იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება, ასე რომ, ისევ 50 დღე შიმშილობას ცალსახად არ უნდა ველოდოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ახლა შიმშილობის გამოცხადება მაშინ, როცა სააკაშვილი შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში და ახლა იგივე მეთოდებით მოქმედება რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის ანგაჟირება აზიანებს მისსავე ჯანმრთელობას და ის მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა კიდეც.
„ჩემი ღრმა რწმენით, ამ საკითხის ანგაჟირება არათუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, პაციენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას, თუ ნაყიდი ჰქონდა კომპიუტერები პენიტენციურს, რა პრობლემა შეექმნა, ეს არის კითხვები პენიტენციურთან. მე ველოდი კიდეც ასეთ განვითარებას, რადგან ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია მედიცინაში და იცის, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, ეს გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელი იყო და ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა, ყველას ვთხოვ, მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთება.
არანაირად არ ვარგა, არანაირი ლოგიკით ამის გაკეთება, ყველა ადამიანს უფლება აქვს პროტესტი გამოხატოს, მაგრამ მე უმორჩილესად ვურჩევდი, არ გააკეთოს ეს. მე ველოდებოდი ერთგვარად მოვლენების გამწვავებას, ზოგი შეიძლება ვერ იგებს რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე და რას ნიშნავს, რომ გამინუსდა ეს დამყოლობა და შიმშილობაში გამოიხატა. არ შეიძლება ამის გაკეთება, კარგი იქნება თუ განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ კვებას.
იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება, ასე რომ, ისევ 50 დღე შიმშილობას ცალსახად არ უნდა ველოდოთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება,"- განაცხადა სერგეენკომ.
ის ასევე გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ თუ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსი, ის არ სჭირდებათ. სერგეენკო აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და მას სააკაშვილის საკითხი ვერ შეცვლის.
"ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო გადაწყვეტილება, ერთ- ერთი მეც ვარ მოსახლეობის ამ უდიდეს ნაწილში. ასე რომ, სააკაშვილის საკითხი ამას ვერ შეცვლის, ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილი,"- განაცხადა სერგეენკომ.
ეს ექიმ მენგელეს ხომ არ ჰგავს შემთხვევით?????
მე მომწონდა რეფორმატორი მიშა, მისი პატრული, ღირსეუდად შემოსილ- გამოკვებილი ჯარი, მისი ბათუმი, სიღნაღი, მესტია, მისი იუსტიციის სახლები, ევროპულად გამართული საბაჟო, ეროვნული გამოცდები, უცხოეთში სასწავლებლად დაფინანსებული სტუდენტები და უამრავი კარგი რამ, მაგრამ მან ყველა რესურსი ამოწურა და დემოკრატიულად წავიდა, ეხლა კი არ მომწონს მისი შემოპარვა ქვეყანაში, მისი პროტესტის უკიდურესი ფორმა, რითიც დაიზიანა ჯანმრთელობა, იგივეს აგრძელებს, ისევ მოწყვეტილია იმ რეალობას, რომ მისი დაბრუნება აღარ უნდა ხალხს, სულიც რომ გასძვრეთ შიმშილით, სულ რომ რუსეთს შეუერთონ ქვეყანა, მიშა მაინც აღარ უნდათ და მორჩა, პროპაგანდამ იმუშავა, ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია და ხალხს ერთმანეთი შესძულდა მიშას და ბიძინას გამო. მიშა ვერ ეგუება დამარცხებას, არადა რეალობაა!