მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ხელფასით მხოლოდ ერთი მატჩის ბილეთს ვიყიდდი" - საგულშემატკივრო ადგილი კატარში ღარიბი მიგრანტებისთვის და ფეხბურთი მათთვის, ვინც დიდ სტადიონზე ვერ მიდის
"ჩემი ხელფასით მხოლოდ ერთი მატჩის ბილეთს ვიყიდდი" - საგულშემატკივრო ადგილი კატარში ღარიბი მიგრანტებისთვის და ფეხბურთი მათთვის, ვინც დიდ სტადიონზე ვერ მიდის

"ჩემ­თვის სულ ერ­თია, ვინ მო­ი­გებს: მა­რო­კო - უკვე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია", - მო­უ­ლოდ­ნე­ლად აცხა­დებს ლა­ბი­დი, რო­მე­ლიც მე­ო­თხე წე­ლია, კა­ტარ­ში ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მუ­შა­ობს.

  • "- მე­გო­ბა­რო, შე­ხე­დე ეკ­რანს: იქ ხე­დავ გერ­მა­ნი­ას, ეს­პა­ნეთს, ბრა­ზი­ლი­ას, ან კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დოს? არა, შენ იქ მა­რო­კოს ხე­დავ. მა­რო­კო - ახა­ლი ჩემ­პი­ო­ნია!“

დო­ჰას ცენ­ტრი­დან 15 კი­ლო­მეტრში კრი­კე­ტის სტა­დი­ო­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ას­კე­ტუ­რი ფან-ზო­ნაა. ძი­რი­თა­დად აქ მიგ­რან­ტე­ბი იყ­რი­ან თავს და ერთი თვეა საყ­ვა­რელ გუნ­დებს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

ახ­ლოს მეტ­როც არ არის, ალ­კოჰო­ლი არ იყი­დე­ბა (სხვა ფან-ზო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით), კომ­ფორ­ტუ­ლი პუ­ფე­ბის ნაც­ვლად კი გა­ზო­ნი და ას­ფალ­ტია. სა­მა­გი­ე­როდ, შეს­ვლა უფა­სოა, შიგ­ნით სწრა­ფი კვე­ბის რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტია, ასე­ვე, მთა­ვა­რი ეკ­რა­ნის გარ­და, ორი მო­ნი­ტო­რია და ფეხ­ბურ­თის მო­ე­და­ნი.

ერთი ეკ­რა­ნი კრი­კე­ტის სტა­დი­ონ­ზეა, მე­ო­რე - გა­სას­ვლელ­ში.

გუ­შინ იქ საფ­რან­გე­თი­სა და მა­რო­კოს მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად რამ­დე­ნი­მე ათა­სი მიგ­რან­ტი მი­ვი­და. უმე­ტე­სო­ბა მა­რო­კოს­კენ იყო, თუმ­ცა ისე­თე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, ვი­საც საფ­რან­გე­თის მო­გე­ბა უნ­დო­და. ზოგს ჰო­ლან­დი­ის დრო­შა ეჭი­რა ხელ­ში, რაც ნა­ხეს, ის მო­ი­ტა­ნეს. რა გა­ე­წყო­ბა...

"კა­ტარ­ში ხან ერთ სა­მუ­შა­ო­ზე ვმუ­შა­ობ, ხან - მე­ო­რე­ზე, ამი­ტომ, ყო­ველ სა­ღა­მოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ ვარ, მაგ­რამ, როცა შე­მიძ­ლია, ყო­ველ­თვის აქ მოვ­დი­ვარ. ბი­ნა­ში, სა­დაც 4 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობთ, ერთი ტე­ლე­ვი­ზო­რია. ფან-ზო­ნა­ში უფრო მეტი მხი­ა­რუ­ლე­ბაა. აქ ისე­თი­ვე ატ­მოს­ფე­როა, რო­გო­რიც ნამ­დვილ სტა­დი­ონ­ზე! თა­მა­შამ­დე რა­ღაც კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბა ხოლ­მე. თან უფა­სოა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

რო­გორ ვცხოვ­რობ აქ? კო­ვი­დის დროს რთუ­ლი იყო, ახლა უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა", - ამ­ბობს სა­კი­ბი, პა­კის­ტა­ნუ­რი მულ­ტა­ნი­დან.

"ჩემი ხელ­ფა­სით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მხო­ლოდ ერთი რო­მე­ლი­მე მატ­ჩის ბი­ლე­თის ყიდ­ვას შევ­ძლებ­დი, უფრო სწო­რად, რამ­დე­ნი­მეს, მაგ­რამ მაგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯახს ვე­რა­ფერს გა­ვუგ­ზავ­ნი­დი, მე კი კა­ტარ­ში ამის­თვის ჩა­მო­ვე­დი. ფან-ზო­ნა­შიც კარ­გად ვგრძნობ თავს.

იგ­რძნო­ბა დიდი ფეხ­ბურ­თის სული და აქ უდი­დე­სი ეკ­რა­ნია, თა­ვი­სი გა­მე­ო­რე­ბე­ბით და კო­მენ­ტა­ტო­რე­ბით. ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე მე ერთხელ ვი­ყა­ვი სტა­დი­ონ­ზე. კა­ტა­რის ერთ უბ­რა­ლო შეხ­ვედ­რას და­ვეს­წა­რი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, იქ ყუ­რე­ბა არ იყო იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც აქ არის", - ამ­ბობს მე­ქა­ნი­კო­სი ჰარ­შა შრილ-ლან­კი­დან.

"მე აქ არ­სად აღარ ვმუ­შა­ობ. ჩემი სა­მუ­შაო ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რულ­და. ახლა უბ­რა­ლოდ აქ ვცხოვ­რობ. სად წა­ვალ?! - არ ვიცი. წას­ვლა არ მინ­და, მინ­და ისევ კა­ტარ­ში ვნა­ხო სა­მუ­შაო, ეს კი მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ცოტა უნდა მო­ვი­ცა­დო.

ფან-ზო­ნა­ში კარ­გად ვერ­თო­ბი და მძი­მე, მო­წყე­ნი­ლი ფიქ­რე­ბის­გან თავს ვაღ­წევ. ადრე აქ მთელ დღე­ებს ვა­ტა­რებ­დი და 4 მატჩს ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე. ახლა მხო­ლოდ სა­ღა­მო­ო­ბით მოვ­დი­ვარ. ჩვენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვწვყვეტთ ვის­კენ ვიქ­ნე­ბით. თა­მა­შამ­დე კი ორ გუნ­დად ვი­ყო­ფით და მო­ე­დან­ზე ჩვენ თვი­თონ ვთა­მა­შობთ", - ამ­ბობს კი­დევ ერთი შრი-ლან­კე­ლი.

  • თეო ერ­ნან­დე­სის გო­ლის გა­ტა­ნას, ფრან­გი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­ხა­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად იზე­ი­მეს.

"მე ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვარ და სამ­სა­ხუ­რის გამო მა­ინც ვერც ერთ მატჩზე ვერ წა­ვი­დო­დი, დღეს დიდი ხნის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე მაქვს, ახ­ლოს ვცხოვ­რობ და ფან-ზო­ნა­ში მო­ვე­დი.

ცოტა ხნის წინ ოჯახს და­ვუ­რე­კე, აი, იმ ტრი­ბუ­ნა­ზე ავე­დი (კრი­კე­ტის სტა­დი­ო­ნის­კენ იშ­ვერს თითს) და ისე ვიქ­ცე­ო­დი, თით­ქოს თა­მა­შის სტა­დი­ონ­ზე ვიყო, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­ვა­ჯე­რე.

ვუ­თხა­რი: "თქვენ რა, არ გეს­მით მატ­ჩის ხმა­უ­რი?“ ისი­ნი კი: "კი, კი, კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის ხმაც გვეს­მის“.

რო­დის ვნა­ხე ბო­ლოს ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი? დიდი ხნის წინ, წელს ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ხავს", - - ამ­ბობს ჰე­მან­ტა ბან­გლა­დე­ში­დან.

"კა­ტარ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ, შე­საძ­ლოა კი­დევ დავ­რჩე, აქ რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო მაქვს. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 8 მატჩზეც კი მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა მეც­ვა და “ჰა­ლი­ფას“ სტა­დი­ო­ნი­დან გა­მო­სულ ხალ­ხს მეტ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბას ვაჩ­ვე­ნებ­დი.

უშუ­ა­ლოდ თა­მა­შებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, არ ვყო­ფილ­ვარ. მაგ­რამ კა­ტარ­მა ჩემ­ნა­ი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ თა­მა­შებს, აქ, ფან-ზო­ნა­ში ვუ­ყუ­როთ. აქე­დან შორს ვცხოვ­რობ, სახ­ლში 6 ადა­მი­ა­ნია, ჯერ არ ვიცი, ღამე სახ­ლში რო­გორ წა­ვალ, მაგ­რამ ამა­ზე არ ვფიქ­რობ.

აქ ძა­ლი­ან მომ­წონს. ფა­სი­ან ფან-ზო­ნებ­ში მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ დიდი სხვა­ო­ბა არ არის“, - ამ­ბობს ნა­ბი­ნი ნე­პა­ლი­დან.

იმე­დია, ამ ადა­მი­ა­ნებს, უბ­რა­ლო­ებს, გულ­წრფე­ლებს, ოჯა­ხის რჩე­ნის გამო მძი­მე პი­რო­ბებ­ში რომ უწევთ მუ­შა­ო­ბა, ერთ დღე­საც ექ­ნე­ბათ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­ანთ ცოლ-შვილ­თან ერ­თად სტა­დი­ონ­ზე და­ეს­წრონ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. კა­ტა­რის დღე­ე­ბი კი ცოტა სევ­დი­ა­ნად და ტკბი­ლად გა­ახ­სენ­დეთ - თუ რა გზა გა­ი­ა­რეს გა­ზო­ნი­დან და ას­ფალ­ტი­დან, ერთ ბი­ნა­ში 6 კაც­თან ცხოვ­რე­ბი­დან იქამ­დე, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან.

წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

საშინლად ექცევიან აქ მომუშავეებს :-(((( 

ჩემი გჯერა?
6

ფეხბურთის ბილეთი კი არა ბიძია,ფული დააგროვე და ოჯახს გაუგზავნე,რა გეფეხბურთება :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემი ხელფასით მხოლოდ ერთი მატჩის ბილეთს ვიყიდდი" - საგულშემატკივრო ადგილი კატარში ღარიბი მიგრანტებისთვის და ფეხბურთი მათთვის, ვინც დიდ სტადიონზე ვერ მიდის

"ჩემი ხელფასით მხოლოდ ერთი მატჩის ბილეთს ვიყიდდი" - საგულშემატკივრო ადგილი კატარში ღარიბი მიგრანტებისთვის და ფეხბურთი მათთვის, ვინც დიდ სტადიონზე ვერ მიდის

"ჩემთვის სულ ერთია, ვინ მოიგებს: მაროკო - უკვე მსოფლიოს ჩემპიონია", - მოულოდნელად აცხადებს ლაბიდი, რომელიც მეოთხე წელია, კატარში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობს.

  • "- მეგობარო, შეხედე ეკრანს: იქ ხედავ გერმანიას, ესპანეთს, ბრაზილიას, ან კრიშტიანო რონალდოს? არა, შენ იქ მაროკოს ხედავ. მაროკო - ახალი ჩემპიონია!“

დოჰას ცენტრიდან 15 კილომეტრში კრიკეტის სტადიონია, რომელიც ყველაზე ასკეტური ფან-ზონაა. ძირითადად აქ მიგრანტები იყრიან თავს და ერთი თვეა საყვარელ გუნდებს გულშემატკივრობენ.

ახლოს მეტროც არ არის, ალკოჰოლი არ იყიდება (სხვა ფან-ზონებისგან განსხვავებით), კომფორტული პუფების ნაცვლად კი გაზონი და ასფალტია. სამაგიეროდ, შესვლა უფასოა, შიგნით სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტია, ასევე, მთავარი ეკრანის გარდა, ორი მონიტორია და ფეხბურთის მოედანი.

ერთი ეკრანი კრიკეტის სტადიონზეა, მეორე - გასასვლელში.

გუშინ იქ საფრანგეთისა და მაროკოს მატჩის სანახავად რამდენიმე ათასი მიგრანტი მივიდა. უმეტესობა მაროკოსკენ იყო, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ვისაც საფრანგეთის მოგება უნდოდა. ზოგს ჰოლანდიის დროშა ეჭირა ხელში, რაც ნახეს, ის მოიტანეს. რა გაეწყობა...

"კატარში ხან ერთ სამუშაოზე ვმუშაობ, ხან - მეორეზე, ამიტომ, ყოველ საღამოს თავისუფალი არ ვარ, მაგრამ, როცა შემიძლია, ყოველთვის აქ მოვდივარ. ბინაში, სადაც 4 ადამიანი ვცხოვრობთ, ერთი ტელევიზორია. ფან-ზონაში უფრო მეტი მხიარულებაა. აქ ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ნამდვილ სტადიონზე! თამაშამდე რაღაც კონცერტები იმართება ხოლმე. თან უფასოა ეს ყველაფერი.

როგორ ვცხოვრობ აქ? კოვიდის დროს რთული იყო, ახლა უკეთესი სიტუაციაა", - ამბობს საკიბი, პაკისტანური მულტანიდან.

"ჩემი ხელფასით მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ ერთი რომელიმე მატჩის ბილეთის ყიდვას შევძლებდი, უფრო სწორად, რამდენიმეს, მაგრამ მაგ შემთხვევაში ოჯახს ვერაფერს გავუგზავნიდი, მე კი კატარში ამისთვის ჩამოვედი. ფან-ზონაშიც კარგად ვგრძნობ თავს.

იგრძნობა დიდი ფეხბურთის სული და აქ უდიდესი ეკრანია, თავისი გამეორებებით და კომენტატორებით. ჩემპიონატამდე მე ერთხელ ვიყავი სტადიონზე. კატარის ერთ უბრალო შეხვედრას დავესწარი. სიმართლე რომ გითხრათ, იქ ყურება არ იყო იმდენად კომფორტული, რამდენადაც აქ არის", - ამბობს მექანიკოსი ჰარშა შრილ-ლანკიდან.

"მე აქ არსად აღარ ვმუშაობ. ჩემი სამუშაო ოქტომბერში დასრულდა. ახლა უბრალოდ აქ ვცხოვრობ. სად წავალ?! - არ ვიცი. წასვლა არ მინდა, მინდა ისევ კატარში ვნახო სამუშაო, ეს კი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ცოტა უნდა მოვიცადო.

ფან-ზონაში კარგად ვერთობი და მძიმე, მოწყენილი ფიქრებისგან თავს ვაღწევ. ადრე აქ მთელ დღეებს ვატარებდი და 4 მატჩს ვუყურებდი ხოლმე. ახლა მხოლოდ საღამოობით მოვდივარ. ჩვენ მეგობრებთან ერთად ვწვყვეტთ ვისკენ ვიქნებით. თამაშამდე კი ორ გუნდად ვიყოფით და მოედანზე ჩვენ თვითონ ვთამაშობთ", - ამბობს კიდევ ერთი შრი-ლანკელი.

  • თეო ერნანდესის გოლის გატანას, ფრანგი გულშემატკივრების გახარება მოჰყვა, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულად იზეიმეს.

"მე ავტობუსის მძღოლი ვარ და სამსახურის გამო მაინც ვერც ერთ მატჩზე ვერ წავიდოდი, დღეს დიდი ხნის შემდეგ, პირველი დასვენების დღე მაქვს, ახლოს ვცხოვრობ და ფან-ზონაში მოვედი.

ცოტა ხნის წინ ოჯახს დავურეკე, აი, იმ ტრიბუნაზე ავედი (კრიკეტის სტადიონისკენ იშვერს თითს) და ისე ვიქცეოდი, თითქოს თამაშის სტადიონზე ვიყო, მაგრამ მაინც ვერ დავაჯერე.

ვუთხარი: "თქვენ რა, არ გესმით მატჩის ხმაური?“ ისინი კი: "კი, კი, კომენტატორების ხმაც გვესმის“.

როდის ვნახე ბოლოს ჩემი ოჯახის წევრები? დიდი ხნის წინ, წელს ნამდვილად არ მინახავს", - - ამბობს ჰემანტა ბანგლადეშიდან.

"კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჩამოვედი, მაგრამ, შესაძლოა კიდევ დავრჩე, აქ რამდენიმე სამუშაო მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატის 8 მატჩზეც კი მომიწია მუშაობა. სპეციალური ფორმა მეცვა და “ჰალიფას“ სტადიონიდან გამოსულ ხალხს მეტროს მიმართულებას ვაჩვენებდი.

უშუალოდ თამაშებზე, სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ. მაგრამ კატარმა ჩემნაირებს საშუალება მისცა, რომ თამაშებს, აქ, ფან-ზონაში ვუყუროთ. აქედან შორს ვცხოვრობ, სახლში 6 ადამიანია, ჯერ არ ვიცი, ღამე სახლში როგორ წავალ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ.

აქ ძალიან მომწონს. ფასიან ფან-ზონებში მიმუშავია, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის“, - ამბობს ნაბინი ნეპალიდან.

იმედია, ამ ადამიანებს, უბრალოებს, გულწრფელებს, ოჯახის რჩენის გამო მძიმე პირობებში რომ უწევთ მუშაობა, ერთ დღესაც ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად სტადიონზე დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატს. კატარის დღეები კი ცოტა სევდიანად და ტკბილად გაახსენდეთ - თუ რა გზა გაიარეს გაზონიდან და ასფალტიდან, ერთ ბინაში 6 კაცთან ცხოვრებიდან იქამდე, სადაც იქნებიან.

წყარო

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ