ავტორი:

"თავს მივიჩნევ ძალადობის მსხვერპლად... ადეკვატურ სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელი კადრების ნახვის მერე" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"თავს მივიჩნევ ძალადობის მსხვერპლად... ადეკვატურ სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელი კადრების ნახვის მერე" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ კადრებს ეხმაურება, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

როგორც ის წერს, ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დანაშაულია, კადრების გავრცელება კი არასწორი.

"ადეკვატურ სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელი კადრების ნახვის მერე. თავს მივიჩნევ ძალადობის მსხვერპლად, რომელსაც მერამდენედ საქართველოს უახლეს ისტორიაში უთხრეს, რომ არარაობაა, არაადამიანია და აბსოლუტურად უმწეო, რომ რამე გავლენა მოახდინოს ადამიანობის სასარგებლოდ. რაც უფრო ერთ წრეზე ვტრიალებთ, მით მეტად უმწეოდ ვგრძნობ თავს.

ადრე მეგონა მაინც, რომ ცვლილება შესაძლებელი იყო. რომ დავძლევდით ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას. მსოფლიოს ვერ ვპატიობ, თვალიდან არ ამომდის კადაფის ჩაქოლვის სურათი.

ასეთი სანახაობის მერე სულერთი ხდება, ვის რა პრეტენზია ჰქონდა კონკრეტულ პირთან. ადამიანებში მხეცის გაღვიძებაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. დანარჩენს, რატომაა ეს კადრები და თავისთავად ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი დანაშაული, უბრალოდ, აღარც აღვნიშნავ", - წერს ფანჯიკიძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით და მასში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს დამხმარე გადასაადგილებელი საშუალების გარეშე გადაადგილება უჭირს.

ნახეთ ასევე: