პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)
"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)

უკ­რა­ი­ნის ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა - 6 გრა­დუს­ზე და­ბა­ლია. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თოვს და ასეთ დროს მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, გათ­ბო­ბი­სა და წყლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. მი­ზე­ზი პუ­ტი­ნი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე შე­ტე­ვა რუ­ტი­ნად აქ­ცი­ეს და ბოლო კვი­რე­ბია თავს ეს­ხმი­ან ენერ­გო ობი­ექ­ტებს.

ოკუ­პან­ტე­ბი უტე­ვენ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით. უკ­რა­ი­ნე­ლი ელექტრო­ტექ­ნი­კო­სე­ბი შე­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ო­ბენ, გმი­რუ­ლად ცდი­ლო­ბენ მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის აღ­მო­ფხვრას რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა აღუდ­გეს, თუმ­ცა რო­დე­საც ერთ პრობ­ლე­მას აღ­მო­ფხვრი­ან, ოკუ­პან­ტებს უკვე ახა­ლი იე­რი­ში მი­აქვთ და სხვა ობი­ექ­ტი გა­მო­დის მწყობ­რი­დან.

კი­ე­ვი

რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და,10 დე­კემ­ბერს რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა 15 ვერ­ტმფრე­ნით მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში. მათი ორი-მე­სა­მე­დი უკ­რა­ი­ნის დავ­დაც­ვის სის­ტე­მამ გა­ა­უვ­ნებ­ლა, მაგ­რამ დარ­ჩე­ნილ­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა ოდე­სის ქვე­სად­გუ­რი გა­ა­ფუ­ჭეს. რის გა­მოც, კი­დევ 1.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. ოდე­სის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს შე­საძ­ლოა, 2-3 თვე დას­ჭირ­დეს.

უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი შეს­ვე­ნე­ბი­სას თბილ კა­რავ­ში

10 დე­კემ­ბრამ­დე ოკუ­პან­ტებ­მა მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე - ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე, გათ­ბო­ბის სად­გუ­რებ­ზე, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ებ­სა და მათი გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მებ­ზე. შე­დე­გად, კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის ნა­ხე­ვარს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

ხე­ლო­ვა­ნებ­მა კი­ევ­ში, ბა­ტა­რე­ე­ბით გა­ნა­თე­ბულ თე­ატ­რში გა­მარ­თეს წარ­მოდ­გე­ნა

ასე­თი შე­ტე­ვე­ბი ხში­რია. პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნელ­თა მო­რა­ლუ­რად გა­ტეხ­ვას ცდი­ლობს. ის იმე­დოვ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გამ­ძლე­ო­ბას, რომ­ლებ­მაც აქამ­დე უდი­დეს გან­საც­დელს გა­უძ­ლეს, უშუ­ქო­ბა, გათ­ბო­ბი­სა და სხვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნა გა­ტე­ხავს და მათ­ში საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბას ჩა­ახ­შობს.

ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კი­ე­ვი

მთლი­ა­ნო­ბა­ში, რუ­სეთ­მა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე იე­რი­შის­თვის 1000-ზე მეტი რა­კე­ტა გა­მო­ი­ყე­ნა. შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ენერ­გო­სის­ტე­მის 40%-ზე მეტი. აშშ დაჰ­პირ­და უკ­რა­ი­ნას 53 მლნ დო­ლარს სპე­ცი­ა­ლუ­რად ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნის­თვის, ნორ­ვე­გია 100 მლნ დო­ლარს გზავ­ნის, ევ­რო­საბ­ჭო სთა­ვა­ზობს 18 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბით 10-წლი­ან სესხს ენერ­გო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად.

გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა და მსოფ­ლიო ბან­კი ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნას ახა­ლი გე­ნე­რა­ტო­რე­ბი მი­ა­წო­დონ და ქსე­ლი უზ­რუნ­ველ­ყონ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, ისე­ვე რო­გორც სხვა და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი და კერ­ძო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნის ენერ­გოქ­სე­ლი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­საა, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და და­სავ­ლეთ­ში მას­თან თავ­სე­ბა­დი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა რთუ­ლად სა­პოვ­ნე­ლია.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბულ წყლის მილს აკე­თე­ბენ

ევ­რო­პის ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა ჰანს კლუ­გემ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს შე­ა­ფა­სა, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნელს სიკ­ვდი­ლის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა სი­ცი­ვის გამო, ამ ფონ­ზე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გახ­ში­რე­ბის, ავად­მყო­ფო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო. Human Rights Watch-მა უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი ომის კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ტე­რო­რის­თვის.

რას ამ­ბო­ბენ რუ­სეთ­ში?

უკ­რა­ი­ნის გა­ყინ­ვი­სა და შიმ­ში­ლით მოკ­ვლის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა პუ­ტი­ნის გე­ნო­ცი­დუ­რი მა­ნი­ის კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ის ამ საქ­მე­ში მარ­ტო არ არის. რუ­სებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე შე­ტე­ვას. რუს­მა დე­პუ­ტატ­მა ბო­რის ჩერ­ნი­შოვ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ "უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­ი­ყი­ნე­ბი­ან". დე­პუ­ტატ­მა ან­დრეი გუ­რუ­ლი­ოვ­მა მო­უ­წო­და რუ­სეთს "და­ას­რუ­ლოს“, გა­ა­ნად­გუ­როს უკ­რა­ი­ნის ელექტრო­ქ­სე­ლი და შემ­დეგ გა­და­ვი­დეს სა­ბან­კო სის­ტე­მა­ზე.

"თუ ჩვენ დავ­ბომ­ბავთ მათი სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრს, ისი­ნი ვერ გა­და­რი­ცხა­ვენ, ბა­რა­თე­ბი არ იმუ­შა­ვებს და ხალ­ხი ვერ მი­ი­ღებს ხელ­ფასს“, - ამ­ბობს ის.

რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ასეთ ურ­თუ­ლეს დროს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი?

რუ­სე­ბის გეგ­მა, მო­რა­ლუ­რად გა­ტე­ხონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მსოფ­ლიო და რა თქმა უნდა, რუ­სე­ბი უკვე არა­ერ­თხელ გა­აკ­ვირ­ვეს თა­ვი­ან­თი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით. ისი­ნი მტკი­ცედ დგა­ნან იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც გა­და­უ­ლა­ხა­ვი გვგო­ნია. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იცი­ან, რომ მათი მო­რა­ლი არის ბრძო­ლის ვე­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ხაზი და ეს არ არის ის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც პუ­ტინს და­უთ­მო­ბენ.

"უძ­ლე­ვე­ლი სად­გუ­რი" და­არ­ქვეს იმ კარ­ვებს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია მი­ვი­დეს, გათ­ბეს, ტე­ლე­ფო­ნი და­მუხ­ტოს და ცხე­ლი ჩაი მი­ირ­თვას.

უკ­რა­ი­ნა­ში შე­იქ­მნა "უძ­ლე­ვე­ლი პუნ­ქტე­ბი“, ეს არის კარ­ვე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია მი­ვი­დეს, გათ­ბეს, ჩაი და­ლი­ოს, სენდვი­ჩე­ბი მი­ირ­თვას, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­მუხ­ტოს.

"თუ პუ­ტინს სურს, რომ ამით გაგვტე­ხოს, უკუ­შე­დეგს მი­ი­ღებს. ეს უბ­რა­ლოდ აძ­ლი­ე­რებს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის რის­ხვას რუ­სე­თის მი­მართ, უფრო მე­ტად ვწყევ­ლით და უფრო მე­ტად გვძულს ისი­ნი“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი მა­რი­ნა ჰონ­ჩა­რო­ვა. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად გა­ერ­თი­ან­დნენ.

"ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ, ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ და შეგ­ვიძ­ლია ამის გა­და­ლახ­ვა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა“, - ამ­ბობს 50 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი ან­გე­ლი­ნა ანა­ტო­ლი­ე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისა
0

რუსები ყველაფერს ბომბავენ გაზსადენის გარდა, რომლითაც გაზი გადის ევროპაში, ეს ყველამ იცის... 

555
10

ჰოდა იყავით მერე თუ გაუძლებთ, უკრაინელები ხართ არა კვატი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)

უკრაინის ზოგიერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა - 6 გრადუსზე დაბალია. მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვს და ასეთ დროს მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი პუტინი და რუსი ოკუპანტები არიან, რომლებმაც უკრაინის ენერგოსისტემაზე შეტევა რუტინად აქციეს და ბოლო კვირებია თავს ესხმიან ენერგო ობიექტებს.

ოკუპანტები უტევენ სარაკეტო სისტემით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინელი ელექტროტექნიკოსები შეუჩერებლად მუშაობენ, გმირულად ცდილობენ მიღებული ზიანის აღმოფხვრას რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს, თუმცა როდესაც ერთ პრობლემას აღმოფხვრიან, ოკუპანტებს უკვე ახალი იერიში მიაქვთ და სხვა ობიექტი გამოდის მწყობრიდან.

კიევი

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,10 დეკემბერს რუსულმა ძალებმა 15 ვერტმფრენით მიიტანეს იერიში. მათი ორი-მესამედი უკრაინის დავდაცვის სისტემამ გააუვნებლა, მაგრამ დარჩენილმა თვითმფრინავებმა ოდესის ქვესადგური გააფუჭეს. რის გამოც, კიდევ 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სარემონტო სამუშაოებს შესაძლოა, 2-3 თვე დასჭირდეს.

უკრაინელი მეხანძრეები შესვენებისას თბილ კარავში

10 დეკემბრამდე ოკუპანტებმა მასშტაბური შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოსისტემაზე - ელექტროსადგურებზე, გათბობის სადგურებზე, წყალმომარაგების კომპანიებსა და მათი განაწილების სისტემებზე. შედეგად, კიევის რეგიონის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხელოვანებმა კიევში, ბატარეებით განათებულ თეატრში გამართეს წარმოდგენა

ასეთი შეტევები ხშირია. პუტინი უკრაინელთა მორალურად გატეხვას ცდილობს. ის იმედოვნებს, რომ უკრაინელების გამძლეობას, რომლებმაც აქამდე უდიდეს განსაცდელს გაუძლეს, უშუქობა, გათბობისა და სხვა კომუნიკაციების საშუალებების არქონა გატეხავს და მათში საბრძოლო სულისკვეთებას ჩაახშობს.

ჩაბნელებული კიევი

მთლიანობაში, რუსეთმა მხოლოდ უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშისთვის 1000-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. შედეგად, დაზიანებულია ენერგოსისტემის 40%-ზე მეტი. აშშ დაჰპირდა უკრაინას 53 მლნ დოლარს სპეციალურად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ნორვეგია 100 მლნ დოლარს გზავნის, ევროსაბჭო სთავაზობს 18 მილიარდი ევროს ოდენობით 10-წლიან სესხს ენერგო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი ცდილობენ უკრაინას ახალი გენერატორები მიაწოდონ და ქსელი უზრუნველყონ აღჭურვილობით, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები და კერძო ენერგეტიკული კომპანიები. სამწუხაროდ, უკრაინის ენერგოქსელი საბჭოთა პერიოდისაა, მოძველებულია და დასავლეთში მასთან თავსებადი აღჭურვილობა რთულად საპოვნელია.

უკრაინელები დაზიანებულ წყლის მილს აკეთებენ

ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ნოემბრის ბოლოს შეაფასა, რომ მილიონობით უკრაინელს სიკვდილის საფრთხე ემუქრება სიცივის გამო, ამ ფონზე დაავადებების გახშირების, ავადმყოფობის მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის გამო. Human Rights Watch-მა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები ომის კანონების დარღვევად შეაფასა, რადგან ეს ყველაფერი ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორისთვის.

რას ამბობენ რუსეთში?

უკრაინის გაყინვისა და შიმშილით მოკვლის მიზანმიმართული მცდელობა პუტინის გენოციდური მანიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. სამწუხაროდ, ის ამ საქმეში მარტო არ არის. რუსებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას. რუსმა დეპუტატმა ბორის ჩერნიშოვმა იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინელები გაიყინებიან". დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა მოუწოდა რუსეთს "დაასრულოს“, გაანადგუროს უკრაინის ელექტროქსელი და შემდეგ გადავიდეს საბანკო სისტემაზე.

"თუ ჩვენ დავბომბავთ მათი საბანკო ოპერაციების ცენტრს, ისინი ვერ გადარიცხავენ, ბარათები არ იმუშავებს და ხალხი ვერ მიიღებს ხელფასს“, - ამბობს ის.

როგორ იქცევიან ასეთ ურთულეს დროს უკრაინელები?

რუსების გეგმა, მორალურად გატეხონ უკრაინელები, წარუმატებელია. უკრაინელებმა მსოფლიო და რა თქმა უნდა, რუსები უკვე არაერთხელ გააკვირვეს თავიანთი ბრძოლისუნარიანობით. ისინი მტკიცედ დგანან იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც გადაულახავი გვგონია. უკრაინელებმა იციან, რომ მათი მორალი არის ბრძოლის ველის ცენტრალური ხაზი და ეს არ არის ის ტერიტორია, რომელსაც პუტინს დაუთმობენ.

"უძლეველი სადგური" დაარქვეს იმ კარვებს, სადაც მოსახლეობას შეუძლია მივიდეს, გათბეს, ტელეფონი დამუხტოს და ცხელი ჩაი მიირთვას.

უკრაინაში შეიქმნა "უძლეველი პუნქტები“, ეს არის კარვები, სადაც მოსახლეობას შეუძლია მივიდეს, გათბეს, ჩაი დალიოს, სენდვიჩები მიირთვას, ტელეფონები და სხვა მოწყობილობები დამუხტოს.

"თუ პუტინს სურს, რომ ამით გაგვტეხოს, უკუშედეგს მიიღებს. ეს უბრალოდ აძლიერებს უკრაინელების რისხვას რუსეთის მიმართ, უფრო მეტად ვწყევლით და უფრო მეტად გვძულს ისინი“, - ამბობს უკრაინელი მარინა ჰონჩაროვა. მისი თქმით, უკრაინელები კიდევ უფრო მეტად გაერთიანდნენ.

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ და შეგვიძლია ამის გადალახვა. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირ პირობებში ცხოვრება“, - ამბობს 50 წლის უკრაინელი ქალი ანგელინა ანატოლიევა.