უელსის პრინცმა და პრინცესამ - უილიამმა და ქეით მიდლტონმა საშობაო ბარათის ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნეს.
საშობაო ბარათზე ბრიტანეთის სამეფო წყვილი შვილებთან, პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასთან და პრინც ლუისთან ერთადაა.
სამეფო ოჯახისთვის საშობაო ბარათის გამოქვეყნება ტრადიციაა. ისინი სადღესასწაულო ბარათისთვის წლის განმავლობაში გადაღებულ ფავორიტ ფოტოს არჩევენ.
ფოტოს ავტორი ფოტოგრაფი მეთ პორტეუსია, რომელიც ოჯახის ცხოვრებას დოკუმენტურად ასახავს.
ცნობისთვის, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრების შესახებ "ნეტფლიქსის" დოკუმენტური სერიალის გამოსვლის შემდეგ, მედია ინტერესდება უილიამის პოზიციით, თუმცა უილიამი აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრები, თუმცა ქვეყნდება არაერთი ახალი სურათი, სადაც აღბეჭდილია სამეფო ოჯახის წევრების ბედნიერი ცხოვრება მეგანისა და ჰარის გარეშე.
ასეტი ლამაზი ოჯახი იიშვიატია.
ძალიან მომწონს ქეითი!! ჭკვიანი და ლამაზი ქალი, კარგი მეუღლე და დედა, რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი ქალი, ბრიტანელი ერის წინაშე.