მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის
"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის

არ­ჩილ მარ­შა­ნია ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კას სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დის. იგი აჟა­მად ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და "რო­ტა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის“ გამო, თვე­ო­ბით უწევს ქყ­ვეყ­ნი­დან წას­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს და არის მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში (UNICEF-ისა და გა­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვა).

სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ექი­მი, ვის­თვი­საც პრო­ფე­სია დღის წეს­რი­გად იქცა, ცდი­ლობს რა­ღაც შეც­ვა­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და და­ამ­სხვრი­ოს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, ეს ხან­და­ხან კარ­გად გა­მოს­დის, ხან­და­ხან - ცუ­დად, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სჯე­რა, რომ მი­ზანს მი­აღ­წევს. მარ­თა­ლია, "მარ­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას ვერ შევ­ძლებ, მაგ­რამ მი­ვაღ­წევ მი­ზანს - მინ­და, სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრიო და 2-3 წე­ლი­წად­ში ნა­ხავთ, თუ რო­გო­რი მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი დღეს“.

არ­ჩილ მარ­შა­ნია:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კვლე­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ მას­ტერ კლა­სებ­სა და დის­კუ­სი­ებს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ე­ფექ­ტუ­რია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვაქ­ცი­ნე­ბით და კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბის დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რომ გო­ნე­ბა­და­კარ­გულ პა­ცი­ენტს კრი­ჭა უნდა გა­უხ­სნა და ენა ამო­უ­წიო. ეს მი­თია, არ ხდე­ბა ენის გა­დაყ­ლაპ­ვა (ასეთ დროს ორი სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვი მე­თო­დია - თა­ვის უკან გა­და­წე­ვა, ქვე­და ყბის, ნი­კა­პის წინ წა­მო­წე­ვა, რა დრო­საც ენა სცილ­დე­ბა ხორხს და აძ­ლევს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას). გულყრის დროს შა­ვის გა­და­ფა­რე­ბაც მი­თია და არ შე­დის პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­ში. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მი­თია კვე­ბით და­ნა­მა­ტებ­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ე.წ. სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლე­ბი (და არა მარ­ტო) იყე­ნე­ბენ. ისი­ნი "ორ­გა­ნიზ­მის შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­დას“ ამ­ბო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი შლა­კე­ბი, რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა, მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს, მო­გო­ნი­ლი სი­ტყვაა, თუმ­ცა­ღა, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ყვე­ლამ იცის, რომ "შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­და“ ყო­ველ­თვის და­დე­ბით ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ადა­მი­ან­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს რომ და­ა­წე­როთ - "წმენ­დს შლა­კე­ბის­გან“, ის უფრო კარ­გად გა­გე­ყი­დე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია.

"დღე­ში 2 ლიტ­რი და მეტი წყა­ლიც“ მი­თია. სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი, ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა 1 ლიტ­რი იყოს სა­ჭი­რო, ვი­ღა­ცის­თვის - 2 და ვი­საც წყა­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს - 5-იც. ადა­მი­ა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხეს იმ რა­ო­დე­ნო­ბით უნდა იღებ­დეს, რომ მო­სა­შარ­დად 2-4 სა­ათ­ში ერთხელ გა­დი­ო­დეს და შარ­დის ფერი ღია ჩა­ლის­ფე­რი იყოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უამ­რა­ვი მითი და მათი წარ­მო­შო­ბის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზია - გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ე.წ. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა (შარ­ლა­ტა­ნე­ბის), ექი­მე­ბის ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ, მი­თე­ბი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ - მა­გა­ლი­თად, რო­გორც კი და­ი­წყო კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, ამას მოჰ­ყვა ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გულ­წრფე­ლად სჯე­რათ, რომ ეს არის ცუდი. ასე­ვე, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­შო­ბენ და ამი­თაც ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს იღე­ბენ და ა.შ.

სამი შვი­ლი მყავს და ბავ­შვებ­თან სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. მინ­და, ბავ­შვებს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და ვუ­თხრა - ბავ­შვე­ბო, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინც და მა­ინც წვნი­ა­ნე­ბი ჭა­მოთ (თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­ტო კან­ფე­ტე­ბი მი­ვირ­თვათ, ბევ­რი შაქ­რის მი­ღე­ბა ცუ­დია). ბავ­შვი ადეკ­ვა­ტუ­რად, ანუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა, საკ­მა­რის სი­თხეს, ბოსტნე­ულს, ხილს, ცი­ლებს (ხორ­ცი, თევ­ზი და ა.შ.) იღებს, კონ­კრე­ტუ­ლად წვნი­ან­ში ჯა­დოს­ნუ­რი არა­ფე­რი დევს და ბავ­შვს თუ არ უყ­ვარს, შეგ­ვიძ­ლია, არ და­ვა­ძა­ლოთ. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კვე­ბა და ძილი არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მის­წრე­ბა, თუმ­ცა ამას თან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც უნდა ახ­ლდეს - კვი­რა­ში 150 წუთი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (მა­გა­ლი­თად, მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში) თუ გვექ­ნე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gabe
1

როგორ შეიძლება 50 კილო ადამიანმა , მე 64 და 130 კილო ადამიანმა ერთინრაოდენობის წყაალი მაგალითად 2 დან 3 ლიტრამდე დავლიოთ ..... სხეულის ფარდობა , რამე სქემა ხო არსებობდეს 

...

თემო
0

მე დღის განმავლობაში 2-3 ჭიქას ძლივს ვსვამ და ვერ წარმომიდგენია 2-3 ლიტრი როგორ უნდა დავლიო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის

"დღეში 2 ლიტრი წყალიც მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური... მითია ისიც, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო" - ექიმი, რომელიც სამედიცინო მითებს ებრძვის

არჩილ მარშანია ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი დახმარების ინსტრუქტორია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას საზღვარგარეთ გადის. იგი აჟამად ბრიტანულ კომპანიაში მუშაობს და "როტაციული სამსახურის“ გამო, თვეობით უწევს ქყვეყნიდან წასვლა. საქართველოში ძირითადად საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, კითხულობს ლექციებს და არის მიწვეული სპიკერი სხვადასხვა პროექტებში (UNICEF-ისა და გაეროს საქართველოს ასოციაციის პროექტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა).

სოციალურად აქტიური ექიმი, ვისთვისაც პროფესია დღის წესრიგად იქცა, ცდილობს რაღაც შეცვალოს საზოგადოებაში და დაამსხვრიოს სტერეოტიპები. როგორც მეუბნება, ეს ხანდახან კარგად გამოსდის, ხანდახან - ცუდად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სჯერა, რომ მიზანს მიაღწევს. მართალია, "მარსის განაშენიანებას ვერ შევძლებ, მაგრამ მივაღწევ მიზანს - მინდა, სამედიცინო მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიო და 2-3 წელიწადში ნახავთ, თუ როგორი მართალი ვიყავი დღეს“.

არჩილ მარშანია:

- ძალიან მიყვარს სამედიცინო მითების, დეზინფორმაციების კვლევა. აუცილებლად ჩავატარებთ მასტერ კლასებსა და დისკუსიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ის გავრცელებული მკურნალობის მეთოდები ან რეკომენდაციებია, რომლებიც, სინამდვილეში, არაეფექტურია. ეს შეიძლება იყოს პირველადი დახმარებით დაწყებული, ვაქცინებით და კვებითი რეკომენდაციებით დამთავრებული.

მაგალითად, პირველად დახმარების დროს გავრცელებულია, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო. ეს მითია, არ ხდება ენის გადაყლაპვა (ასეთ დროს ორი სხვადასხვა მარტივი მეთოდია - თავის უკან გადაწევა, ქვედა ყბის, ნიკაპის წინ წამოწევა, რა დროსაც ენა სცილდება ხორხს და აძლევს სუნთქვის საშუალებას). გულყრის დროს შავის გადაფარებაც მითია და არ შედის პირველად დახმარებაში. ჩემი საყვარელი მითია კვებით დანამატებზე რეკომენდაციები, რომლებსაც ე.წ. სახალხო მკურნალები (და არა მარტო) იყენებენ. ისინი "ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდას“ ამბობენ, სინამდვილეში კი შლაკები, როგორც ნივთიერება, მედიცინაში არ არსებობს, მოგონილი სიტყვაა, თუმცაღა, იმდენად პოპულარულია, რომ ყველამ იცის, რომ "შლაკებისგან გაწმენდა“ ყოველთვის დადებით ასოციაციას იწვევს ადამიანში. შესაბამისად, ნებისმიერ პროდუქტს რომ დააწეროთ - "წმენდს შლაკებისგან“, ის უფრო კარგად გაგეყიდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია.

"დღეში 2 ლიტრი და მეტი წყალიც“ მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური, ვიღაცისთვის შეიძლება 1 ლიტრი იყოს საჭირო, ვიღაცისთვის - 2 და ვისაც წყალი ძალიან უყვარს - 5-იც. ადამიანი დღის განმავლობაში სითხეს იმ რაოდენობით უნდა იღებდეს, რომ მოსაშარდად 2-4 საათში ერთხელ გადიოდეს და შარდის ფერი ღია ჩალისფერი იყოს. მოგეხსენებათ, უამრავი მითი და მათი წარმოშობის მრავალი მიზეზია - განათლების დეფიციტი, ე.წ. თვითგამოცხადებული მკურნალების აღიარება (შარლატანების), ექიმების ფინანსური ინტერესი სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ, მითები ვაქცინების მიმართ - მაგალითად, როგორც კი დაიწყო კოვიდის ვაქცინის შემუშავება, ამას მოჰყვა ანტივაქსერების მოძრაობა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს არის ცუდი. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების ემოციებზე თამაშობენ და ამითაც ფინანსურ სარგებელს იღებენ და ა.შ.

სამი შვილი მყავს და ბავშვებთან სხვა დამოკიდებულება მაქვს. მინდა, ბავშვებს მხარი დავუჭირო და ვუთხრა - ბავშვებო, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც წვნიანები ჭამოთ (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კანფეტები მივირთვათ, ბევრი შაქრის მიღება ცუდია). ბავშვი ადეკვატურად, ანუ დღის განმავლობაში თუ სწორად იკვებება, საკმარის სითხეს, ბოსტნეულს, ხილს, ცილებს (ხორცი, თევზი და ა.შ.) იღებს, კონკრეტულად წვნიანში ჯადოსნური არაფერი დევს და ბავშვს თუ არ უყვარს, შეგვიძლია, არ დავაძალოთ. მოწესრიგებული კვება და ძილი არის ჯანმრთელობისთვის მისწრება, თუმცა ამას თან ფიზიკური აქტივობაც უნდა ახლდეს - კვირაში 150 წუთი ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, მსუბუქი ვარჯიში) თუ გვექნება, ეს არის ძალიან კარგი. წაიკითხეთ სტატია სრულად