ავტორი:

"ეს არ არის გაციება, სიცხე... ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - რას წერს მსახიობი ნიკა კუჭავა?

"ეს არ არის გაციება, სიცხე... ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - რას წერს მსახიობი ნიკა კუჭავა?

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ნიკა კუჭავა მიმართვას ავრცელებს და მოხსნილი სპექტაკლების გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის. როგორც ის განმარტავს, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

კუჭავას თქმით, სპექტაკლის მოხსნის გამო მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც განმარტების გაკეთება მოუწია.

"მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო! ჩემს გამო რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა და დამიჯერეთ ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაქვს ანთებითი პროცესი ტერფზე და გაუსაძლისი ტკივილების გარდა, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცვამ. რამდენიმე მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა თეატრში და მესმის მათი! კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას.

ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ხდება, რომ ჩემს გამო სპექტაკლები მოიხსნა და მერწმუნეთ მსახიობისთვის ეს ძალიან, ძალიან უსიამოვნო მომენტია! სამწუხაროდ, ეს არ არის გაციება, სიცხე, სურდო და ა.შ, რომლის დროსაც არაერთი მსახიობი მდგარა სცენაზე და ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის სიამოვნება მიუნიჭებია.- ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია მაყურებელს!" - წერს კუჭავა.