩვენა, - ჩამოდი, ლუდზე და ქაბაბზე გეპატიჟებიო. ვიცი, რა ლუდზეც მეპატიჟები, ჩამომიყვან და მერე სამსახურში მომაწყობო... მართლაც, წაიყვანა და თოჯინების ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ სამხატვრო ტექნიკუმში პედაგოგად მოაწყო.

- "თოჯინები იცინიან“ სცენა გაუმეორებია...

- კი, ავთოს რეზიკოს ეძახდა... ის სამხატვრო ტექნიკუმი აფრიკაში იყო, 25 მანეთი უნდოდა ტაქსით მგზავრობას. ტაქსით მიდიოდა და მოდიოდა. აიყოლია იქაური მოსწავლეებიც და ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე არმაზის ხეობაში, მცხეთაში დაჰყავდა. იმ ბავშვების მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ - ეს რა მასწავლებელი ვნახეთო. იქ ცოტა ხანს გაჩერდა, დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. მუშაობდა ასევე ზურა წერეთელთან ჭედურობაზე და გია ჯაფარიძესთან ქანდაკებაზე...

...მანანა და ავთო ტყუპები იყვნენ, მანანა 4 კილო დაიბადა, ავთო კილო და 900 გრამი, თან, ქუდბედით. ამბობდა, დაბადებიდან ჯენტლმენი ვარ, მანანას გზა დავუთმე, ქუდი მოვუხადე, რომ მოდიოდაო. მანანა იპოლიტეს საყვარელი შვილიშვილი იყო და გამორჩეულად უყვარდა. სამწუხაროდ, ისიც აღარ არის...

სულ 5-ნი იყვნენ. დარჩნენ ორნი - ბესიკი და ნუკრი. ნუკრი ის პატარა გოგოა ფილმში „ფეოლა“ რომ თამაშობს. „პატარა გოგო, ვინ უკრავს? ჩემი ძმა, ბესიკი“...

ავთო ხვიჩია შვილიშვილებთან ერთად

- რა იყო თქვენთვის ხვიჩიების ოჯახთან ცხოვრების დაკავშირება?

- მე ვიყავი წიგნის ჭია. ჩემი ოცნება ბიბლიოთეკარობა იყო და უცებ ასეთი ბოჰემური ადამიანი ტყეში ალპინიადაზე გავიცანი. ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოჩნდა, რომელშიც შევედი. მერე ავყევი ჩემი ქმრის ცხოვრებას, იყო მისი ქეიფები, დროს ტარება... ერთხელ ჩემი, როგორც წარჩინებული მოსწავლის სურათი გაზეთში დედამთილმა ნახა: შვილო, ამ ოროსანს როგორ გამოყევიო?!. არადა, ავთო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ბრწყინვალედ უკრავდა, კომუნიკაბელური, ადამიანების მოყვარული, თბილი, სხვებზე გადაყოლილი ადამიანი გახლდათ. თან, ამ თავის სიტუაციაში სხვების აყოლიებაც შეეძლო. წაიყვანდა მთაში, ბუნებაში, მწვერვალებზე, რადგან მთამსვლელიც იყო.

- ფათერაკებიც საკმარისად ჰქონდა, ალბათ...

- ერთხელ სახლში გახვრეტილი ხელით მოვიდა. დანა ჰონდა ხელში გაყრილი. გული შემიწუხდა, ცუდად გავხდი, მეზობელმა მოუარა, ჭრილობა დაუმუშავა და შეუხვია. მეორე დილით ვიღაც ქალი მირეკავს, - მე თქვენ არ მიცნობთ, გუშინ თქვენმა მეუღლემ, ჩემი უმცროსი შვილი სიკვდილს გადაარჩინა. გულში დანას ურტყამდნენ, ხელი ააფარა, თავად კი დაზიანდაო. ხომ გეუბნებით, სრულიად უცხოსთვის თავს გადადებდა. მისთვის თქმაც არ იყო საჭირო, რომ ვინმეს შველა სჭირდებოდა. დასახმარებლად წამიერად მზად იყო. ასე იცხოვრა...

...უნაკლო არ იყო, მაგრამ შიგნით ჰქონდა მთავარი, ანათებდა - ამას ბევრი აღნიშნავს. თავგანწირვის უნარი და უსაზღვრო სიყვარული ჰქონდა. გარეთ ქურთუკით გასული, სახლში ტიტველი ბრუნდებოდა. ამის მაგალითად ეს ამბავი გამოდგება. ერთხელ შინ გაგრის თანამებრძოლი მოიყვანა და მეუბნება - ჩემი ლურჯი შარვალი სად არისო? ეს იყო მისი ბოლო საბრძოლო ფორმა, რომელიც ძალიან უხდებოდა. მივხვდი, რატომაც კითხულობდა. სასწრაფოდ აბაზანაში ჩავყარე და დავასველე. გარეცხილია და სველია-მეთქი. რა პრობლემაა? გავწურავ, პარკში ჩავდებ და ისე გავატანო. ასეც მოიქცა. ვიღაცას სცივა და არ ვაჩუქოო?! - იცოდა ხოლმე თქმა. მოკლედ, შიგნიდან იყო დიდი ადამიანი, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ, მის ოჯახს ზოგჯერ გვაბრაზებდა, გვაზარალებდა კიდეც, პატარა წვრილმანები იყო... ასეთი ავთო სამწუხაროდ გვერდით აღარ გვყავს.