ავტორი:

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკშვილის კადრებს ასაჯაროვებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკშვილის კადრებს ასაჯაროვებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის კადრებს ასაჯაროვებს.

როგორც უწყება განმარტავს, ვიდეომასალაში "ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები", რომლის მიზანია "მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა".

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს”, - წერია განცხადებაში.

ამ კადების გასაჯაროებაზე "იმედის" ეთერში ილაპარაკა სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, კადრები გადაღებულია აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ის ასევ განმატავდა გამოქვეყნებულ კადრებს.