სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება
BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება

BPN Georgia-ს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ამ 2022 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლა, რომ­ლე­ბიც ამავდრო­უ­ლად BPN Georgia-ს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბიც არი­ან. BPN Georgia-ს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ფუძნ­და და მიზ­ნად ისა­ხავს და­ეხ­მა­როს სა­კუ­თარ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა­ში და გა­უ­ზი­ა­როს რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე შვე­ი­ცა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად შვე­ი­ცა­რი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ: BPN-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბენცლი ოპ­რეხ­ტი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვილი ჰელბ­ლინ­გი, BPN-ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ფან­დრა­ი­ზინ­გის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - კა­რო­ლინ ფლი­უ­კი და BPN Georgia-ს დი­რექ­ტო­რი - და­ნი­ელ მა­თე­რი.

ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ამავდრო­უ­ლად მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როც არის წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ უშუ­ა­ლოდ ამ ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. სწო­რედ ეს აღ­ნიშ­ნა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, მას შემ­დეგ რაც კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ქალ­ბა­ტონ­მა ოპ­რეხტმა ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს გა­უ­ზი­ა­რა სას­ტუმ­რო Lenkerhof-ის (რომ­ლის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც გახ­ლავთ ის) ის­ტო­რია, მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სას­ტუმ­როს მარ­თვის 20 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ის­მი­ნა, თუ რო­გორ იქცა Lenkerhof-ი ნან­გრე­ვე­ბი­დან 5 ვარ­სკვლა­ვი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სას­ტუმ­როდ, რო­მე­ლიც დღე­საც ამა­ყად ინარ­ჩუ­ნებს "ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდუ­ლი 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს“ სტა­ტუსს მთე­ლი შვე­ი­ცა­რი­ის მას­შტა­ბით. მსმე­ნე­ლებ­მა შე­ი­ტყვეს Lenkerhof-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა შვე­ი­ცა­რი­ის ულა­მა­ზეს ხე­ო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს წარ­მა­ტე­ბა.

ამას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ გა­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ BPN-ის სხვა შვე­ი­ცა­რი­ელ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, მათ­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია იმ მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რაც ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში ხვდე­ბათ და მათ­გან მი­ე­ღოთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მვი­სა და წარ­მარ­თვის პრო­ცეს­ში.

BPN Georgia-მ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მის 2022 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში მი­უ­ლო­ცა პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცა.

შეხ­ვედ­რის მე­ო­რე, არა­ფორ­მა­ლურ ნა­წილ­ზე BPN Georgia-ს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში გაც­ვა­ლეს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. გაჩ­ნდა მრა­ვა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ერ­თმა­ნე­თის და­სახ­მა­რებ­ლად. ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­ტუ­რია იმის, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად უნდა ცდი­ლობ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ისეთ შეხ­ვედ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. სწო­რი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის დიდი დროა სა­ჭი­როა, თუმ­ცა ყო­ვე­ლი წუთი, რო­მელ­საც ამი­სათ­ვის გა­ი­ღებთ, სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცია იქ­ნე­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

თუ თქვენც გსურთ გახ­დეთ BPN Georgia-ს მცი­რე და სა­შუ­ა­ლიო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე და ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი და კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად და წარ­მა­ტე­ბით მარ­თოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი და­რე­გის­ტრირ­დით ბმულ­ზე ან დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე 599 87 93 41.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება

BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციამ 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ამავდროულად BPN Georgia-ს გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეები და ბიზნეს ასოციაციის წევრებიც არიან. BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაცია რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და მიზნად ისახავს დაეხმაროს საკუთარ ბენეფიციარებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში და გაუზიაროს როგორც ადგილობრივი, ისე შვეიცარიული გამოცდილება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წინასაახალწლო ღონისძიება, რომელსაც სპეციალურად შვეიცარიიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ: BPN-ის თანადამფუძნებელი ბენცლი ოპრეხტი, აღმასრულებელი დირექტორი ვილი ჰელბლინგი, BPN-ის ღონისძიებების ორგანიზატორი, ფანდრაიზინგის წარმომადგენელი - კაროლინ ფლიუკი და BPN Georgia-ს დირექტორი - დანიელ მათერი.

ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო და ამავდროულად მოტივაციის წყაროც არის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების შესახებ უშუალოდ ამ ქვეყნების წარმომადგენლებისგან ინფორმაციის მიღება. სწორედ ეს აღნიშნა დამსწრე საზოგადოებამაც, მას შემდეგ რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ქალბატონმა ოპრეხტმა ღონისძიების სტუმრებს გაუზიარა სასტუმრო Lenkerhof-ის (რომლის მმართველი საბჭოს წარმომადგენელიც გახლავთ ის) ისტორია, მიაწოდა ინფორმაცია სასტუმროს მართვის 20 წლიანი გამოცდილების შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა, თუ როგორ იქცა Lenkerhof-ი ნანგრევებიდან 5 ვარსკვლავიან თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმროდ, რომელიც დღესაც ამაყად ინარჩუნებს ,,ყველაზე ახალგაზრდული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს“ სტატუსს მთელი შვეიცარიის მასშტაბით. მსმენელებმა შეიტყვეს Lenkerhof-ის ღირებულებებისა და მართვის პრინციპების შესახებ, რომელთა დამსახურებაცაა შვეიცარიის ულამაზეს ხეობაში განთავსებული სასტუმროს წარმატება.

ამასთან ერთად მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ BPN-ის სხვა შვეიცარიელ წარმომადგენლებსაც, მათთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია იმ მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ყოველდღიურ რეალობაში ხვდებათ და მათგან მიეღოთ კომპეტენტური რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.

BPN Georgia-მ ღონისძიებაზე საკუთარი პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

შეხვედრის მეორე, არაფორმალურ ნაწილზე BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ერთმანეთში გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია და საფუძველი ჩაუყარეს გრძელვადიან თანამშრომლობას. გაჩნდა მრავალი ინიციატივა ერთმანეთის დასახმარებლად. ეს ყველაფერი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები.

ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია საჭირო კონტაქტების გარეშე. სწორედ ამიტომ წარმატებაზე ორიენტირებული მეწარმეები თავისუფალი დროის სიმცირის მიუხედავად უნდა ცდილობდნენ მონაწილეობა მიიღონ ისეთ შეხვედრებზე, რომლებიც მათ კავშირების გაფართოებაში დაეხმარებათ. სწორი კონტაქტების დამყარებისთვის დიდი დროა საჭიროა, თუმცა ყოველი წუთი, რომელსაც ამისათვის გაიღებთ, საუკეთესო ინვესტიცია იქნება თქვენს საქმიანობაში.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს მცირე და საშუალიო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე და ბიზნეს ასოციაციის წევრი და კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით მართოთ თქვენი ბიზნესი დარეგისტრირდით ბმულზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.

NS