ავტორი:

"მივიღეთ წერილი "ვივამედიდან" - რა თქვა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთნ დაკავშირებით?

"მივიღეთ წერილი "ვივამედიდან" - რა თქვა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთნ დაკავშირებით?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

"მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ.

ნიკა აბრამიშვილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

ასევე, მივიღეთ წერილი "ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.