სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია 10 ყველაზე სასიამოვნო სურნელი და რატომ უყვარს ისინი ყველაზე მეტ ადამიანს?
რომელია 10 ყველაზე სასიამოვნო სურნელი და რატომ უყვარს ისინი ყველაზე მეტ ადამიანს?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ვსხვავ­დე­ბით ეროვ­ნე­ბის, კულ­ტუ­რის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა თუ სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ერთი რამ ყვე­ლას სა­ერ­თო გვაქვს: ჩვენ გვიყ­ვარს ზო­გი­ერ­თი სურ­ნე­ლი, ზო­გი­ერ­თი კი იმ­დე­ნად არ მოგ­ვწონს, ცუდ ხა­სი­ათ­ზეც კი გვა­ყე­ნებს.

სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს კარგ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს - ამ პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა კომ­პა­ნი­ებ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ და­ი­წყეს და ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი არო­მა მარ­კე­ტინგს. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი სურ­ნე­ლი გვქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში: სახ­ლში, მან­ქა­ნა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, სპა-სა­ლო­ნებ­სა თუ სას­ტუმ­რო­ებ­ში.

სურ­ნე­ლი გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა­ზე, ქცე­ვა­სა და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც კი. არო­მა მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რებს კომ­პა­ნია „არო­მა­კო“, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უკვე 36000-ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. თუ გაქვთ ბიზ­ნე­სი, არო­მა მარ­კე­ტინ­გით შეძ­ლებთ ეფექ­ტუ­რად გა­ზარ­დოთ თქვე­ნი ბრენ­დის/კომ­პა­ნი­ის ცნო­ბა­დო­ბა. ასე­ვე, თუკი გსურთ სახ­ლში მუ­დამ იგ­რძნო­ბო­დეს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სურ­ნე­ლი, „არო­მა­კოს“ აპა­რა­ტე­ბი თქვენს მო­თხოვ­ნებს სავ­სე­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. „არო­მა­კოს“ სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატს სახ­ლის­თვის 4 სურ­ნე­ლი მოჰ­ყვე­ბა და სმარტ სის­ტე­მაც აქვს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შე­არ­ჩი­ოთ სურ­ნე­ლის გავ­რცე­ლე­ბის თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რე­ჟი­მი.

სწო­რედ „არო­მა­კოს“, რო­გორც სურ­ნე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ გუნდს მივ­მარ­თეთ, რათა გაგ­ვე­გო, რო­მე­ლია მსოფ­ლი­ო­ში 10 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სურ­ნე­ლი. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. ფორ­თო­ხა­ლი - ციტ­რუ­სის სი­ახ­ლე აძ­ლი­ე­რებს

ციტ­რუ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის. გრე­იფ­რუ­ტის, მან­და­რი­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის არო­მა­ტი აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სუნი მსოფ­ლი­ო­ში. ზო­გა­დად, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში უფრო მეტი ციტ­რუ­სის ხი­ლის შეყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი არო­მა­ტი სწო­რედ ფორ­თო­ხალს აქვს. ის ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია, გვეხ­მა­რე­ბა შფოთვის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში, გვამ­შვი­დებს, გვი­უმ­ჯო­ბე­სებს გან­წყო­ბას და გვავ­სებს ენერ­გი­ით. ასე­ვე გვა­ნი­ჭებს ეი­ფო­რი­ის შეგ­რძნე­ბას, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ციტ­რუ­სე­ბი დღე­სას­წა­ულ­თან და გარ­თო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

2. ახ­ლად მოჭ­რი­ლი ბა­ლა­ხი - ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და სი­ცო­ცხლის სუნი

ამ სურ­ნელს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ნევს ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ. იგი ასო­ცირ­დე­ბა სი­ცო­ცხლეს­თან, სიწ­მინ­დეს­თან, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნახ­ლე­ბას­თან. ბა­ლა­ხის სუნი მსუ­ბუ­ქი და მარ­ტი­ვია, მაგ­რამ იგი წარ­მო­იქ­მნე­ბა რთუ­ლი ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ით, ბა­ლა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად. მა­ინც რა­ტომ უყ­ვართ იგი ადა­მი­ა­ნებს? რთუ­ლია გა­დაჭ­რით თქმა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მას ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ეფექ­ტი აქვს.

3. და­რი­ჩი­ნი - მე­ფე­ე­ბის არო­მა­ტი

და­რი­ჩი­ნის სა­სი­ა­მოვ­ნო სუნი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. მას მო­აქვს სით­ბო­სა და კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა, ხსნის სტრესს. ყვე­ლა­ზე ხში­რად ცო­მე­ულ­სა და სას­მელ­ში ამა­ტე­ბენ. ძვე­ლად ეს სა­ნე­ლე­ბე­ლი საკ­მა­ოდ დე­ფი­ცი­ტუ­რი იყო და მხო­ლოდ სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ეძ­ლოთ მისი დახ­ვე­წი­ლი არო­მა­ტით დატ­კბო­ბა.

4. ტყე - ბუ­ნე­ბის სურ­ნე­ლი

ტყის სურ­ნე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ზა­ფხულ­ში მზის­გან გა­ცხე­ლე­ბულ სივ­რცეს მშრა­ლი მი­წის, ნეს­ტი­ა­ნი ხავ­სის, ფიჭ­ვის და ახა­ლი ფოთ­ლე­ბის, სო­კოს და კენკრის, ცხო­ვე­ლე­ბის და ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის სუნი ას­დის. ეს სუნი მოქ­მე­დებს ღრმად არაც­ნო­ბი­ერ­ზე, აღ­ვი­ძებს უძ­ვე­ლეს ინ­სტინ­ქტებს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

5. წვი­მა - სი­ცო­ცხლის ენერ­გია და გა­ნახ­ლე­ბა

რო­გო­რი სუნი აქვს წვი­მას? შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ წვი­მას სუ­ლაც არ აქვს სუნი. სი­ნამ­დვი­ლე­ში წვი­მი­სას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტი ჩნდე­ბა ნი­ა­და­გი­სა და მის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გე­ოს­მი­ნის გამო. სხვა­თა შო­რის, წვი­მის­შემ­დგომ სუნს პეტ­რი­კო­რი ეწო­დე­ბა.

6. შო­კო­ლა­დი - ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი, ხსნის სტრესს

შო­კო­ლა­დი ით­ვლე­ბა სტრე­სი­სა და დეპ­რე­სი­ის მთა­ვარ ლე­გა­ლურ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად. მისი სუ­ნიც კი სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს იწ­ვევს, ამ­შვი­დებს, რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას ქმნის და სტრეს­საც ხსნის.

7. თივა - მზი­ა­ნი და თბი­ლი გან­წყო­ბა

მშრა­ლი ბა­ლა­ხის სუნი იწ­ვევს უსაფრ­თხო­ე­ბის, კომ­ფორ­ტი­სა და სით­ბოს შეგ­რძნე­ბას. თი­ვის ზვი­ნებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ცო­ცხა­ლი ბა­ლა­ხის არო­მა­ტი: სა­სი­ა­მოვ­ნო, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ და­ი­ვი­წყოთ პრობ­ლე­მე­ბი და სრუ­ლად შე­იგ­რძნოთ ბუ­ნე­ბის სურ­ნე­ლი.

8. ზღვა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ენერ­გი­ის სუნი

ზღვას მას­ში შე­მა­ვა­ლი მა­რი­ლე­ბის იო­ნე­ბის, ასე­ვე წყალმცე­ნა­რე­ე­ბის სუნი ას­დის. აქ ასე­ვე არის ოზო­ნის მსუ­ბუ­ქი არო­მა­ტი: კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იძ­ლე­ვა სი­ახ­ლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხა­ლი­სის შეგ­რძნე­ბას.

9. ვა­ნი­ლი - ბუ­ნებ­რი­ვი აფ­რო­დი­ზი­ა­კი

ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და მრა­ვალ­მხრი­ვი სუ­ნია. მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ვა­ნი­ლის სუნი აუმ­ჯო­ბე­სებს გან­წყო­ბას, ეხ­მა­რე­ბა დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში და ხელს უწყობს სი­ხა­რუ­ლის ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

10. ყავა - მხნე­ო­ბა

ყა­ვის სუნი გვა­ფხიზ­ლებს და მხნე­ო­ბას გვმა­ტებს. ასე­ვე, ხელს უწყობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ამაღ­ლე­ბას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს უკეთ გა­ვუმკლავ­დეთ რთულ და­ვა­ლე­ბებს.

და თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სურ­ნე­ლი რო­მე­ლია?

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nana
0

ვარდის სურნელი

gaga
0

გაგაკვირვებთ და ბავშვობაში მიყვარდა სინესტის სული, სარდაფშო რომ ჩავიდოდა და ნესტის სუნი მომხვდებოდა, ძალიან მსიამოვნებდა. არ ვიცი რატომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რომელია 10 ყველაზე სასიამოვნო სურნელი და რატომ უყვარს ისინი ყველაზე მეტ ადამიანს?

რომელია 10 ყველაზე სასიამოვნო სურნელი და რატომ უყვარს ისინი ყველაზე მეტ ადამიანს?

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ეროვნების, კულტურის, ინტერესებისა თუ სურვილების მიხედვით, ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ჩვენ გვიყვარს ზოგიერთი სურნელი, ზოგიერთი კი იმდენად არ მოგვწონს, ცუდ ხასიათზეც კი გვაყენებს.

სურნელი, რომელიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს - ამ პრინციპის გამოყენება კომპანიებმა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს და ასე ჩაეყარა საფუძველი არომა მარკეტინგს. ეს არის მიმართულება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვენთვის სასურველი სურნელი გვქონდეს ნებისმიერ სივრცეში: სახლში, მანქანაში, მაღაზიაში, სპა-სალონებსა თუ სასტუმროებში.

სურნელი გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, ქცევასა და მის გადაწყვეტილებაზეც კი. არომა მარკეტინგის მიმართულებით საქართველოში ოპერირებს კომპანია „არომაკო“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 36000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. თუ გაქვთ ბიზნესი, არომა მარკეტინგით შეძლებთ ეფექტურად გაზარდოთ თქვენი ბრენდის/კომპანიის ცნობადობა. ასევე, თუკი გსურთ სახლში მუდამ იგრძნობოდეს თქვენი საყვარელი სურნელი, „არომაკოს“ აპარატები თქვენს მოთხოვნებს სავსებით დააკმაყოფილებს. „არომაკოს“ სპეციალურ აპარატს სახლისთვის 4 სურნელი მოჰყვება და სმარტ სისტემაც აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სურნელის გავრცელების თქვენთვის სასურველი რეჟიმი.

სწორედ „არომაკოს“, როგორც სურნელის მიმართულებით ყველაზე კომპეტენტურ გუნდს მივმართეთ, რათა გაგვეგო, რომელია მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარული სურნელი. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. ფორთოხალი - ციტრუსის სიახლე აძლიერებს

ციტრუსი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სურნელია ადამიანისთვის. გრეიფრუტის, მანდარინისა და ფორთოხლის არომატი აღიარებულია, როგორც ყველაზე სასიამოვნო სუნი მსოფლიოში. ზოგადად, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ციტრუსის ხილის შეყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე დაბალანსებული არომატი სწორედ ფორთოხალს აქვს. ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, გვეხმარება შფოთვისგან თავის დაღწევაში, გვამშვიდებს, გვიუმჯობესებს განწყობას და გვავსებს ენერგიით. ასევე გვანიჭებს ეიფორიის შეგრძნებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ციტრუსები დღესასწაულთან და გართობასთან ასოცირდება.

2. ახლად მოჭრილი ბალახი - ფსიქოტროპული და სიცოცხლის სუნი

ამ სურნელს მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანი მიიჩნევს ყველაზე სასიამოვნოდ. იგი ასოცირდება სიცოცხლესთან, სიწმინდესთან, სიცოცხლისუნარიანობასა და განახლებასთან. ბალახის სუნი მსუბუქი და მარტივია, მაგრამ იგი წარმოიქმნება რთული ქიმიური რეაქციით, ბალახის დაზიანების შედეგად. მაინც რატომ უყვართ იგი ადამიანებს? რთულია გადაჭრით თქმა, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას ფსიქოტროპული ეფექტი აქვს.

3. დარიჩინი - მეფეების არომატი

დარიჩინის სასიამოვნო სუნი კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მას მოაქვს სითბოსა და კომფორტის შეგრძნება, ხსნის სტრესს. ყველაზე ხშირად ცომეულსა და სასმელში ამატებენ. ძველად ეს სანელებელი საკმაოდ დეფიციტური იყო და მხოლოდ სამეფო კარის წარმომადგენლებს შეეძლოთ მისი დახვეწილი არომატით დატკბობა.

4. ტყე - ბუნების სურნელი

ტყის სურნელი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მრავალფეროვანია. ზაფხულში მზისგან გაცხელებულ სივრცეს მშრალი მიწის, ნესტიანი ხავსის, ფიჭვის და ახალი ფოთლების, სოკოს და კენკრის, ცხოველების და ჩამოცვენილი ფოთლების სუნი ასდის. ეს სუნი მოქმედებს ღრმად არაცნობიერზე, აღვიძებს უძველეს ინსტინქტებს, როდესაც ადამიანები ასეთ გარემოსთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ.

5. წვიმა - სიცოცხლის ენერგია და განახლება

როგორი სუნი აქვს წვიმას? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წვიმას სულაც არ აქვს სუნი. სინამდვილეში წვიმისას ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო არომატი ჩნდება ნიადაგისა და მისგან გამოთავისუფლებული ნივთიერება გეოსმინის გამო. სხვათა შორის, წვიმისშემდგომ სუნს პეტრიკორი ეწოდება.

6. შოკოლადი - ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ხსნის სტრესს

შოკოლადი ითვლება სტრესისა და დეპრესიის მთავარ ლეგალურ სამკურნალო საშუალებად. მისი სუნიც კი სასიამოვნო ემოციებს იწვევს, ამშვიდებს, რომანტიკულ განწყობას ქმნის და სტრესსაც ხსნის.

7. თივა - მზიანი და თბილი განწყობა

მშრალი ბალახის სუნი იწვევს უსაფრთხოების, კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას. თივის ზვინებში შენარჩუნებულია ცოცხალი ბალახის არომატი: სასიამოვნო, დამამშვიდებელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაივიწყოთ პრობლემები და სრულად შეიგრძნოთ ბუნების სურნელი.

8. ზღვა - თავისუფლების და ენერგიის სუნი

ზღვას მასში შემავალი მარილების იონების, ასევე წყალმცენარეების სუნი ასდის. აქ ასევე არის ოზონის მსუბუქი არომატი: კომბინაციაში ეს ნივთიერებები იძლევა სიახლის, თავისუფლებისა და ხალისის შეგრძნებას.

9. ვანილი - ბუნებრივი აფროდიზიაკი

ძალიან სასიამოვნო და მრავალმხრივი სუნია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვანილის სუნი აუმჯობესებს განწყობას, ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში და ხელს უწყობს სიხარულის ჰორმონების გამომუშავებას.

10. ყავა - მხნეობა

ყავის სუნი გვაფხიზლებს და მხნეობას გვმატებს. ასევე, ხელს უწყობს ინტელექტუალური შესაძლებლობების ამაღლებას, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავუმკლავდეთ რთულ დავალებებს.

და თქვენი საყვარელი სურნელი რომელია?