პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი

გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ოჯახ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გყავთ, პი­რის ღრუს მოვ­ლი­სა და ჰი­გი­ე­ნის სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. ეს პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­საც მო­ი­ცავს, მა­ნამ სა­ნამ ჩვე­ვად, ერ­თგვარ რუ­ტი­ნად არ გა­და­იქ­ცე­ვა და ჩვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის სა­კუ­თარ კბი­ლებ­ზე ზრუნ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო რი­ტუ­ა­ლად არ იქ­ცე­ვა. ბევ­რი კი­თხვა დაგ­ვიგ­როვ­და, გა­დავ­წყვი­ტეთ ეს შე­კი­თხვე­ბი გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის დაგ­ვეს­ვა და „უნი­ვერს დენ­ტა­ლის“ ბავ­შვთა და მოზ­რდილ­თა სტო­მა­ტო­ლოგს ლიკა მა­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა ასა­კი­დან უნდა და­ი­წყოს დე­დამ ზრუნ­ვა ბავ­შვის პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

ორ­სუ­ლო­ბა იდე­ა­ლუ­რი დროა იმის­თვის, რომ და­ი­წყოთ თქვე­ნი ბავ­შვის ად­რე­უ­ლი ასა­კის კა­რი­ე­სე­ბის პრე­ვენ­ცია. ან­ტე­ნა­ტა­ლურ პე­რი­ოდ­ში დე­დის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია, მი­ნე­რა­ლუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ნა­ყო­ფის კბი­ლის ჩა­ნა­სა­ხე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­დის და ჩვი­ლის პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დე­დის არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი კა­რი­ე­სე­ბი, არა­სა­ნი­რე­ბუ­ლი პი­რის ღრუ, მის ნერ­წყვში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პა­რო­დონ­ტო­პა­თო­გე­ნუ­რი და კა­რი­ე­სო­გე­ნუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რია ჩვი­ლის პი­რის ღრუს პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და სარ­ძე­ვე კბი­ლებ­ში ად­რე­უ­ლი ასა­კის კა­რი­ე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

რა ასაკ­ში არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლოგ­თან?

ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლოგ­თან პირ­ვე­ლი კონ­სულ­ტა­ცია სა­სურ­ვე­ლია შედ­გეს პირ­ვე­ლი სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის ამოჭ­რის­თა­ნა­ვე, ანუ ერთ წლამ­დე ასაკ­ში. ამ ასაკ­ში მშობ­ლის და ბავ­შვის ვი­ზიტს მეტ­წი­ლად პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და მი­მარ­თუ­ლია მშობ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­კენ, ამ­გვა­რად, გა­აჩ­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია. ამ ვა­და­ზე მშო­ბე­ლი ღე­ბუ­ლობს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟი­მის და პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნის შე­სა­ხებ, რად­გან კბი­ლე­ბის ხეხ­ვა და მოვ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი კბი­ლის ამოჭ­რის­თა­ნა­ვე. და ამის­თვის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა და მე­თო­დი არ­სე­ბობს. მშო­ბელს მი­ე­წო­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სწო­რი კვე­ბის, სა­წო­ვა­რას მოხ­მა­რე­ბის და დამ­ტკბა­რი სი­თხე­ე­ბის ზო­მი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ , რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მათ თა­ვი­დან აა­რი­დონ პა­ტა­რას ად­რე­უ­ლი ასა­კის ე.წ. „ბოთ­ლის კა­რი­ე­სე­ბი“ ანუ წრი­უ­ლი შავი დე­ფექ­ტე­ბი წინა სარ­ძე­ვე კბი­ლებ­ზე, რა­საც სწო­რედ სა­წო­ვა­რა­თი დამ­ტკბა­რი სი­თხე­ე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს. ექი­მი გა­მო­ავ­ლენს ხომ არა აქვს ბავ­შვს რა­ი­მე მავ­ნე ჩვე­ვა, ხომ არ სუნ­თქავს პი­რით, რა­საც ასე­ვე მივ­ყა­ვართ ყბა-კბილ­თა სის­ტე­მის ანო­მა­ლი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, რო­მელ­თა პრე­ვენ­ცი­აც სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა და­ვი­წყოთ.

ფო­ტო­ზე 3 წლის პა­ცი­ენ­ტი ფრონ­ტა­ლუ­რი კბი­ლე­ბის ე.წ. ბოთ­ლის კა­რი­ე­სე­ბით და კბი­ლის ყე­ლის მი­და­მოს ცირ­კუ­ლა­რუ­ლი კა­რი­ე­სე­ბით, გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­წო­ვა­რა­თი დამ­ტკბა­რი სი­თხე­ე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბით და და­ბა­ლი ჰი­გი­ე­ნით.

ასე­ვე, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ბავ­შვის ვი­ზი­ტი სტო­მა­ტო­ლოგ­თან 2,5-3 წლის ასაკ­ში , როცა სარ­ძე­ვე თან­კბილ­ვა უკვე სრუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და ბავ­შვს აქვს ოცი­ვე სარ­ძე­ვე კბი­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ით­ვლე­ბა 6 წლის ასა­კიც, როცა პა­ტა­რე­ბი იწყე­ბენ კბილ­თა ცვლას ანუ ყა­ლიბ­დე­ბა ცვლა­დი თან­კბილ­ვა. კბილ­თა ცვლის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ 12 წლამ­დე გრძელ­დე­ბა საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია ბავ­შვის­თვის და სა­ჭი­რო­ებს უკვე არა მარ­ტო ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გის არა­მედ ორ­თო­დონ­ტის მხრი­დან მარ­თვა­საც და მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს. 6 წლის ასაკ­ში ბავ­შვს ეჭ­რე­ბა მე-6 მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბი და ამ ვა­და­ზე რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა მე-6 მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბის ფი­სუ­რე­ბის ჰერ­მე­ტი­ზა­ცია.

რა­ტომ არის სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თუ ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­ძე­ვე კბი­ლი არ სტკი­ვა და მას მა­ინც მალე მო­იც­ვლის? იქ­ნებ ჯო­ბია თა­ვი­დან ავა­რი­დოთ ექიმ­თან ვი­ზი­ტის სტრე­სი?

რაც შე­ე­ხე­ბა სტრესს, მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და მარ­თვა დღეს ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი თა­ვი­დან­ვე სწო­რად დავ­გეგ­მავთ ბავ­შვის პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ბავ­შვის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სტო­მა­ტო­ლოგ­თან და რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი გახ­ლავთ სრუ­ლი გა­რან­ტი იმი­სა, რომ ექი­მი მო­ახ­დენს მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას და თუ ის მა­ინც გან­ვი­თარ­და გა­მო­ავ­ლენს მას ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში, როცა და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა მარ­ტი­ვია და არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტკი­ვილ­თან. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვებ­ში კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­და, ფტო­რი­რე­ბა, ფი­სუ­რე­ბის ჰერ­მე­ტი­ზა­ცია არის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ბავ­შვის­თვის, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­მონ­სტრა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და თა­მა­შე­ბის თან­ხლე­ბით. ბავ­შვი ეჩ­ვე­ვა სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზიტს, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა მის­თვის აღარ ასო­ცირ­დე­ბა ტკი­ვილ­თან, სტრეს­თან და შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვს არ უყა­ლიბ­დე­ბა ფო­ბი­ე­ბი. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ვერ ხერ­ხდე­ბა ბავ­შვის ადაპ­ტა­ცია და ის არა­კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლია, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა სე­და­ცი­ით (ე.წ. მალ­ხე­ნი აი­რით) ან ზო­გა­დი გა­უტ­კი­ვა­რე­ბით (ე.წ. ნარ­კო­ზით) და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი (სი­ტყვი­ე­რი) ან ფი­ზი­კუ­რი (გა­კა­ვე­ბა) ზე­წო­ლით, რათა კიდე უფრო არ გა­ვაღ­რმა­ვოთ არ­სე­ბუ­ლი ფო­ბი­ე­ბი. ამ­გვა­რად, ჩემი რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და აირ­ჩი­ონ პრე­ვენ­ცია მკურ­ნა­ლო­ბის ნაც­ვლად. რაც შე­ე­ხე­ბა სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, მინ­და შე­ვახ­სე­ნო მშობ­ლებს, რომ ყვე­ლა სარ­ძე­ვე კბი­ლის ქვეშ ბავ­შვს აქვს მუდ­მი­ვი კბი­ლის ჩა­ნა­სა­ხი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­ძე­ვე კბი­ლი გახ­ლავთ ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფენ­ქცი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც აინ­ფი­ცი­რებს და აზი­ა­ნებს მუდ­მი­ვი კბი­ლის ჩა­ნა­სახს და ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი რისკ-ფაქ­ტო­რი სხვა­დას­ხვა სის­ტე­მუ­რი და რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ფო­ტო­ზე ჩვე­ნი 7 წლის პა­ცი­ენ­ტის ახ­ლად ამოჭ­რი­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი მუდ­მი­ვი საჭ­რე­ლი კბი­ლი, რო­მე­ლიც ამო­იჭ­რა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლო­კა­ლუ­რი ჰი­პოპ­ლა­ზი­ით, რად­გან მისი წი­ნა­მორ­ბე­დი სარ­ძე­ვე კბი­ლი დიდი ხნის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი ქრ. ან­თე­ბით.

გარ­და ამი­სა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, ბავ­შვე­ბი ქვეც­ნო­ბი­ე­რად ერი­დე­ბი­ან ღეჭ­ვას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლის მხა­რეს, არ სი­ა­მოვ­ნებთ მა­გა­რი საკ­ვე­ბის და­ქუც­მა­ცე­ბა, ზარ­მაც­დე­ბი­ან და კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლად იწყე­ბენ რბი­ლი საკ­ვე­ბის და ნახ­შირ­წყლე­ბის მი­ღე­ბას, რომ სწრა­ფად და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ შიმ­ში­ლი. სწო­რედ ამ დროს იკვრე­ბა მან­კი­ე­რი წრე, რად­გან არ ხდე­ბა კბი­ლე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თვი­თწ­მენ­და მა­გა­რი საკ­ვე­ბით, მა­ტუ­ლობს ნა­დე­ბი კბი­ლის ზე­და­პირ­ზე, ვარ­დე­ბა პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნა და ყა­ლიბ­დე­ბა კა­რი­ე­სო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ამ­გვა­რად, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა: ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ბავ­შვის პი­რის ღრუ უნდა იყოს სრუ­ლად სა­ნი­რე­ბუ­ლი. აქვე მინ­და შე­ვახ­სე­ნო ჩვენს მშობ­ლებს, რომ ჯან­მრთე­ლი პი­რის ღრუს და თეთ­რი კბი­ლე­ბი გახ­ლავთ ბავ­შვის ფსი­ქო- სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და ერ­თგვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ის რე­ა­ლიზ­დე­ბა.

იმი­სათ­ვის რომ ბავ­შვის პი­რის ღრუ იყოს სრუ­ლად სა­ნი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნად ხში­რად უნდა მივ­მარ­თოთ ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლოგს?

ზო­გა­დად მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სა­ჭი­როა წე­ლი­წად­ში 2 ჯერ ბავ­შვის ვი­ზი­ტი სტო­მა­ტო­ლოგ­თან, თუმ­ცა აღ­ვნიშ­ნავ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვის პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამას თქვე­ნი სტო­მა­ტო­ლო­გი ზუს­ტად გან­სა­ზღვრავს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი

ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა - ლიკა მანია "უნივერს დენტალის" ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი

განსაკუთრებით, თუ ოჯახში არასრულწლოვანი გყავთ, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავს, მანამ სანამ ჩვევად, ერთგვარ რუტინად არ გადაიქცევა და ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის საკუთარ კბილებზე ზრუნვა სასიამოვნო რიტუალად არ იქცევა. ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, გადავწყვიტეთ ეს შეკითხვები გამოცდილი სპეციალისტისთვის დაგვესვა და „უნივერს დენტალის“ ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგს ლიკა მანიას დავუკავშირდით.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს დედამ ზრუნვა ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

ორსულობა იდეალური დროა იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვენი ბავშვის ადრეული ასაკის კარიესების პრევენცია. ანტენატალურ პერიოდში დედის მიერ გადატანილი დაავადებები, ინფექციები, ანტიბიოტიკოთერაპია, მინერალური ცვლის დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის კბილის ჩანასახების განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია დედის და ჩვილის პირველი კონტაქტი. კვლევებმა აჩვენა, რომ დედის არანამკურნალები კარიესები, არასანირებული პირის ღრუ, მის ნერწყვში დიდი რაოდენობით პაროდონტოპათოგენური და კარიესოგენული მიკროორგანიზმების არსებობა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ჩვილის პირის ღრუს პათოგენური მიკრობებით დასახლების თვალსაზრისით და სარძევე კბილებში ადრეული ასაკის კარიესების განვითარების კუთხით.

რა ასაკში არის რეკომენდირებული პირველი ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან?

ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი კონსულტაცია სასურველია შედგეს პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე, ანუ ერთ წლამდე ასაკში. ამ ასაკში მშობლის და ბავშვის ვიზიტს მეტწილად პროფილაქტიკური დატვირთვა აქვს და მიმართულია მშობლის ინფორმირებულობისკენ, ამგვარად, გააჩნია საგანმანათლებლო ფუნქცია. ამ ვადაზე მშობელი ღებულობს რეკომენდაციებს ჯანსაღი კვების რეჟიმის და პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ, რადგან კბილების ხეხვა და მოვლა აუცილებელია პირველი კბილის ამოჭრისთანავე. და ამისთვის სხვადასხვა საშუალება და მეთოდი არსებობს. მშობელს მიეწოდება რეკომენდაციები სწორი კვების, საწოვარას მოხმარების და დამტკბარი სითხეების ზომიერად გამოყენების შესახებ , რაც საშუალებას აძლევს მათ თავიდან აარიდონ პატარას ადრეული ასაკის ე.წ. „ბოთლის კარიესები“ ანუ წრიული შავი დეფექტები წინა სარძევე კბილებზე, რასაც სწორედ საწოვარათი დამტკბარი სითხეების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს. ექიმი გამოავლენს ხომ არა აქვს ბავშვს რაიმე მავნე ჩვევა, ხომ არ სუნთქავს პირით, რასაც ასევე მივყავართ ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ჩამოყალიბებამდე, რომელთა პრევენციაც სწორედ ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.

ფოტოზე 3 წლის პაციენტი ფრონტალური კბილების ე.წ. ბოთლის კარიესებით და კბილის ყელის მიდამოს ცირკულარული კარიესებით, გამოწვეული საწოვარათი დამტკბარი სითხეების ხანგრძლივი გამოყენებით და დაბალი ჰიგიენით.

ასევე, რეკომენდირებულია ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან 2,5-3 წლის ასაკში , როცა სარძევე თანკბილვა უკვე სრულად ჩამოყალიბებულია და ბავშვს აქვს ოცივე სარძევე კბილი. ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება 6 წლის ასაკიც, როცა პატარები იწყებენ კბილთა ცვლას ანუ ყალიბდება ცვლადი თანკბილვა. კბილთა ცვლის პერიოდი, რომელიც საშუალოდ 12 წლამდე გრძელდება საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვის და საჭიროებს უკვე არა მარტო ბავშვთა სტომატოლოგის არამედ ორთოდონტის მხრიდან მართვასაც და მუდმივ მონიტორინგს. 6 წლის ასაკში ბავშვს ეჭრება მე-6 მუდმივი კბილები და ამ ვადაზე რეკომენდირებულია პროფილაქტიკური პროცედურის ჩატარება, როგორიცაა მე-6 მუდმივი კბილების ფისურების ჰერმეტიზაცია.

რატომ არის სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი, თუ ბავშვს დაზიანებული სარძევე კბილი არ სტკივა და მას მაინც მალე მოიცვლის? იქნებ ჯობია თავიდან ავარიდოთ ექიმთან ვიზიტის სტრესი?

რაც შეეხება სტრესს, მისი თავიდან აცილება და მართვა დღეს ნამდვილად შესაძლებელია, თუკი თავიდანვე სწორად დავგეგმავთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ადრეული ასაკიდანვე ბავშვის მომართვიანობა სტომატოლოგთან და რეგულარული ვიზიტები გახლავთ სრული გარანტი იმისა, რომ ექიმი მოახდენს მოსალოდნელი დაავადებების პრევენციას და თუ ის მაინც განვითარდა გამოავლენს მას ადრეულ სტადიაში, როცა დაავადების მართვა მარტივია და არ არის დაკავშირებული ტკივილთან. პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა ბავშვებში კბილების პროფესიული წმენდა, ფტორირება, ფისურების ჰერმეტიზაცია არის ძალიან სახალისო ბავშვისთვის, ტარდება შესაბამისი სადემონსტრაციო საშუალებების და თამაშების თანხლებით. ბავშვი ეჩვევა სტომატოლოგთან ვიზიტს, სტომატოლოგიური პროცედურა მისთვის აღარ ასოცირდება ტკივილთან, სტრესთან და შესაბამისად ბავშვს არ უყალიბდება ფობიები. დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხერხდება ბავშვის ადაპტაცია და ის არაკოოპერატიულია, რეკომენდირებულია მკურნალობა სედაციით (ე.წ. მალხენი აირით) ან ზოგადი გაუტკივარებით (ე.წ. ნარკოზით) და არავითარ შემთხვევაში ბავშვზე ფსიქოლოგიური (სიტყვიერი) ან ფიზიკური (გაკავება) ზეწოლით, რათა კიდე უფრო არ გავაღრმავოთ არსებული ფობიები. ამგვარად, ჩემი რეკომენდაცია მშობლებისთვის იქნებოდა აირჩიონ პრევენცია მკურნალობის ნაცვლად. რაც შეეხება სარძევე კბილების მკურნალობის აუცილებლობას, მინდა შევახსენო მშობლებს, რომ ყველა სარძევე კბილის ქვეშ ბავშვს აქვს მუდმივი კბილის ჩანასახი. დაზიანებული სარძევე კბილი გახლავთ ქრონიკული ინფენქციის წყარო, რომელიც აინფიცირებს და აზიანებს მუდმივი კბილის ჩანასახს და ასევე განიხილება, როგორც პოტენციური რისკ-ფაქტორი სხვადასხვა სისტემური და რევმატოიდული დაავადებების განვითარების თვალსაზრისით.

ფოტოზე ჩვენი 7 წლის პაციენტის ახლად ამოჭრილი ცენტრალური მუდმივი საჭრელი კბილი, რომელიც ამოიჭრა დაზიანებული ლოკალური ჰიპოპლაზიით, რადგან მისი წინამორბედი სარძევე კბილი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა არანამკურნალები ქრ. ანთებით.

გარდა ამისა, დაზიანებული სარძევე კბილების არსებობისას, ბავშვები ქვეცნობიერად ერიდებიან ღეჭვას დაზიანებული კბილის მხარეს, არ სიამოვნებთ მაგარი საკვების დაქუცმაცება, ზარმაცდებიან და კომპენსატორულად იწყებენ რბილი საკვების და ნახშირწყლების მიღებას, რომ სწრაფად დაიკმაყოფილონ შიმშილი. სწორედ ამ დროს იკვრება მანკიერი წრე, რადგან არ ხდება კბილების ფიზიოლოგიური თვითწმენდა მაგარი საკვებით, მატულობს ნადები კბილის ზედაპირზე, ვარდება პირის ღრუს ჰიგიენა და ყალიბდება კარიესოგენული სიტუაცია. ამგვარად, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება: ნებისმიერ ასაკში ბავშვის პირის ღრუ უნდა იყოს სრულად სანირებული. აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მშობლებს, რომ ჯანმრთელი პირის ღრუს და თეთრი კბილები გახლავთ ბავშვის ფსიქო- სოციალური სტატუსი და ერთგვარი სავიზიტო ბარათი საზოგადოებაში, სადაც ის რეალიზდება.

იმისათვის რომ ბავშვის პირის ღრუ იყოს სრულად სანირებული რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?

ზოგადად მიჩნეულია, რომ საჭიროა წელიწადში 2 ჯერ ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან, თუმცა აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვა ინდივიდუალურია და ამას თქვენი სტომატოლოგი ზუსტად განსაზღვრავს.

NS